260228034_882687429103284_7193793750907076429_n.jpg

შივო . Shivo

ახალგაზრდა, ნიჭიერი იოგი შივო რამადატა დილის და საღამოს იოგით გვიერთდება. 

კლასის მიზანი მოსწავლეთა ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ორიენტირებაა. ყველა ადამიანი და მისი ფიზიკური სხეული უნიკალურია, ამიტომ საჭიროა პრაქტიკანტმა ისწავლოს თავისი სხეულის მოსმენა და თავად შეარჩიოს ვარჯიშის ტემპი და ხანგრძლივობა.
პრაქტიკის შესახებ ის თავად გვიამბობს: 

იოგას პრაქტიკა რომელსაც მე ვასწავლი არის ერთიანობა ყველა იმ ცოდნის, რაც ვედურმა ტრადიციამ სხვადასხვა ოსტატის საშუალებით დაგვიტოვა, და რომელთან შეხების ბედნიერებაც მხვდა მე ცხოვრებაში.

გაკვეთილებზე ისწავლით , ასანებს-ენერგეტიკული გეომეტრიის გამართულ ფორმებს, სუნთქვას- რომელიც არის პრანას(ენერგიის) შემომტანი ჩვენს ცნობიერებაში, მანტრას- რომელიც საშუალებას აძლევს გონებას განიწმინდოს და დაიმუხტოს ღვთაებრივი ვიბრაციით, გაკვეთილებზე გაეცნობით იოგურ ფილოსოფიას, ვედურ ტერმინებს სანსკრიტზე, საშუალება გექნებათ დასვათ ინდივიდუალური შეკითხვები და მიიღოთ პასუხები, რომელთა შინაარსი არ მთავრდება დარბაზში, არამედ მიგვყვება ცხოვრებაში და ეხება ჩვენს ყველა დეტალს - ძილს, ღვიძილს, კვებას, ურთიერთობას, მუშაობას და ა.შ.

იოგა ეს არის საჩუქარი, რომელიც ღვთაებრივმა ცნობიერებამ გადმოსცა ადამიანს, რათა ის დატკბეს სრული სიცოცხლით, სიცოცხლით კმაყოფილებაში და სისავსეში.
რასაც ვხედავთ თანამედროვე საზოგადოებაში, ეს არის დიდი ფსიქოლოგიური დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომლის მიზეზიცაა სიცოცხლის უღრმეს ასპექტებთან კავშირის გაწყვეტა.
ჩვენი პრაქტიკის მიზანია აღვადგინოთ კავშირი სიცოცხლის აბსოლიტურ საწყისთან, და ამის შედეგად ვიგრძნოთ სილაღე და სიმარტივე ცხოვრების, იღბალი, რომელიც მოდის ბუნების კანონების მხარდაჭერის განცდით , ავთენტურობა, სიმშვიდე, ბედნიერების ტალღები, სიკეთე და სიყვარული ყველაფრის მიმართ.
პრაქტიკამ, რომელსაც მე მივყვები, მიმიყვანა გონების და გულის ფუნქციების გახსნამდე. ჩვენ გვსურს დავტკბეთ ჩვენი გონებრივი პოტენციალის ზრდით, კოგნიტური უნარების გაუმჯობესებით, რომელიც ასაკთან ერთად წესით მცირდება, გვსურს დავტკბეთ მზარდი მკაფიო ინტელექტით, რომელიც ადვილად უმკლავდება ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად ჩვენ გვურს ჩვენი გული იყოს სავსე ერთგულებით, სიყვარულით, თანაგრძნობით, რათა ვიგრძნობ ის სიყვარული, რომელზეც ბევრი რელიგიები ამბობენ, რომ თვითონ ღმერთია. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ცხოვრება გონების და გულის სისრულეში. ეს არის ინტეგრალური ცხოვრება, ცხოვრება იოგაში.

He will tell about his practice himself:
Ancient Vedic tradition of masters gave us knowledge and technology about integrated way of life. Yoga is philosophy and practise of life in fullness and unity.

Yoga is precious gift that was given by divine consciousness to man, to enjoy full potential of life, life in fullfilment and fullness. What we see in modern society is great sense of unfullfiled life, and the couse of this is lost connection with the deepest aspects of life. The goal of our practise is to reestablish connection with absolute value of life and to experience effortlessness, simplicity, luck, support of the laws of nature, autencity, peace, waves of joy, kindness and love towards everythinh, as the result of this.

The practise I follow led me to opening my mind's and heart's potential. We want to enjoy increased mental abilities, developed cognitive functions, which usualy decreases as we get old. We want to enjoy increasing value of our clear intelligence, which deals with troubles of life easyly. At the same time we want our heart to be full of devotion, love, compassion, to feel the love that all religions are talking to be the God itself. We want to live in the fullness of mind and heart. Such life is integrated, such is life established in Yoga, such life is worth living.

In our Yoga classes you will learn : Yoga asanas- energetically well developed forms, breath- that brings Prana(energy) in our consciousness, Mantras- which clear our mind from negative tendencies and charges it with divine vibration. We learn philosophy of Yoga, Vedic terminology on Sanskrit. You can ask individual questions and recieve answers about different fields of life , such as- Sleep, wakefulness, diet, relationships, work and etc.
Namaste!