270744391_3065285690456773_3181052763288808557_n.jpg

ლუმოსში ახალგაზრდა იოგი, ნინი ღიბრაძე დაგვემატა💫
დინამიკური იოგა მიქსის კლასის გახსნა განსაკუთრებით მათ გაახარებს, ვისაც დატვირთული სამუშაო ან სასწავლო გრაფიკი აქვს და აქტიური ცხოვრებისთვის ფსიქიკური და ფიზიკური ძალის მომატება სურს🎉🤸‍♀️🤸‍♂️
ვარჯიშის სპეციფიკის შესახებ თავად ინსტრუქტორი მოგვითხრობს👇
ვარჯიში დაფუძნებულია ჰათჰა იოგაზე და შეიცავს აშთანგას, კუნდალინის და ვინიასას ელემენტებს. აქტიური და პასიური გაწელვები/მოძრაობები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ მთლიანი პროცესის განმავლობაში არ იგრძნო ფიზიკური დაღლა✨ პოზების პარალელურად ვიყენებთ სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს, რაც გეხმარება გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნაში👀👁

იოგას მეშვეობით თავიდან გაიცნობ საკუთარ სხეულს და ისწავლი, როგორ მოირგო ყველა მოძრაობა და პოზა ინდივიდუალურად, ისე რომ მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეძლო💥

კლასის ხანგრძლივობაა 1 საათი და მთავრდება "სუდარშან კრიათი" ან ერთ-ერთი პრანაიამით (სუნთქვითი ვარჯიშით), რის შემდეგაც ჰარმონიულად გადავდივართ შავასანაზე/რელაქსაციაზე- ვადუნებთ სხეულს, ვისვენებთ და იოგას ვარჯიშით მიღებულ ენერგიას ვანაწილებთ მთელ სხეულში🧜‍♀️🧜‍♂️

☝️ეს კლასი არის ყველასთვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი მოვარჯიშეებისათვის👯‍♂️👯‍♀️
იოგამ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ჰარმონია, სინათლე, სიფხიზლე. 🧨შემაყვარა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების რითმი✨სწორედ ამ ყველაფრის გაზიარებაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ასევე დიდი ცვლილებები მოახდინა სუნთქვითმა ვარჯიშებმა, რომლებსაც უკვე თავად ვატარებ და ვასწავლი, როგორ გათავისუფლდნენ სტრესისგან, ძველი პროგრამებისა და ბლოკებისგან🌋


This class is for everyone - beginners and experienced practitioners.
My approach merges modified Hatha with Kundalini and Vinyasa, including various breathing and meditation techniques.
Utilizing these different techniques, you’ll be able to get to know your body and learn how to use it in the most efficient way.
We finish the class with final resting pose, letting the energy to flow evenly, which might feel as a "cherry on top."

My mission is to educate and inspire, help you to unlock your hidden potential and thrive in life.
My deepest wish for you is that throughout our practice together, you gain the tools and the time you need to feel better physically, and to become more happier, healthier, and relaxed.