DSC06306.JPG

გიორგი . giorgi 

თუ ოდესმე მოგისმენიათ მისი ხმა და შეგიგრძვნიათ მისი თერაპიული ეფექტი, მაშინ მიხვდებით, რომ სწორედ იოგას სტუდია უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მისი პირველი სასწავლო კლასი გაიხსნებოდა

ნუ შეშინდებით - დიდჯირიდუ არ მოითხოვს არც ნოტების სწავლას და არც სოლფეჯიო უნდა გქონდეს დამთავრებული.
დიდჯირიდუს ბაზისი მარტივია სასწავლებლად და წინსვლაც მალევეა შესაძლებელი.
პრაქტიკის მომდევნო ეტაპზე კი შესაძლებელია ურთულესი ავსტრალიურ-აბორიგენული და თანამედროვე რიტმული კომპოზიციებისა და ტექნიკების შესრულება.
დიდჯიზე დაკვრა:

*ეხმარება სხეულს მოდუნებაში და ემოციური ბლოკების მოხსნაში
*ცნობიერება გადაჰყავს ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში
*აძლიერებს ფილტვებს და მთელ რესპირატორულ სისტემას
*ამშვიდებს და სტრესისგან
ათავისუფლებს გონებას
*დიაფრაგმული სუნთქვა ასტიმულირებს და ამასაჟებს შინაგან ორგანოებს
*ააქტიურებს ენერგეტიკულ არხებს

პრაქტიკისას თქვენ შეისწავლით:

პირველი ეტაპი
*დრონი
*ხმოვნები და თანხმოვნები *ტუჩების, ლოყების, ყბის, ყელის და დიაფრაგმის პოზიციები
*ვოკალიზაცია
*ცირკულარული სუნთქვა

მეორე ეტაპი
*უწყვეტი დრონი
*ცირკულარული სუნთქვის სახეობები
*პირველი რიტმული მონახაზები
*წრიული ფრაზები

მესამე ეტაპი
*საყვირის ეფექტი(მყარი ტუჩი)
*ცირკულარული სუნთქვა მყარ ტუჩზე
*საშუალო სირთულის რიტმული ფრაზები
*პრე დრონი

მეოთხე ეტაპი

*სწაფი შესრულების ტექნიკა
*კლასიკური და თანამედროვე შესრულების ტექნიკები და თავისებურებები
*სხვადასხვა ეფექტები და იმპროვიზაცია
ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაში სტუდია თვითონ უზრუნველყოფს მას ბამბუკის დიდჯირიდუთი, რომელიც იდეალურია დამწყებებისთვის და რომელსაც თვითონ მასწავლებელი ამზადებს.

Ღია გაკვეთილზე გიორგი ახლოდან გაგვაცნობს ამ ჯადოსნურ ინსტუმენტს. Მოგვასმენინებს იმ ტექნიკებს, რომლებსაც პრაქტიკის დროს გავივლით. შემდეგ კი ერთად შევეცდებით გადავდგათ პირველი ნაბიჯი.
Ღია გაკვეთილის დასასრულს გიორგი დიდჯით წაგვიძღვება ბგერითი თერაპიით ზღაპრულ მოგზაურობაში

რეგულარული გაკვეთილები ტარდება :

ყოველ კვირას
17:00 - 18:00

პრაქტიკის ღირებულებაა:
1 გაკვეთილი - 20 ლარი
4 გაკვეთილი - 85 ლარი