Hatha Yoga Mixჰათჰა იოგა მიქსი

რა გელოდებათ თემოსთან იოგაზე? ეს არავინ იცის. რა თქმა უნდა, პრაქტიკის საფუძველი აშთანგა და ვინიასა იოგაა, მაგრამ რით შეივსება ეს კარკასი, წინასწარ არავინ უწყის, თავად თემომაც კი. ამ საწყისის შევსება ხდება სპონტანურად და გაუთვალისწინებლად, სხვადასხვა პოზებისა და სუნთქვის ტექნიკების გამოყენებით, აგრეთვე იოგას სხვადასხვა სკოლების პრაქტიკებით. ზოგჯერ (იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება) აშთანგა ვინიასას კარკასიც კი სადღაც ქრება და მის ადგილას რაღაც სრულიად ახალი, მოულოდნელი და უცნაური ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ბოლოს გელოდებათ ღრმა მოდუნება - სიზმრის მსგავსი მდგომარეობა, როცა სხეულს სძინავს, მაგრამ ცნობიერება ფხიზლობს - შავასანა. დამწყებთათვის პრინციპი იგივეა, უბრალოდ ინტენსივობაა ნაკლები. ამ კლასში გელით მეტი მოდუნებითი პრაქტიკა ზედმეტი სტრესის გარეშე.

თემომ იოგას პირადი პრაქტიკა 2002 წლიდან, ჰათჰა იოგით დაიწყო და 2007 წლიდან თვითონ გახდა მასწავლებელი. ჰათჰა იოგას შემდეგ გაიცნო კუნდალინი იოგა, იოგი ბჰაჯანის სკოლის მიხედვით. მის ვარჯიშებს ასევე აქვს თრიჰენდრა ბრაჰმაჩარიის სკოლის გავლენა. მოსკოვში გაიარა teacher's training კურსი კუნდალინი და აშტანგა ვინიასა იოგაში. ინდოეთში სწავლობდა ჰათჰა იოგას ცნობილ იოგთან ვიჯეი ომართან. ის ასევე არის ReiKiს მასტერი. (ენერგეტიკული მკურნალობა) 

 

What to expect from Temo’s yoga class? Nobody knows. Obviously, the basis of the practice is Ashtanga and Vinyasa yoga, but nobody knows what will fill this carcas - not even Temo himself - it happens spontaneously, using positions and breathing techniques from various yoga school practices. What we know for sure is that it will be meaningful and relaxing.

Temo started his personal yoga practice with hatha yoga in 2002 and since 2007 has become a teacher himself. Besides hatha yoga Temo studied Kundalini yoga according to Yogi Bhajjani school. His exercises al so have the influence of Trihandra Brahmacharya’s school. He attended the teacher’s training course in Ashtanga and Kundalini yoga in Moscow. While in India he studied with Hatha Yoga’s famous yog Vige Omar. He is also Reiki’s master (energy treatments).

+995 322 24 30 20

©2018 by Lumos • ლუმოს