
დინამიკური იოგა / Dynamic Yoga
Ge*Eng
ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი
Monday / Wednesday / Friday
9:00 - 10:00
თამთას დინამიკური იოგას პრაქტიკაში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს კლასიკური ჰათჰა იოგას ასანები და აშთანგა ვინიასას ელემენტები
კლასი ორიენტირებულია სხეულის ელასტიურობის მომატებასა და მისი კუნთოვანი სისტემის თანაბარ და სწორ განვითარებაზე.
კლასი არის დინამიკური. ინსტრუქტორი გაკვეთილის დინამიკასა და ხასიათს ადგენს არა განსაზღვრულ ასანათა სავალდებულო შესრულებებით, არამედ კლასში არსებული ფიზიკური მომზადების დონითა და დღის ემოციური და ენერგეტიკული მუხტის გათვალისწინებით
პრაქტიკა არის ყველასთვის - როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის
იოგა და მედიტაცია ჩემს ცხოვრებაში პირველად 7 წლის წინ შემოვიდა, რამდენიმე კლასის გავლის შემდეგ მკაფიოდ ვხედავდი განსხვავებას - სხეული რამდენად უკეთ გრძნობდა თავს ასანების შემდეგ. ეს გავდა შენს ერთადერთ სამყოფელში, სხეულში რაღაც ახალი კომფორტული მდგომარეობი მოძებნას. თანდათან ჩნდებოდა რეგულარული პრაქტიკის მნიშვნელობაც. რამდენიმე წლის ინდივიდუალური პრაქტიკის შემდეგ დავიწყე გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სამედიტაციო თუ იოგას კლასებში.
თითოეულ ჩვენგანს აქვს პირადი გამოცდილებების ნაკრები, საკუთარი ხასიათი, რიტმი და სტილი. იოგა დღემდე რჩება ჩემთვის სხვადასხვა დეტალების კვლევისა და აღმოჩენის სფეროდ. მისცე ადამიანებს შენი და მიიღო მათგან რაღაც ახალი ხედვა, ახალი მიდგომა.
Tamta’s dynamic yoga practice harmoniously brings together classic asanas and elements of Ashtanga Vinyasa. Class is aimed at increasing the body flexibility and equal development of the muscle system.
The dynamics and mood in the class is set not by instructing the certain asanas but by the overall level of the group's physical state and the energy in the room. Practice is for everyone - beginners and experienced practitioners.
“Yoga and meditation first came into my life 7 years ago, I could clearly see and feel the difference after a few classes - my body felt much better after asanas. It was about finding a completely new comfortable state in your own self.
The importance of everyday practice eventually emerged and after a few years of individual classes I started to share my experience in various yoga and meditation classes. Everyone has their own collection of unique experiences, their own rhythm and style.
Up to day, Yoga remains the way to explore and discover various details, to share with people and get novel views from them.