

ექსკურსია ატენის ხეობაში
ლუმოსის კომუნა
19 აპრილი - 2026 წ.
ლაშქართუხუცესთა მადლითა და სოფოს დახმარ ებით, გვაქვს პატივი, ამჯერად ვეწვიოთ ატენის ხეობას.
გიზიარებთ დეტალებს:
გაშრიალება გვექნება 5 აპრილს, კვირას. გასვლა 09:00 საათზე ლუმოსიდან.
მისამართი: საირმის ქ. 71 (გოძიაშვილის პარკის უკანა მხარეს).
ტრანსპორტირება:
დაპლიუსებისას კომენტარებში მიუთითეთ, მანქანით ხართ თუ უმანქანოდ. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, დაგვჭირდება თუ არა ტრანსპორტის ქირაობა.
საფეხმავლო ექსკურსია დაიწყება ატენის სიონიდან. დათვალიერებას და ადგილის შემოვლას დასჭირდება დაახლოებით ერთი საათი, ამინდის გათვალისწინებით. შაბათ-კვირას წირვებიც ტარდება ხოლმე. შემდეგ მოვინახულებთ ბიისის ჩანჩქერს, მიმდებარედ შეგვიძლია პიკნიკიც მოვაწყოთ.
ტრადიციულად, ფასობს ჩვენი გულითა და ხელით მომზადებული საკვები.
საჟრიამულოდ ინსტრუმენტებიც და სხვა გასართობებიც წამოასეირნეთ.
ბილიკი მარტივია, ამიტომ ბავშვებიც თამამად შეგიძლიათ წამოიყვანოთ.
ჯგუფში, პოსტის კომენტარებში ნომერსაც თუ მიუთითებთ, WhatsApp-ში ჩატს შევქმნი - ორგანიზებაში დაგვეხმარება.
