
Discount
Additional information

სიცოცხლის მარცვალი - თემო ბესელიას საავტორო პროგრამა
თემო ბესელია
23-26 მაისი
ყველა ვხედავთ ლოტუსის სილამაზეს - თეთრ ყვავილს, რომელზეც წყლის წვეთებიც კი არ ჩერდება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ფესვები ტალახსა და მიწაშია. ადამიანიც ასეა. ის, რასაც ზედაპირზე ვაჩვენებთ, მხოლოდ ყვავილია. ჩვენი ნამდვილი სიღრმე კი იქაა, სადაც ხშირად ჩახედვაც არ გვინდა. როცა ამ სიღრმეს ვშორდებით, ვემსგავსებით მოწყვეტილ ყვავილს - ვიფიტებით და მსუბუქი ნიავიც კი გვარყევს. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა ეს პროგრამა. 20 წელია, ვაგროვებ ამ ტექნიკებს - ოშოს მედიტაციები, ტანტრა, იაპონური მეთოდები... ყველაფერი, რაც გამოვცადე საკუთარ თავზე და დანამდვილებით ვიცი, რომ ეფექტურია. ამ კურსის მიზანია, „ჩავყვინთოთ“ ამ მღვრიე წყალში, დავუბრუნდეთ ფესვებს და აღვადგინოთ მთლიანობა.
ჩვენ გავივლით გზას დაბადებიდან დღემდე - მათ შორის, მუცლადყოფნის პერიოდს, ბავშვობას და ყველა იმ ადგილს, სადაც ეს კავშირი დაირღვა. ჩემთვის ეს უბრალოდ კურსი არაა - ალქიმიური პროცესია, სადაც ტალახიდან ხელახლა ვიბადებით, რომ ბოლომდე გავიფურჩქნოთ. მოდი, ერთად ვიპოვოთ შენი შინაგანი რესურსი.

