წარმოგიდგენთ ახალ კურსს, რომელსაც გაუძღვება იოგას ინსტრუქტორი ჯენისი.
ხერხემლისათვის იოგას კურსის ხანგრძლივობაა ერთ თვე: 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.
ვარჯიშები ჩატარდება: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00-20:00 საათზე.
კურსის ღირებულებაა: 220 ლარი
კურსის შესახებ თავად ჯენისი მოგვიყვება:
„ჩემთვის იოგა ერთია, რომელ ფორმასა და სისტემაშიც არ უნდა მოვაქციოთ ის, მაგრამ ხშირად ფიზიკური ვარჯიშისთვის მიმართულების მიცემა
სარგებლიანი და მომგებიანია.
იოგა ხერხემლისთვის ასანათა ისეთი წყებაა, რომელიც გულისხმობს ზურგის კუნთების გაძლიერებასა და ხერხემლისა და მენჯის სარტყლის დამუშავებას.
ყოველდღიურობაში უამრავ ადამიანს სხეულებრივად გამოუცდია დისკომფორტის შეგრძნება ან, თუნდაც, მსუბუქი ტრავმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაცნობიერება და მართვა, საკუთარი სხეულის დაკვირვების უნარის განვითარება.
იოგა ხერხემლისთვის განკუთვნილია მათთვის, ვისაც მჯდომარე რეჟიმი და მოდუნებული კუნთოვანი სისტემა აქვს ან სტრესულ პირობებში მუდმივ დაძაბულობასა და სხეულებრივ დაჭიმულობას გრძნობს, რაც აისახება ხერხემლის მიდამოებში ტკივილისა და დისკომფორტის სახით.
ასანებისგან მიღებული ენერგია ხშირად შვებისმომგვრელი და თერაპიულია.“
ცნობილი ტრავმების ან ტკივილის აქტიური ფაზის შემთხვევაში წინასწარ გაესაუბრეთ ინსტრუქტორს.
We present you with a new course at Lumos, led by yoga instructor Janice.
The duration of the yoga course for the spine is one month, from September 30 to October 30
Classes will be held on Mondays, Wednesdays, and Fridays from 19:00 to 20:00
The course fee is 220 GEL
Janice will tell us about the course:
"For me, yoga is one, no matter what form or system we place it into, but often giving direction to physical exercise is useful and beneficial.
Yoga for the spine is a set of asanas aimed at strengthening the back muscles and working on the spine and pelvic girdle. Many people experience physical discomfort or even minor injuries in their daily lives. Therefore, it is important to become aware of this process and manage it, developing the ability to observe your own body.
Yoga for the spine is designed for those who have a sedentary lifestyle and relaxed muscular system or who constantly feel tension and physical strain under stressful conditions, manifesting as pain and discomfort in the spine area.
The energy gained from the asanas is often relieving and therapeutic."
In case of known injuries or during an active phase of pain, please consult the instructor in advance.