top of page
45.jpg

იოგური დინება / Yogic Flow

შივო * Shivo

Ge*Eng*Rus

Morning / დილა

ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი

Monday / Wednesday / Friday

8.00 - 10.00

იოგა ინდივიდუალური მიდგომით/ Yoga Individual Approach

Evening / საღამო 

ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი

Monday / Wednesday / Friday

19.00 - 21.00

შივო იოგას მასწავლებელი და ასტროლოგია. ის გარდა ლუმოსში სწავლებისა დიდ დროს უთმობს, სხვადასხვა აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და მისტიკური სკოლების შესწავლას და იოგური ცხოვრების საქართველოში პოპულარიზაციას. შივოს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა შემეცნებით სატელევიზიო გადაცემებსა და პოდკასტებში.

 

იუთუბ არხი :

იოგა ყველას- Youtube.

Urban Gurus- Youtube

 

პრაქტიკის შესახებ თავად შივო მოგვითხრობს: 

გაკვეთილი მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკის ბევრ ელემენტს, სხვადასხვაგვარი მიდგომებით.

 

ჩვენ ვაკეთებთ კლასიკურ იოგა ასანებს ,რომელთა შესრულების სტილი იცვლება გარკვეული პერიოდულობით. მიდგომა დაფუძნებულია ენერგეტიკულ ანუ შინაგან სტილზე. ყურადღებას ვუთმობთ მედიტაციას, მედიტაციურ თერაპიებსაც, სუნთქვასაც. ასევე დროის გარკვეული ნაწილი ეთმობა ციგუნის მოძრაობებს, რომელსაც იოგას პრაქტიკა საერთოდ სხვა ხარისხში გადაჰყავს. პერიოდულად ვსაუბრობთ და ვარჩევთ იმ შეკითხვებს რომელიც დროთა განმავლობაში ჯგუფის წევრებს უჩნდებათ. მუშაობის პროცესი იმდენად ცოცხალია, რომ ყოველ თვე ჩვენს პრაქტიკებს ემატება ახალი ელემენტები და სცილდება ძველი, ცვლილებები გამოწვეულია იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება დრო ჩვენს გარშემო. გაკვეთილზე დასწრება შეუძლია პრაქტიკულად ყველა ასაკის ადამიანს.

საღამო:

ინდივიდუალური მიდგომა იოგაში გულისხმობს მოსწავლის თავისუფლებას ინსტრუქტორის მეთვალყურეობის პირობებში.

 ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ სხეულს და დაიწყო მისი მოსმენა და გაგება.

 ასეთი ვარჯიშის მიზანია, ადამიანმა მეტად იმუშაოს საკუთარ თავზე, მოახდინოს კონცენტრაცია ინდივიდუალურ მიზანზე, გაიგოს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო და თავადვე შეიმუშაოს მისაღები პრაქტიკა. რასაკვირველია, პროცესში მუდამ ჩართულია ინსტრუქტორი და მასთან კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 ასეთი ტიპის კლასში ყველანაირი ფიზიკური მზაობის ადამიანს შეუძლია ვარჯიში. მეტიც, ეს მეთოდი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფიზიკური მოცემულობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. იქნება ეს ხერხემლის პათოლოგიები, ჭარბი წონა თუ სხვა

პრაქტიკის სპეციფიკის შესახებ თავად მასწავლებელი გვიამბობს: 

 '' ინდივიდუალიზირებული იოგა
თავუსუფალი პრაქტიკაა, ჯგუფური ვარჯიშის დროს ინდივიდუალური მიდგომა მორგებულია მოვარჯიშის ფიზიკურ მდგომარეობაზე.


მიუხედავად ჯგუფური ვარჯიშისა, ყველა ინდივიდს მათი ფიზიკური მოცემულობების გათვალისწინებით ინსტრუქტორი ინდივიდუალურად ავარჯიშებს. ამავდროულად მოვარჯიშე სწავლობს და ამუშავებს საკუთარ სხეულზე მორგებული ასანების სერიებს, რომ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ ვარჯიში.

 ინსტრუქტორი თვალყურს ადევნებს და იძლევა მითითებებს ასანების სწორად შესასრულებლად. მოვარჯიშეები სწავლობენ საკუთარ სხეულის მოსმენას და მასზე მორგებული სწორი სავარჯიშო პროგრამის .შემუშავებას, დროში და ვარჯიშის რიტმში თავისუფლება იძლევა საშუალებას მოვარჯიშემ უვნებლად და ხარისხიანად დაამუშაოს ასანები. მეტად შეიცნოს საკუთარი სხეული

Classes cover the elements from various practices with different approaches. 

We’re doing classic yoga asanas, which are changing periodically. The approach is based on energy(inner) style. We focus on meditation, meditation therapies, breathing. Part of the classes is taken by Qi Gong movements, which takes the yoga practice to a whole new level. In between we talk and discuss those questions which may arise during the practice. The work process is live and new elements replace the older ones each month. There’s no age restriction. 

Shivo is a yoga teacher and astrologist. Apart from teaching in Lumos Shivo explores various eastern and western philosophical, psychological and mystical teachings, and promotes yoga life in Georgia. He’s often invited to various podcasts and TV shows. 

იოგა ყველას- Youtube.

Urban Gurus- Youtube

Evening Class / Yoga Individual Approach

Why did we decide to have evening classes for ‘Yoga with Individual Approach’?

In classes like this people with any physical readiness can exercise and enjoy the practice. Moreover, this method is best for those whose physical health or readiness needs to be considered - it can be age or spine pathologies, obesity, pregnancy, etc. 

Besides: 

Unlike the group exercise, these classes give more opportunity to work on oneself, concentrate on individual goals, understand what’s best  - individually and work on customized programs. 

The instructor is obviously involved all along. 

bottom of page