top of page
image00022.jpeg

ირინა * Irina

Ge/Eng/Rus

Morning / დილა

ჰათჰა იოგა / Hatha Yoga 

ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი

Monday /Wednesday / Friday

10:00 -11:00

Evening / საღამო

Vinyasa Yoga Mix  .  ვინიასა იოგა მიქს

სამშაბათი / ხუთშაბათი

Tuesday / Thursday

20:15 - 21:30

შაბათი / Saturday

11:00 - 12:30

ჩვენი დილის იოგა იწყება სუნთქვითი პრაქტიკით, რაც გვეხმარება კონცეტრაციაში და გვამზადებს ასანების შესასრულებლად. ასანების უმეტესობა მიმართულია ორგანიზმის გამოღვიძებასა და ხერხემლის გაჯანსაღებისკენ. პოზებს ვასრულებთ სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, კომფორტულ, ნელ ტემპში სუნთქაზე და შეგრძნებებზე ყურადღების გამახვილებით. დილის იოგაზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, რადგანაც პრაქტიკა არის მაქსიმალურად მსუბუქი და უსაფრთხო. ვარჯიშის ბოლოს მივმართავთ რელაქსაციას, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და შავასანის მერე, კლასს ვტივებთ სიმსუბუქის და განახლების განცდით.

ვინიასა იოგა მიქსი, არის იოგას სხვადასხვა მიმდინარეობის ნაზავი. მიუხედავად იმისა რომ იოგას ყველა სახეობის საფუძველი ჰათჰა იოგაა, მოგეხსენებათ ასანების თანმიმდევრობის, დინამიკის, სუნთქვის ტექნიკის და ა.შ. მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე მიმდინარეობა. ჩვენი კლასი იწყება შედარებით მსუბუქი და ნაკლებად დინამიკური ჰათჰა იოგას ელემნტებით, შემდეგ ტემპი მატულობს და გადავდივართ დინამიკურ ვინიასა იოგაზე, რომლის დროსაც ერთი მოძრაობა ტალღისებურად გადადის მეორეში. ვარჯიშის შედარებით რთული კულმინაციის მერე გადავალთ კვლავ ნელ ტემპზე და ვასრულებთ რე ლაქსაციით. ეს პრაქტიკა საჭიროებს მცირედ მომზადებას, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის მერე დამწყებიც აუღებს ალღოს. კლასის მიზანი არის მეტად ამტანი და ძლიერი სხეულის ჩამოყალიბება, შრომისუნარიანობის და პროდუქტიულიბის ამაღლება, სხეულის წონის და ფორმების კორექცია, ისე რომ პრაქტიკოსს დამატებით არ დასიჭირდეს დარბაზში სიარული. ძალისმიერი პოზები შეგვმატებს გამძლეობას და სტერსისადმი მდგრადობას. პრაქტიკოსისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა რთული პოზების შესრულება -ხელებზე, თავზე დგომა და ა.შ..

 

 

 

ჩემთვის იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და რაიმე რთული ასანების შესრულება, ის არის გამძლეობის და უშრეტი ენერგიის წყარო, რომელიც გვეხმარება სტრესის და სხვადასხვა რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში.


როგორც ინსტრუქტორი მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული პრაქტიკოსების წინსვლაზე. 15 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პროგრამის ზუსტად შერჩევაში მეხმარება. მიმუშავია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებთან და თავადაც კი გავვოცებულვარ იმით, თუ რა შეუძლია იოგას







To me Yoga is not just physical exercise and completing difficult Asanas, it is the constant source of energy and resilience, which helps to overcome stress and various obstacles in life.


As an instructor I'm mostly focused on participants’ progress. My 15 years of experience helps to customize the programs for them. I’ve worked with people with severe health problems and have been astonished as to how healing Yoga can be.

 

bottom of page