დათუნა | Lumos • ლუმოს
top of page
dtn.jpg

დათუნა * დათუნა

ჰათჰა იოგა * Hatha Yoga

Ge*Rus

ორშაბათი /  ოთხშაბათი / პარასკევი         

Monday / Wednesday / Friday               

11:30 - 12:30

დათუნა ლუმოსის ინსტრუქტორია 2017 წლიდან, იოგის 9 წლიანი გამოცდილებით. მისი მთავარი მიმართულებებია ჰათჰა იოგა და იოგა ინდივიდუალური მიდგომით.

პრაქტიკების შესახებ ის თავად მოგვითხრობს:

იოგას ასანები დაგვეხმარება ხერხემლის კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის გასწორება-გამყარებაში, რის შედეგადაც შევინარჩუნებთ გამართულ სხეულს და ჯანმრთელ ორგანიზმს.

 ვარჯიში მოიცავს:
კლასიკური ჰათჰა-იოგას ასანებს (პოზებს)
სარელაქსაციო ტექნიკებს
სუნთქვას
კვებით რეკომენდაციებს

 უმჯობესდება:
ცენტრალური ნერვული სისტემა
სტიმულირდება გადამამუშავებელი სისტემა
მეტაბოლიზმი
მცირდება ქოლესტერინის მაჩვენებელი
ძლიერდება იმუნური სისტემა
რეგულირდება წნევა
მოქნილობა
ძილის რეჟიმი

სისტემატიური ვარჯიშს მოაქვს ფსიქოლოგიური სიმშვიდე, შედეგად კლებულობს დაღლილობა, მატულობს ენერგია, საკუთარ თავზე დაკვირვების უნარი და ცხოვრების ხალისი.




 



What 9 years of practice has taught me is that it is essential to love physical activity and make it part of routine. Only regular exercise will have improving effects both mentally and physically.

*It is possible to gain bone and muscle mass with exercise which prevents aging complications of musco-skeletal system.
*Yoga practice improves cardio-vascular system and reduces risk of heart disease.
*physical and breathing exercises decrease stress and anxiety.

It is vital to recognize the importance of practice to improve the body functions.
I have witnessed Yoga aiding people, this is why classes are focused on discipline and concept of physical activity.
It is important to remember that Asanas are for everyone and it is possible to tailor them for participants with different levels of physical



 
                                                                                      იოგა ინდივიდუალური მიდგომით *

Yoga Individual approach

  სამშაბათი / ხუთშაბათი 

Tuesday / Thursday

9:00 - 10:30

 ინდივიდუალური მიდგომა იოგაში გულისხმობს მოსწავლის თავისუფლებას ინსტრუქტორის მეთვალყურეობის პირობებში.

 ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ სხეულს და დაიწყო მისი მოსმენა და გაგება.

 ასეთი ვარჯიშის მიზანია, ადამიანმა მეტად იმუშაოს საკუთარ თავზე, მოახდინოს კონცენტრაცია ინდივიდუალურ მიზანზე, გაიგოს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო და თავადვე შეიმუშაოს მისაღები პრაქტიკა. რასაკვირველია, პროცესში მუდამ ჩართულია ინსტრუქტორი და მასთან კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 ასეთი ტიპის კლასში ყველანაირი ფიზიკური მზაობის ადამიანს შეუძლია ვარჯიში. მეტიც, ეს მეთოდი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფიზიკური მოცემულობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. იქნება ეს ხერხემლის პათოლოგიები, ჭარბი წონა თუ სხვა

პრაქტიკის სპეციფიკის შესახებ თავად მასწავლებელი გვიამბობს: 

 '' ინდივიდუალიზირებული იოგა
თავუსუფალი პრაქტიკაა, ჯგუფური ვარჯიშის დროს ინდივიდუალური მიდგომა მორგებულია მოვარჯიშის ფიზიკურ მდგომარეობაზე.
მიუხედავად ჯგუფური ვარჯიშისა, ყველა ინდივიდს მათი ფიზიკური მოცემულობების გათვალისწინებით ინსტრუქტორი ინდივიდუალურად ავარჯიშებს. ამავდროულად მოვარჯიშე სწავლობს და ამუშავებს საკუთარ სხეულზე მორგებული ასანების სერიებს, რომ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ ვარჯიში.

 ინსტრუქტორი თვალყურს ადევნებს და იძლევა მითითებებს ასანების სწორად შესასრულებლად. მოვარჯიშეები სწავლობენ საკუთარ სხეულის მოსმენას და მასზე მორგებული სწორი სავარჯიშო პროგრამის .შემუშავებას, დროში და ვარჯიშის რიტმში თავისუფლება იძლევა საშუალებას მოვარჯიშემ უვნებლად და ხარისხიანად დაამუშაოს ასანები. მეტად შეიცნოს საკუთარი სხეული.

  

 

Why did we decide to have morning  classes for ‘Yoga with Individual Approach’?

In classes like this people with any physical readiness can exercise and enjoy the practice. Moreover, this method is best for those whose physical health or readiness needs to be considered - it can be age or spine pathologies, obesity, pregnancy, etc. 

Besides: 

Unlike the group exercise, these classes give more opportunity to work on oneself, concentrate on individual goals, understand what’s best  - individually and work on customized programs. 

The instructor is obviously involved all along preparedness.

 

bottom of page