
ჯენისი . Janis
Ge* Eng
Hatha Yoga * ჰათჰა იოგა
ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი
Monday/Wednesday /Friday
11.30 -12.30
Vinyasa Yoga * ვინიასა იოგა
სამშაბათი / ხუთშაბათი
19.00 -20:15
ჯენისი იოგას 10 წლიანი გამოცდილებით ლუმოსს 2017 წელს შემოუერთდა. მის პრაქტიკაში შევხვდებით ჰათჰას, დინამიური და თერაპიული იოგას საფუძვლებს. ჯენისის კლასებში გაერთიანებულია როგორც ჯგუფური, ასევე - ინდივიდუალური მიდგომა. მისი პრაქტიკა თავდაპირველად იოგას ქართულ სკოლებს ეფუძნება. გავლილი აქვს საერთაშორისო კურსი მეთ ჯორდანოსთან, იოგას თერაპიული კურსი საიმონ ბორგ ოლივიერთან, მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ვორქშოფებსა და პრაქტიკებს.
* ჰათჰა იოგას კლასში ვარჯიში შეუძლია ყველას - დამწყებ თუ გამოცდილ მოვარჯიშეებს. ესაა ჯგუფი მათთვის, ვისაც იზიდავს სიმშვიდე, დაკვირვების მეტი შესაძლებლობა და სურს ნელი ტემპით იაროს წინ. ამ კლასში მეტ-ნაკლებად შევხვდებით ელემენტებს იოგას სხვადასხვა მიმდინარეობიდან. დილია ვარჯიში შესანიშნავია დღის მომდევნო პერიოდში სხეულებრივი მხნეობისა და განწყობის ასამაღლებლად.
* ვინიასა იოგას კლასი შედარებით გამოცდილი მოვარჯიშეებისთვისაა განკუთვნილი. საღამოს დინამიური მოძრაობა იდეალურია მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და უძრავად ყოფნა უწევს. ესაა სხეულებრივი გამოღვიძება, დღის პერიოდში დაგროვილი სტრესისგან დაცლა და მსუბუქი მოდუნება ღამისთვის. ზოგადად იოგას ვარჯიშით შესაძლებელია ძვლოვანი და კუნთოვანი მასის მომატება, რაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ასაკობრივი გართულებებისგან თავდაცვის საშუალებას იძლევა. იოგას პრაქტიკა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშებით შესაძლებელია სტრესისა და შფოთვის შემცირება. შედეგისთვის აუცილებელია რეგულარული პრაქტიკა.
Janis joined Lumo Yoga Studio with her 10 year experience in 2017. Her practice includes Hatha, dynamic and therapeutic yoga basics. She covers both group and individual approach, her practice is based on initial Georgian Yoga schools. She has completed an international course with Math Jordan, also various workshops and practices.
* Hatha yoga class can be joined by anyone - beginners or experienced yoga practitioners. This is the group for those who opt for peacefulness and observation and prefer to proceed slowly. The class features elements from various yoga types. Morning exercise is a brilliant way to start a day with energy and keep the mood through the day.
* Vinyasa Yoga is for more experienced practitioners. Evening dynamic movements are ideal for those who lead sedentary lifestyle and can’t move during the day. This is body awakening, getting rid of the stress accumulated through the day and relaxation for the night. Yoga exercises can increase bone and muscle mass, which protects from aging associated complications in the musculoskeletal system. Practicing yoga also improves the cardiovascular system and decreases risk of heart diseases. Physical and breathing exercises help with stress and anxiety. However, consistent practice is essential to see the results.