joeDiespenza | Lumos • ლუმოს
top of page
2.jpg

 

კვირას, 5 თებერვალს, ლუმოსში ნეიროფსიქოლოგი, კაიკონას დამფუძნებელი  ნინო მარგველაშვილი გაგვიზიარებს მედიტაციის თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მასწავლებლის, დრ. ჯო დისპენზას სწავლებებს საკუთარი გამოცდილებით.

 

ჯო დისპენზა - მკვლევარი, ლექტორი, ავტორი და კორპორატიული კონსულტანტი. მას აქვს ტრენინგები გავლილი ნეირომეცნიერებისა და ნეიროპლასტიურობის, რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამის საზომების (QEEG), ეპიგენეტიკის, გონების სხეულის მედიცინისა და თავისა და ტვინის შეკავშირების სფეროებში.

 

მისი მთავარი ინტერესია, მისტიკურს და უჩვეულოს მოჰფინოს სიცხადე, რათა ადამიანებს წვდომა ქონდეთ  ყველა იმ ინსტრუმენტზე, რაც მათ  ცხოვრებაში გაზომვად ცვლილებებს მიაღებინებს. . შეხვედრა აგებული იქნება დრ. ჯო დისპენზას სწავლებებზე. ნინო აგვიხსნის მისი მედიტაციების საწყის ალგორითმს.

ნინოს 2021 წლის ოქტომბერში შესაძლებლობა ჰქონდა პირადად მოესმინა დრ. ჯო დისპენზასთვის. 6 დღის განმავლობაში ის ინტენსიურად მედიტირებდა თემთან ერთად და საოცარი ცვლილებების მომსწრე გახდა.

ნინო გვიამბობს პირად გამოცდილებაზე და იმ მთავარ ალგორითმზე რითიც ჯო დისპენზა ხელმძღვანელობს, რათა ადამიანები გათავისუფლდნენ წარსული შეზღუდვებიდან და ენერგია უჩვეულოს, მისტიკურის და ზებუნებრივის კეთებისკენ წაიღონ

პრაქტიკულ ლექციაზე დასწრების საფასური: დონაცია

bottom of page