top of page

ჰელინგერის სისტემური განლაგება ლუმოსში

 

 22, 23, 24 აპრილი
მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი
ღირებულება: რეპრეზენტატორი 120$
კლიენტი 200$


 

ტრენერი - მოქშა ფეიქარი

სემინარის სავარჯიშოების ზოგადი ჩამონათვალი

1. მედიტაცია დედაზე 2. ფურცლების ღუზა (დედის თემაზე)

3. კუნძულები (მუშაობა ჯგუფებში აქტუალურ საკითხზე) 4. ლატიჰანი

5. სავარჯიშო საზღვრებზე 6. ატიშას მედიტაცია

7. ჩამწკრივება (მე აქ შენზე ადრე ვიყავი) 8. Check in - სპონტანური სიტყვა მონაწილეთაგან

9. მედიტაცია ნამასტე 10. წინაპრების ხაზი

11. უკან-უკან სვლა 12. კუნდალინი

13. ცეკვა 14. ნელესი სიცოცხლის ხე

15. ნელესის ურთიერთობების დინამიკა 16. ტეტრალემა (გადაწყვეტილებების მიღება)

17. სამკუთხედი (ცნობიერება, სიყვარული, ქმედება) რეზერვში ასევე განიხილება: დაფარული განლაგება, ევა მადელუნგის ნევრო იმაგინატორული გეშტალტი,

ედვარდ დე ბონოს ექვსი ქუდი, შულც ფონ ტუნის შინაგანი ორგანიზაცია)

 

ოჯახური განლაგების შესახებ

სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდოლოგია შექმნილი იქნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ, ვინც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კურნავდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, როგორც ოჯახის განკუთვნადობის გზას, არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებებიც.

#ბერტჰელინგერი

განლაგების მეთოდი ახლა უკვე ფართოდ გამოიყენება ბევრი სხვადასხვა ჰუმანური სამუშაოების დარგებშიც. როგორებიც არის მაგალითად თერაპიული ინსტიტუციები და ფსიქოლოგიურ კლინიკები. თუმცა ეს სამუშაო გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თერაპევტული მეთოდი, რომელიც შეიძლება ჩაინიშნოს და ზოგად წესებად მომხმარებლის ინსტრუქციების სახით გადაიცეს.

ადრინდელად კათოლიკი მღვდელი ჰელინგერი სამხრეთ აფრიკაში წავიდა როგორც მისიონერი და 1950 იან და 1960 იან წლებში ზულუს ხალხს ეწვია. 16 წლის განმავლობაში, რომელიც მან მათთან დაჰყო, მან შეისწავლა მათი ენა და აკვირდებოდა ასევე მათ ადგილკობრივ განმკურნებელ ტრადიციებს, მათი მეთოდების შესწავლით ის ნელ ნელა ხვდებოდა შთამომავლობითი თვისებების და მათი ტრანსგენერაციული ტრავმის ეფექტების შედეგების მნიშვნელობას ინდივიდის ცხოვრებაში.

მღვდლობის დატოვების შემდეგ 1960 იან წლებში, ჰელინგერმა ბევრი მასწავლებლისგან შეისწავლა თანამედროვე ფსიქოლოგია. მის სამუშაოზე გავლენა იქონიეს:

ალფრედ ადლერმა - რომელმაც თეორიულად მიუთითა, რომ ინდივიდი და ოჯახის სისტემაში მისი ურთიერთობა ერთმანეთთან კავშირშია.

ჯოზეფ მორნომ (ფსიქოდრამის დამფუძნებელი),

ვან ბოზორმონილ ნაჯიმ (ტრანსგენერაციული სისტემური აზროვნების პიონერი).

მილტონ ერიკსონმა (ჰიპნოთერაპიის პიონერი),

ერიკ ბერნემ (ცხოვრების სცენარების კონცეფციის შემადგენელი).

ვირჯინიის სარტრმა (ოჯახური ქანდაკებების შემქმნელი - რაც საოჯახო განლაგების წინამორბედადაც შეიძლება ჩაითვალოს).

​ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს დამანგრეველ ოჯახურ დინამიკებს, რომლების შესაძლოა ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული. განლაგებას როგორც წესი, ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები ოჯახის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ზოგჯერ სხვა ცნებებსაც ან პიროვნების ნაწილებსაც წარმოადგენენ, როგორიცაა გული, სხეული და გონება. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღდგეს მოვლენათა წესრიგი და სიყვარულს ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად მიედინებოდეს სისტემაში.

ეს მეთოდი სხვაგვარადაც მუშაობს ინდივიდუალური სესიების დროს, სადაც პატარა ფიგურები შეიძლება ოჯახის წევრების წარმოსადგენლად იყოს გამოყენებული., ან სადაც უბრალოდ ოჯახის წევრები გონებაში შეიძლება იყვნენ წარმოსახულნი. ან ზოგჯერ მარტივი და განმმარტებელი წინადადებების გამოყენების საშუალებით შეიძლება შებოჭილობების გამოხსნა. ყველას შეუძლია მოიპოვოს თავისი ადგილი და ამითი ახალი წესრიგი წარმოისახება: სიყვარულის წესრიგი.

ეს წარმოსახული სურათი ახდენს შინაგან განმკურნებელ ეფექტს.

მოქშა ფეიქარი

 

მასაჟის მოყვარულებისთვის საზაფხულო საჩუქარი გვაქვს!

5 აგვისტომდე ლუმოსში ესპანეთში მოღვაწე ქართველი მასაჟის ოსტატი, თამარა მზადაა, იზრუნოს თქვენი ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის მოდუნებაზე, დასვენებასა და ენერგიით ავსებაზე. თამარა გაგიზიარებთ

იაპონურ შიაცუს

რეფლექსოთერაპიას

სახისა და თავის თერაპიას

თამარა გურგენიძე ( დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლა, ალი ბეის ქირომასაჟისა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლესი სკოლა, ბარსელონა, ესპანეთი. ფლობს ევროპული მასაჯის სისტემის ლიცენზიას რეფლექსოლოგიის განხრით. ) 

 

შიაცუ

 

შიაცუს ტექნიკა იაპონური თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც იაპონური ფიზიოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი. შიაცუს ტექნიკა მოისაზრებს თითებითა და ხელის გულებით “პრესირებას” ადამიანის სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ მერიდიანებზე რომელიც პაციენტს სტრესისგან განთავისუფლებას და რელაქსაციას უწყობს ხელს, ასევე ეხმარება სხეულს ენერგიის აღდგენასა და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაში. თერაპიის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რაც შემდგომ სხეულის თვითბალანსს უწყობს ხელს.

დრო : 60 წუთი

ფასი: 100 ლარი

 

 

რეფლექსოთერაპია - სხეულისა და გონების ბალანსი

 

სხეულის თვითბალანსი ფეხის ტერფებზე, ხელის გულებსა და სახეზე არსებული პერიფერიული ნერვული დაბოლოებების დამუშავებისა და სტიმულირების საშუალებით. განეკუთვნება აღმოსავლურ ზონურ თერაპიას.

 

რეფლექსოლოგია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაძაბულობას და უზრუნველყოფს ორგანიზმის როგორც ენერგეტიკულ, ასევე ენდოკრინოლოგიურ ბალანსს.

 

რამოდენიმე სეანსის შემდგომ ადამიანი თავს გრძნობს მშვიდად, უკეთესად სძინავს, უმჯობესდება გუნება-განწყობა. ასევე უკეთესად ფუნქციონირებს ის ორგანოები, სადაც პრობლემები შეინიშნებოდა თერაპიის დასაწყისში. ყოველი სეანსის შემდგომ მოქმედება 48 საათი გრძელდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში არსებული დაავადების მსუბუქი გამწვავება, თუმცა პაციენტი მალევე გრძნობს შვებას.

დრო : 60 წუთი

ფასი: 100 ლარი

 

 

სახის და თავის (საკროკრანეალური) თერაპია

 

სახის, თვის ქალისა და კისრის მულტირეფლექსული წერტილების სტიმულირება, შიაცუსა და რეფლექსოლოგიის მეთოდის გამოყებებთ. ხელს უწყობს ღრმა რელაქსაციას. აძლიერებს იმუნიტეტს,  გამოდევნის ტოქსინებს. წმენდს ლიმფას სხეულში არსებული ყველა ლიმფური კვანძების რეფლექსური დამუშავებით. ამშვიდებს ნერვიულ სისტემას და ხსნის სტრესს. თერაპიის დროს გამომიყენება ბუნებრივი ეთერზეთები და წმინდა ხის სურნელი.

დრო : 60 წუთი

ფასი: 100 ლარი

bottom of page