top of page
image00009.jpeg

Shakuhachi Class  * შაკუჰაჩის კლასი

შოთა * Shota

Ge* Eng* Rus

სამშაბათი

10:00 -11:00

 31 ოქტომბერს, სამშაბათს ლუმოსში გეპატიჟებით იაპონური ფლეიტის, შაკუჰაჩის სასწავლო კლასის გაცნობით შეხვედრაზე, რომლის დროსაც გაეცნობით ამ ინსტრუმენტის წარმოშობის მოკლე ისტორიას და პირველ ნაბიჯებს გადადგამთ მედიტაციური ბგერების ჯადოსნურ სამყაროში.

 რატომ გადავწყვიტეთ ლუმოსში შაკუჰაჩის სასწავლო კლასის გახსნა და რა სარგებლობა აქვს პრაქტიკას ამ ინსტრუმენტზე?

 შაკუჰაჩის თითოეულ ბგერაზე მუშაობა მოითხოვს ღრმა დაკვირვებას, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

 გვეხმარება, მუდმივად შევინარჩუნოთ "აქ და ახლა" მდგომარეობა - მოვუსმინოთ სხეულს და მოვადუნოთ, ყურადღება და კონცენტრაცია მივმართოთ სუნთქვასა და ხერხემლის გამართული პოზიციის შენარჩუნებაზე.

 ყოველდღიური პრაქტიკა დაკვრის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, გვმატებს ენერგიას, გვიმაღლებს განწყობას, გვიუმჯობესებს კანცენტრაციასა და ყურადღებას, აძლიერებს სასუნთქ სისტემას და უბრუნებს ბუნებრივ მდგომარეობას, გონება და სხეული კი გადაჰყავს მშვიდ და მედიტაციურ მდგომარეობაში.

 შაკუჰაჩის ისტორია მე-8 საუკუნეში იწყება, მას იაპონელი მოხეტიალე ბერები მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად დამხმარე ინსტრუმენტად იყენებდნენ.

 მედიტაციური ბგერების სამყაროში თქვენი მეგზური შოთა იქნება, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ცოდნა და გამოცდილება გარშემომყოფებისთვისაც გაეზიარებინა. ის თავისი ხელით ამზადებს ბამბუკის შაკუჰაჩებს. თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი ფორმითა და ჟღერადობით და ხანგრძლივ და საინტერესო გზას გაივლის, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს.

 სასწავლო კლასის თითოეული მონაწილე საჩუქრად მიიღებს პლასტმასის სასწავლო შაკუჰაჩისა და თეორიულ მასალას. შოთას დამზადებული ბამბუკის შაკუჰაჩის შეძენას კი ნახევარ ფასად შეძლებს.

გაცნობით შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

შაკუჰაჩის სასწავლო კლასები გაიმართება კვირაში ერთხელ: სამშაბათს, 10:00 საათზე.

ერთთვიანი აბონემენტის ღირებულებაა:
თვეში 4 გაკვეთილი - 90 ლარი.

თანხის გადახდა შეგიძლიათ ფლეიტაზე თქვენი პირველი ბგერის გამოშვებისას  

ჩასაწერად მოგვწერეთ:
595 620 001
ან მოგვწერეთ ჩათში.
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 , გოძიაშვილის პარკში.

 On Tuesday, October 31, at 10:00 on Tuesday, we invite you to an introductory meeting of the Japanese flute, Shakuhachi's training class, during which you will learn about the short history of the origin of this instrument and take the first steps in the magical world of meditative sounds.

 

 Why did we decide to open a Shakuhachi training class in Lumos, and what are the benefits of practice on this tool?
Working on each sound of Shakuhachi requires deep observation, patience and calmness.

 It helps us to constantly maintain the "here and now" condition - to listen to the body and relax, focus and concentrate on breathing and maintaining a proper position of the spine.

 Daily practice turns the playback process into a pleasant experience, gives us energy, increases our mood, improves our skin and attention, strengthens the respiratory system and returns to its natural state, and takes the mind and body to a calm and meditative state.

 In the world of meditative sounds, your guide will be Shota, who decided to share his knowledge and experience with those around him. He prepares bamboo shakuhachi with his own hands. Each of them is unique in its shape and sound and will go a long and interesting way before getting the final look.

 Each participant in the training class will receive plastic training shakuhachi and theoretical material as a gift. You can buy bamboo shakuhachi made of Shota at half a price.

The introductory meeting is free to attend.

Shakuhachi training classes will be held once a week: Tuesdays at 10:00 p.m.

The cost of a one-month pass is:
One Lesson - 25 Gel
4 lessons per month - 90 GEL.

Lessons payment start after you will make a sound on the flute

bottom of page