
დოვიდას *Dovidas
იოგა ინდივიდუალური მიდომით
Yoga Individual Approach
Ge/Eng
ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი
Monday / Wednesda / Friday
10.00 - 12.00
იოგა ინდივიდუალური პრაქტიკაა, რომელიც ეხმარება ადამიანს საკუთარი სხეულის და მასში არსებული ენერგიის შეცნობაში. იოგათი დაწყებული დღე ენერგიით ავსებს ორგანიზმს რაც მას მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება. ასანების ყიველდღიური შესრულება ეხმარება მოვარჯიშეს განთავისუფლდეს სხვადასხვა ზონების დაჭიმულობა-დაძაბულობებიგან, მატებს მოქნილობას, ენერგიას და სიცოცხლის ხალისს. საკუთარი თავის შეცნობას და შეყვარებას თან სდევს ბედნიერება და ცხივრების ხალისი.
ინდივიდუალური მიდგომა იოგაში გულისხმობს მოსწავლის თავისუფლებას ინსტრუქტორის მეთვალყურეობის პირობებში.
ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ სხეულს და დაიწყო მისი მოსმენა და გაგება.
ასეთი ვარჯიშის მიზანია, ადამიანმა მეტად იმუშაოს საკუთარ თავზე, მოახდინოს კონცენტრაცია ინდივიდუალურ მიზანზე, გაიგოს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო და თავადვე შეიმუშაოს მისაღები პრაქტიკა. რასაკვირველია, პროცესში მუდამ ჩართულია ინსტრუქტორი და მასთან კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ასეთი ტიპის კლასში ყველანაირი ფიზიკური მზაობის ადამიანს შეუძლია ვარჯიში. მეტიც, ეს მეთოდი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფიზიკური მოცემულობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. იქნება ეს ხერხემლის პათოლოგიები, ჭარბი წონა თუ სხვა
პრაქტიკის სპეციფიკის შესახებ თავად მასწავლებელი გვიამბობს:
'' ინდივიდუალიზირებული იოგა
თავუსუფალი პრაქტიკაა, ჯგუფური ვარჯიშის დროს ინდივიდუალური მიდგომა მორგებულია მოვარჯიშის ფიზიკურ მდგომარეობაზე.
Why did we decide to have evening classes for ‘Yoga with Individual Approach’?
In classes like this people with any physical readiness can exercise and enjoy the practice. Moreover, this method is best for those whose physical health or readiness needs to be considered - it can be age or spine pathologies, obesity, pregnancy, etc.
Besides:
Unlike the group exercise, these classes give more opportunity to work on oneself, concentrate on individual goals, understand what’s best - individually and work on customized programs.
The instructor is obviously involved all along.