
.png)
ინ იოგა & ჰათჰა ფლოუ
ნანე
ორშ. ოთხშ. პარ.
21:00 - 22:00
ენები: ინგლისური
„მიხარია, რომ გაგიძღვებით ინ იოგას ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში. ინ იოგა მედიტაციური და დაბალანსებული პრაქტიკაა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ვრჩებით თითოეულ პოზაში, რათა შევაღწიოთ სხეულის ღრმა შრეებში და გავთავისუფლდეთ სტრესისა და დაძაბულობისგან.
აქტიური იოგის მიმართულებები თ რთულია შევაღწიოთ ღრმა ქსოვილებში, ამიტომ ინ იოგა საუკეთესო პრაქტიკაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, გაიუმჯობესოს მოქნილობა, ღრმად დაუკავშირდეს საკუთარ თავს და გათავისუფლდეს ყველაფერი ზედმეტისგან.
გაკვეთილის პირველ ნახევარში ვამუშავებთ პოზებს რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა გამოვათავისუფლოთ დაძაბულობა, ხოლო შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობების ნაზი დინებით.
ინ იოგა დღის საუკეთესო დასასრულია, რომელსაც მოაქვს ღრმა განტვირთვა და შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა.“
ნანე 6 წელია, იოგას პრაქტიკითაა დაკავებულია. ის ჰათჰა, ვინიასა და ინ იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელია. გარდა ამისა, ნანემ 3 წლის წინ ტაილანდში, ხუთთვიანი კურსის განმავლობაში შეისწავლა ტრანსცენდენტული მედიტაციის მოწინავე ტექნიკა.
