''5 ცხოველის თამაში''

November 30, 2018

 

კომპლექს „ხუთი ცხოველის ციგუნის“ (WuQinXi 五禽戏 wuqinxi)  ვარჯიში წარმოადგენს მრავალი თაობის ჩინელი ექიმებისა და დაოსელი ბერების პრაქტიკისა და შემოქმედების შედეგს სულ მცირე 1800 წლის განმავლობაში!

 

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც ციგუნის ყოველი ვარჯიში, კომპლექსი „ხუთი ცხოველის ციგუნი“ არ არის უბრალოდ ფიზკულტურა. პირიქით, მოძრაობების შესრულება ხდება მაქსიმალურად მოდუნებულად, მშვიდი და კონცენტრირებული ცნობიერების ფონზე, რომლის დროს მოვარჯიშე „ითავისებს“ მარტივი მოძრაობის სხვადასხვა სტილს და მეთოდს და ახდენს ცხოველთა ჩვევების და საქციელის იმიტაციას. ღრმა მოდუნების, ადეკვატური და მართვადი „გარდასახვის“ შემთხვევაში, მოვარჯიშეს შეუძლია, რომ ღრმა და ხანგრძლივი გამაჯანსაღებელი ეფექტის იმედი იქონიოს.

 

ამ კომპლექსს ხშირად „ხუთი ცხოველის თამაშს“ (Five Animals Play) უწოდებენ, მაგრამ ეს არის არა ბურთით „თამაში“, არამედ - მსახიობის სცენაზე თამაშის მსგავსი. ამიტომ, სწორი იქნებოდა, თუ ამ კომპლექსს მოვიხსენიებთ როგორც „ხუთცხოველობანას“.

 

„ხუთი ელემენტის ციკლი“ (Wu Xin  五行 wu xing)

„ხუთი ცხოველის ციგუნის“ ვარჯიშების კომპლექსი დაფუძნებულია ყველა მსოფლიო პროცესის ურთიერთდამოკიდებულების პრინციპზე, რომელიც აღმოსავლელმა ფილოსოფოსებმა ჯერ კიდევ ძველ დროში გამოხატეს როგორც „ხუთი ელემენტის ციკლი“ (Wu Xin  五行 wu xing). ქვემოთ მოყვანილ სურათზე იგი გრაფიკულად არის გამოსახული.

 

სურათი 1. ხუთი ელემენტის ციკლი

 

 

და ამ შემთხვევაშიც გავრცელებული სახელწოდება ჩინურის აზრს არ ასახავს სრულად. იეროგლიფი 行 xing აღნიშნავს „რიგს“, „ხაზს“, და ასევე „მოვლენების თანმიმდევრობას“, ამიტომ, უფრო მართებული იქნება, თუ 五行 გაგებული იქნება როგორც „ხუთი თანმიმდევრული მოვლენა“. შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვა „ციკლიც“, მაგრამ დასავლელმა მოვარჯიშემ დასაწყისისთვის უნდა გაიგოს, რომ აქცენტი აქ კეთდება არა ელემენტებზე, როგორც ფიქსირებულ ობიექტებზე, არამედ პროცესებზე ანუ მოვლენებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავიგოთ აღმოსავლელი ფილოსოფოსების აზროვნების მეთოდი.

 

როგორ უნდა გავიგოთ „ხუთი ელემენტის ციკლის“ არსი?

 

მსოფლიოში არსებული ყველა პროცესი (მოვლენა) შეიძლება დავყოთ ხუთ ტიპად. ობიექტურად გამოხატული მოვლენიდან (ჩვეულებრივ, მათ ელემენტებს უწოდებენ) გადასვლის მომენტებს სიმბოლური სახელები გააჩნიათ: ლითონი, წყალი, ხე, ცეცხლი და მიწა. საკუთრივ პროცესს წარმოადგენს ერთი ელემენტიდან-მეორეზე გადასვლა, ანუ ელემენტების ურთიერთქმედება.

 

სურათ 1-ზე მოყვანილ სქემაზე წითელი ისრებით ნაჩვენებია წარმოშობის ანუ აქტივაციის გამომწვევი პროცესების რიგითობა: ლითონი „შობს (დნება)“ წყალს, წყალი „შობს (კვებავს)“ ხეს, ხე „შობს“ ცეცხლს, ცეცხლი „შობს“ მიწას (ფერფლს), მიწა „შობს“ ლითონს... იისფერი ისრებით ნაჩვენებია შთანთქმის, მოსპობის, ჩახშობის პროცესები: ლითონი „სპობს“ ხეს, ხე „სპობს“ მიწას, მიწა „შთანთქავს“ წყალს, წყალი „ახშობს“ ცეცხლს, ცეცხლი სპობს (ადნობს) ლითონს.

 

გაცილებით საინტერესოა განვიხილოთ პროცესები, როგორც სამი ელემენტის ურთიერთქმედება, მაგალითად წყალი შობს ხეს, ხოლო ხე შობს ცეცხლს, მაგრამ ერთდროულად წყალი ახშობს ცეცხლს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარი პროცესები დაბალანსებულია შობის და ჩახშობის მნიშვნელობით (ინი და იანი) და ამგვარად, მსოფლიოში შენარჩუნებულია წონასწორობა. ხოლო ხუთი ელემენტის ციკლი ახდენს ორგანიზმში ენერგიის გაცვლის დაბალანსებული („ჯანმრთელი“) ნაკადის ილუსტრირებას.

 

ამიტომ, თუ ჩვენ დასვამთ „ავადმყოფობის“ დიაგნოზს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ - გამოვააშკარავებთ ენერგიის ბალანსის დარღვევას, მაშინ შესაბამისი პროცესების ზოგჯერ სტიმულირებით ან ჩახშობით შევძლებთ, რომ სისტემა დავაბრუნოთ ჯანმრთელ მდგომარეობაში. ჩინურ მედიცინაში არსებობს ადამიანის ორგანიზმში შესაბამისობის მქონე ელემენტებზე ზემოქმედების მრავალი მეთოდი და ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ჩვენს მიერ განხილული ციგუნის კომპლექსი.

 

როგორ განვიკურნებით მოძრაობებით და წარმოსახვით?

 

ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების შესწავლისას, ჩინელმა მეცნიერებმა მიაგნეს ადამიანის (და ცხოველების) შინაგანი ორგანოების შესაბამისობას „ხუთი ელემენტის ციკლის“ ყოველ ელემენტთან. ვთქვათ, რომ ელემენტ „ცეცხლს“  შეესაბამება „გული“, ხოლო ელემენტ „ხეს“ - ღვიძლი და ა.შ. ამგვარად, დადგინდა ის, თუ შინაგანი ორგანოების ურთიერთდამოკიდებულების ციკლი როგორ შეესაბამება ხუთი ელემენტის ციკლს. ეხლა, თუ შევძლებთ ცალკეულ ორგანოებზე ზემოქმედებას, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ მთელი ორგანიზმის მუშაობის დაბალანსებას. ჩინელმა ექიმებმა შეიმუშავეს ასეთი მოძრაობები (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოძრაობების და მათთან ურთიერთდაკავშირებული ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობების კომპლექსი), რომლებიც გარკვეულად ზემოქმედებენ ცალკეულ ორგანოებზე - ვთქვათ, „ვეფხვის თამაში“ ზემოქმედებს ძირითადად, ღვიძლზე, ხოლო „მაიმუნის თამაში“ - გულზე.

 

 

 

 

 

 

სურათი 2. ელემენტების, შინაგანი ორგანოების, გრძნობის ორგანოების, სხეულის სისტემების, ემოციების და „სულების“ შესაბამისობა.

 

სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო ამაღლება, რეკომენდირებულია მოძრაობების შემდეგი თანმიმდევრობა: ვეფხვი, ირემი, დათვი, მაიმუნი, წერო. მოძრაობები („თამაშები“), საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება განმეორდეს 10-12-ჯერ. ამგვარად, „ცხოველთა თამაშების“ ჩვეულებრივი თანმიმდევრობა, მთლიანობაში, იწვევს ორგანიზმის მუშაობას აქტივიზაციას, გაწვრთნას და განვითარებას, ანუ იძლევა უფრო და უფრო მეტი რაოდენობის ენერგიის დაგროვების და ათვისების საშუალებას, ერთდროულად ენერგიის ბალანსის შენარჩუნებით. თუ გვსურს მიმართული სამკურნალო ეფექტის მიღება, მაშინ შეგვიძლია შევცვალოთ თანმიმდევრობა ან განმეორების რაოდენობა. სურათ 2-ზე ნაჩვენები ცხრილის გამოყენებით შესაძლებელია „პრაქტიკის რეცეპტის“ შემუშავება პირადი ჩვენებების მიხედვით. თუმცა, ახალბედებმა, უმჯობესი იქნება რომ კონსულტაციისთვის მიმართონ ციგუნის გამოცდილ პრაქტიკოსს ან  ტრადიცული ჩინური მედიცინის ცენტრს

 

ყოველი ვარჯიშის ძირითადი ჩვენებები

 

1. პირველ ვარჯიშზე, ვეფხვის მოძრაობების იმიტაციით და ღვიძლის მუშაობის სტიმულირებით, ჩვენ ავიმაღლებთ შემოქმედებით და სასიცოცხლო ენერგიას, გავიძლიერებთ მყესებს და გავიუმჯობესებთ მხედველობას. ვინაიდან ღვიძლს შეესაბამება შემდეგი ემოციები: რისხვა, გულისწყრომა და გაღიზიანება, ვარჯიში ჩვენ გაგვათავისუფლებს დესტრუქციული ემოციებისგან. კერძოდ, ეს დაეხმარება ქალებს იმაში, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი განწყობის ყოველთვიურ ცვლილებაზე, რომელიც მენსტრუალურ ციკლს უკავშირდება.

 

2. მეორე ვარჯიში, „ირმის თამაში“ აძლიერებს თირკმელებს. ტრადიციული ჩინური მედიცინის წარმოდგენით, თირკმელები შეიცავს „თანდაყოლილ ძინს“ (先天乏精 xiān tiān fá jīng - ითარგმნება როგორც „არსი, თესლი ან ესენცია“), რომელიც ჩვენ ჩასახვის მომენტში მშობლებისგან გვეძლევა. ეს ენერგია ინარჩუნებს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას. ძინის ანაზღაურება შეუძლებელია, და ასაკთან ერთად, როდესაც იგი ამოწურვის პირასაა, სხეული კვდება. თუ ვისწავლით ძინის შენახვას და ეკონომიურად ხარჯვას, მაშინ ჩვენი ცხოვრება ეფექტური და ხანგრძლივი იქნება.

ამ ვარჯიშის მდორე და გრაციოზული მოძრაობები იძლევა ძინის შენახვის და დაბერების პროცესის შემცირების საშუალებას. თირკმელების გაძლიერება ხელს უწყობს ასევე, ნებისყოფის ძალის განვითარებას, სმენის ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებას და ძვლებში „ცის“ ცირკულაციას. ასევე, ამცირებს ორგანიზმზე შიშის ემოციის ნეგატიურ ზემოქმედებას.

 

3. მესამე ვარჯიში - ეს არის „დათვის თამაში“. დათვის მოძრაობები ახდენს ელენთის სტიმულირებას, რომელიც კუჭთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან შინაგან ორგანოდ ითვლება. ლოგიკურია, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან წარმატებით სამკურნალოდ პირველ ყოვლისა, საჭიროა ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელ ორგანოებზე, ანუ ელენთაზე და კუჭზე ზრუნვა. სხეულის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ყველა ნაწილი პირდაპირ დამოკიდებულია ელენთის ეფექტურ მუშაობაზე.

ელენთის გაძლიერება იძლევა პირის ღრუს და გემოსთან დაკავშირებული გრძნობების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობას. ელენთასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ადამიანები ხშირად გრძნობენ კუნთებში სისუსტეს და ზოგად დაუძლურებას - დათვის მოძრაობები დაგეხმარებათ ამ პრობლემების აღმოფხვრაში, აგრეთვე, გაგივითარებთ გონებრივ შესაძლებლობებს და საკუთარი „ცის“ მართვის უნარს.

 

4. „მაიმუნის თამაში“ აძლიერებს გულის ფუნქციონირებას. მაიმუნის მოძრაობების ვარჯიშით, გავაძლიერებთ სისხლძარღვებს, რომლებშიც ვრცელდება სისხლი და ცი. ჩინელი ექიმები თვლიან, რომ „გული გამოიხატება ენაზე“. სხვა მხრივ, მაიმუნის მოძრაობები აძლიერებს ცხოვრების მხიარულ და პოზიტიურ აღქმას, აგრეთვე იწვევს გონების გაცისკროვნებას („შენი“).

 

5. ბოლო ვარჯიშს წარმოადგენს „ფრინველის თამაში“. ციგუნის მრავალ სტილში ჩვეულებრივ წარმოიდგენენ დიდ და გრაციოზულ ფრინველებს, წეროს ან თეთრი ყარყატის მსგავსად. ეს ვარჯიში აძლიერებს ფილტვებს და ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციას - სუნთქვას. სუნთქვა და საკვების მონელება ჰქმნიან „ცის“ ენერგიას, რომელიც „ძინის“ ენერგიასთან ერთად ინარჩუნებს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებას.

თვლიან, რომ ცხვირი ფილტვების გარე ნაწილია. როდესაც წარმოვიდგენთ, თუ როგორ ნარნარად დაფრინავს ფრინველი, ამ დროს ჩვენ „კარს ვუღებთ“ ფილტვებს და სხეულში „ცის“ და სისხლის ცირკულაციის აქტივიზაციას ვახდენთ. ფრინველის თამაში ასევე, კურნავს კანის და თმის დაავადებებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფილტვების ჯანმრთელობასთან. დასასრულს, სხეულის სულის (პო) გამყარება, რომელსაც ფილტვები შეიცავს, აუმჯობესებს გარემოს აღქმის ორგანოების და ცნობიერების მუშაობას.

 

 

 

 

Please reload

Our Recent Posts

ციგუნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი ''ფარჩის 8 ნაჭერი''

February 12, 2019

''5 ცხოველის თამაში''

November 30, 2018

თემო იოგას პრაქტიკის შესახებ

November 30, 2018

1/1
Please reload

Tags

Please reload

+995 322 24 30 20

©2018 by Lumos • ლუმოს