Our Recent Posts

Tags

No tags yet.

თემო იოგას პრაქტიკის შესახებ


ჩვენს მასწავლებელ თემოს ვთხოვეთ მოკლედ მოეყოლა იოგას პრაქტიკის პრინციპებზე და მათ დადებით გავლენაზე ჩვენს სხეულსა და გონებაზე.

რა თქმა უნდა იოგას აქვს დადებითი გავლენა მთელს სხეულზე:

ხერხემალი ხდება უფრო მოქნილი

უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა

კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

აქვს ძლიერი გავლენა ნერვულ და ჰორმონალურ სისტემებზე.

ვარჯიშთან ერთად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ სუნთქვაზე. სუნთქვა პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან, ტვინთან და სიმშვიდესთან. აქტიური სუნთქვის მეშვეობით ვიწმინდებით შლაკებისგან.

იოგებს სუნთქვის მეთოდის მთელი არსენალი გააჩნიათ, ზოგი სუნთქვა ადუნებს, ზოგიც პირიქით - აფხიზლებს.

> წნევის დარეგულირება, > ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა, > იმუნიტეტის გაძლიერება - ყველაფერი ეს მიიღწევა სუნთქვის კონტროლით. უფრო მეტიც, სუნთქვით შესაძლებელია სხეულის ელასტიურობაც განვავითაროთ.

თუმცა, იოგას მთავარი მიზანი მაინც არის ადამიანის გამოღვიძება, ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ გვერდითი მოვლენებია. სხეულის ქვედა ცენტრებში იღვიძებს ენერგია, რომელიც ისე მოქმედებს ტვინზე, რომ ის იწყებს უფრო ეფექტურად მუშაობას და ადამიანი გადადის უფრო შეგნებულ და ჰარმონიულ მდგომარეობაში.

იოგას პრაქტიკის დასაწყებად სულაც არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმდენს რამდენიც შეუძლია ( ან იმაზე ცოტათი მეტს )

თანმიმდევრობა და რეგულარობა- ეს არის იოგის ძირითადი პრინციპები.

#healingthroughyoga #healthyhabits #yogainspiration