ციგუნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი ''ფარჩის 8 ნაჭერი''

February 12, 2019

 

  •  

     

    კომპლექსი „ფარჩის 8 ნაჭერი“ (ბა დუან ძინი), რომელსაც ციგუნის ჯგუფი ამჟამად შეისწავლის,   სამართლიანად ითვლება გამაჯანსაღებელი ციგუნის მარგალიტად. სიტყვა-სიტყვით „ბა დუან ძინი“ ითარგმნება როგორც „ფარჩის რვა ნაჭერი“.  კომპლექსის სახელწოდების აზრობრივი თარგმანი იქნება როგორც „რვა ძვირფასი ვარჯიში“ ან „რვა ძვირფასი დარიგება“ პრაქტიკისათვის. ციგუნი, როგორც ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარების სისტემა, ტრადიციული ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია, ხოლო კომპლექსი „ბა დუან ძინი“ ჯერ კიდევ ძველად შეიქმნა და უბრალო ფიზიკური ვარჯიშების ნაერთისგან განვითარდა, რომლებსაც ახლდა ღრმა სუნთქვა, მშვიდი და კონცეტრირებული გონება, ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის მშვიდი და ბუნებრივი მოძრაობით. 

  •  

  • „ბა დუან ძინი“ უძველესი დროიდან სარგებლობდა პოპულარობით, ვინაიდან რეგულარული პრაქტიკა პრევენციულად მოქმედებს მრავალ დაავადებაზე და აძლიერებს ჯანმრთელობას. „ბა დუან ძინი“ ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისა და ნეგატიური ემოციებისგან, შემოაქვს ახალი, სუფთა ენერგია და აწონასწორებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. დადებითი ზეგავლენა პრაქტიკულად იქნა დადასტურებული ჩინეთში ასწლეულობის მანძილზე მიმდინარე კვლევებით და ვარჯიშებით, როგორც ოსტატებისა და მეცნიერების, ისე უბრალო ადამიანების მიერ. უკვე მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ კომპლექს „ბა დუან ძინის“ ვარჯიშების შესრულება აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას, მყესების ელასტიურობასა და მოძრაობის კოორდინაციას, აძლიერებს ფეხებსა და ხელებს, პერიფერიულ ნერვულ სისტემას, აგრეთვე, აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს. მრავალ დადებით გავლენებს შორის უნდა აღინიშნოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება, ოსტეოფოროზისა და კორონარული ათეროსკლეროზისგან განკურნება, იმუნური სისტემის გაძლიერება, დაბერების პროცესის შენელება, ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

  •  

  • კომპლექს „ბა დუან ძინის“ ათვისება და შესრულება არანაირ სირთულეეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ვარჯიშები საკმაოდ უბრალოა, ხოლო დატვირთვის დონე და მისი ინტენსიურობა ადვილად რეგულირდება.

  •  

  • „ბა დუან ძინის“ მოძრაობების აღწერა და გამაჯანსაღებელი ზემოქმედება:

  • 1. „ცის ხელისგულებით დაჭერა და სამი მღელვარების მართვა“. „სამმაგი გამთბობის - სან ძიაო“-ს რეგულირება.

  • 2.“მარჯვნივ და მარცხნივ გაშლილი ნაბიჯი, სასროლად მომზადებული მოისრის მსგავსად“. წელისა და თირკმელების გაძლიერება.

  • 3.“დაარეგულირე ელენთა და კუჭი ხელების მაღლა და დაბლა მიმართული მოძრაობით“. ელენთის და კუჭის გაჯანსაღება

  • 4.“ხუთი სისუსტე და შვიდი დაზიანება გაქრება, თავის უკან მიბრუნებით“.

  • 5 სისუსტეები - ინის 5 ორგანოს დაავადებები და 7 დაზიანება, რომლებსაც იწვევს რისხვა, შიში, სიხარული, სევდა, მელანქოლია, შფოთი და მწუხარება გაქრება. 5.“გულიდან რისხვის გაგდებით სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობ. აქნიე თავი და აქიცინე კუდი“ გულში არსებულ ცეცხლს მოგაცილებს და მას (გულს) რკინისებრი სიძლიერით აგივსებს. სხეულისა და ფეხების დაბუჟება გაქრება.

  • 6.“ორივე ხელით გავიაროთ გზა ფეხებისაკენ თირკმელების გავლით“ თირკმელებისა და წელის გაძლიერება, თავდაპირველი „ცის“, კუნთების, მყესების და ძვლების გაძლიერება. გაციების თავიდან აცილების შესანიშნავი მეთოდი.

  • 7.“მუშტის დარტყმა, ძალისხმევის გაზრდა მრისხანე გამომეტყველებით“ ამაღლებს სასიცოცხლო სულს, ძლიერდება „ცის“ ნაკადი და „ლის“ კუნთოვანი ძალა. ცი შეავსებს მთელ სხეულს და უძრაობას ენერგიის მოძრაობა ჩაანაცვლებს.

  • 8.“ 7 დაცემით უკან მოვიტოვოთ 100 ავადმყოფობა“ ხდება „ცის“ ნაკადის მიმართვა თხემიდან ტერფამდე; 7 დარღვევა და ასი დაავადება გაქრება.

 

  •  

Please reload

Our Recent Posts

ციგუნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი ''ფარჩის 8 ნაჭერი''

February 12, 2019

''5 ცხოველის თამაში''

November 30, 2018

თემო იოგას პრაქტიკის შესახებ

November 30, 2018

1/1
Please reload

Tags

Please reload

+995 322 24 30 20

©2018 by Lumos • ლუმოს