ლუმოსში გეპატიჟებით ბგერებისა და ფსიქოანალიზის დახმარებით არაცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.
კურსი 4 შეხვედრას მოიცავს: 12, 19 ოქტომბერი და 2, 9 ნოემბერი.
კურსს გაუძღვებიან ბგერითი თერაპევტი, ლიკა ევგენიძე და ფსიქოანალიტიკოსი, გიორგი ხატიაშვილი.
კურსის ღირებულებაა:
ერთი დასწრება: 160 ლარი
4 დასწრება: 432 ლარი.
რა გელით კურსის განმავლობაში?
თერაპიული საღამო ორი ნაწილისაგან შედგება: ბგერითი თერაპიის ნაწილი კვარცის კრისტალის თასებით, რომელსაც გაუძღვება ლიკა ევგენიძე და ფსიქოანალიზის ნაწილი გიორგი ხატიაშვილთან ერთად.
კვარცის კრისტალის თასების მაკურნებელი ბგერები და ვიბრაციები სასიკეთოა თქვენი ემოციური, მენტალური და ფიზიკური სხეულისთვის:
ამშვიდებს სხეულსა და გონებას;
ასუფთავებს ქვეცნობიერს;
აძლიერებს იმუნურ სისტემას;
ამცირებს სტრესსა და შფოთვას;
ათავისუფლებს ფსიქიკას უსარგებლო ემოციებისგან;
ააქტიურებს სხეულის უჯრედული აღდგენის პროცესს სიღრმისეულ დონეზე;
ააქტიურებს ცნობიერების მაღალ მდგომარეობებს;
ღრმად ადუნებს სხეულს;
ხელს უწყობს ღრმა მედიტაციის მდგომარეობის მიღწევას;
აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს;
აწესრიგებს ძილის რეჟიმს;
ამცირებს დეპრესიას;
ასტაბილურებს სისხლის წნევას;
ამცირებს ფიზიკურ ტკივილს;
ეხმარება ემოციური ტრავმებისგან გათავისუფლებაში;
ბგერითი თერაპიის შემდეგ ბგერებისა და ვიბრაციის ზემოქმედებით თქვენი ქვეცნობიერიდან ცნობიერებაში ამოტივტივდება სხვადასხვა გამოცდილება სიმბოლოებისა თუ შეგრძნებების სახით. ფსიქოანალიტიკოსი კი დაგეხმარებათ, გაარჩიოთ და სწორი ინტერპრეტაცია უპოვოთ მათ.
გიორგი ხატიაშცილი ჯგუფური ფსიქოანალიზის ინსტრუქტორია, რომელსაც აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფსიქოანალიზის მიმართულებით და 17 წელზე მეტია, ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯებესებაში ეხმარებაა.
გაითვალისწინეთ, რომ თერაპიაზე დასწრება
რეკომენდებული არაა კორონალური სტენტირების დროს და ფეხმძიმეებისთვის.
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში