top of page
image00022.jpeg

ირინა * Irina

Ge/Eng/Rus

Vinyasa Yoga Mix  .  ვინიასა იოგა მიქს

სამშაბათი / ხუთშაბათი

Tuesday / Thursday

20:15 - 21:30

შაბათი / Saturday

19:00 - 20:30

ვინიასა იოგა მიქსი, არის იოგას სხვადასხვა მიმდინარეობის ნაზავი. მიუხედავად იმისა რომ იოგას ყველა სახეობის საფუძველი ჰათჰა იოგაა, მოგეხსენებათ ასანების თანმიმდევრობის, დინამიკის, სუნთქვის ტექნიკის და ა.შ. მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე მიმდინარეობა. ჩვენი კლასი იწყება შედარებით მსუბუქი და ნაკლებად დინამიკური ჰათჰა იოგას ელემნტებით, შემდეგ ტემპი მატულობს და გადავდივართ დინამიკურ ვინიასა იოგაზე, რომლის დროსაც ერთი მოძრაობა ტალღისებურად გადადის მეორეში. ვარჯიშის შედარებით რთული კულმინაციის მერე გადავალთ კვლავ ნელ ტემპზე და ვასრულებთ რე ლაქსაციით

 

. ეს პრაქტიკა საჭიროებს მცირედ მომზადებას, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის მერე დამწყებიც აუღებს ალღოს. კლასის მიზანი არის მეტად ამტანი და ძლიერი სხეულის ჩამოყალიბება, შრომისუნარიანობის და პროდუქტიულიბის ამაღლება, სხეულის წონის და ფორმების კორექცია, ისე რომ პრაქტიკოსს დამატებით არ დასიჭირდეს დარბაზში სიარული. ძალისმიერი პოზები შეგვმატებს გამძლეობას და სტერსისადმი მდგრადობას. პრაქტიკოსისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა რთული პოზების შესრულება -ხელებზე, თავზე დგომა და ა.შ..

 

 

 

ჩემთვის იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და რაიმე რთული ასანების შესრულება, ის არის გამძლეობის და უშრეტი ენერგიის წყარო, რომელიც გვეხმარება სტრესის და სხვადასხვა რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში.


როგორც ინსტრუქტორი მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული პრაქტიკოსების წინსვლაზე. 15 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პროგრამის ზუსტად შერჩევაში მეხმარება. მიმუშავია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებთან და თავადაც კი გავვოცებულვარ იმით, თუ რა შეუძლია იოგას
 

Vinyasa Yoga Mix is a blend of different yoga styles. Although all types of yoga are based on Hatha Yoga, as you know, several styles are distinguished by the sequence of asanas, dynamics, breathing techniques, etc. Our class starts with relatively gentle and less dynamic elements of Hatha Yoga, then the pace increases as we move into dynamic Vinyasa Yoga, where one movement flows into the next like a wave. After a relatively challenging climax of the practice, we slow down again and conclude with deep relaxation.

This practice requires minimal preparation, but even beginners will catch on after a few sessions. The goal of the class is to build a more resilient and strong body, enhance endurance and productivity, and correct body weight and shape, so practitioners do not feel additional strain from attending the gym. Strengthening poses will increase endurance and resistance to stress. Practitioners will be able to perform various challenging poses—such as balancing on hands, headstands, etc.

For me, yoga is not just physical exercise and performing complex asanas; it is a source of resilience and inexhaustible energy that helps us overcome stress and various challenging life situations.

As an instructor, I am highly focused on the progress of practitioners. My 15 years of experience in precisely selecting programs for students helps me a lot. I have worked with people with serious health issues, and I have been amazed by what yoga can achieve.






 

bottom of page