top of page
menu-plant-final-menu.png

ბიოენერგეტიკა
ემოციურ ჯავშნებთან მუშაობა

თემო ბესელია

10 აგვისტო 19:00-21:30

🩵 10 აგვისტოს, 19:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით სეზონის ბოლო სამსაათიან ვორქშოფზე, სახელწოდებით ბიოენერგეტიკა, ემოციურ ჯავშნებთან მუშაობა, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის ინსტრუქტორი, თემო ბესელია.


🌱 თემოს იოგას ინსტრუქტორობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მისი კლასები აღმოსავლური მედიტაციური პრაქტიკების, ტანტრული და დასავლური თერაპიული მიდგომების მრავალფეროვანი სინთეზია.


რა გველის ვორქშოფის განმავლობაში, ამაზე თავად თემო მოგვიყვება:

-„ყველაფერი ცოცხალი პულსირებს, მათ შორის ადამიანიც. პულსირებს გული და ტვინი. სუნთქვაც რიტმული პულსაციაა - სხეულს აფართოებს და კუმშავს. შესუნთქვა არის გაფართოება ცენტრიდან პერიფერიისკენ, ამოსუნთქვა კი ენერგიის დინება პერიფერიიდან ცენტრისკენ. მაგრამ ამ ბუნებრივ რიტმულ მოძრაობას ხშირად აფერხებს გარკვეულ ნაწილებში ემოციური და ენერგეტიკული დაძაბულობა, რომელიც გაჩნდა ოდესღაც, ბავშვობაში. ეს ერთგვარი გამკვრივება გამოიწვია რაღაც მოვლენამ, რომელსაც ჩვენი ფსიქიკა ვერ გაუმკლავდა და ასეთი ფორმით შეინახა - იმისთვის, რომ მერე, ოდესღაც გადაეხარშა. ახლა დადგა ამის დრო. ახლა, როცა ხარ ზრდასრული, შეგიძლია მოადუნო ეს სიმკვრივე, აღადგინო პულსაციის ბუნებრივი რიტმი და დაიბრუნო ენერგიის ის ნაკადი, რომელიც ბუნებრივად თანდაყოლილია. ამისთვის გეპატიჟები ორშაბათს. მოდი, ისუნთქე და იგრძენი, როგორია იყო თავისუფალი და დამუხტული, მოდუნებული და მშვიდი. გელი 10 აგვისტოს, ლუმოსში, სეზონის დახურვაზე, თემოსთან ერთად.“



🅿️ უახლოესი ფასიანი პარკინგი ლუმოსთან: https://maps.app.goo.gl/yjZy6gKt3g5Ux8qx6 

🅿️ უახლოესი ქალაქის პარკინგი ყაზბეგის ქუჩაზე: https://maps.app.goo.gl/GDMXkkZJorQb78RJ6l1nk.dev



  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    90 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page