

სუნთქვითი თერაპია
თინა კუხიანიძე
26 მაისი 19:00 - 21:00
შაბათს, 24 მაისს, 19:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით სუნთქვით თერაპიაზე, რომელსაც გაუძღვება თინა კუხიანიძე, თვითშემეცნების პროცესის ფასილიტატორი. თინა მუშაობს როგორც ორგანიზაციებში გუნდებთან, ასევე ინდივიდუალურად და ძირითადად იყენებს სომატურ, მედიტაციურ ტექნიკებსა და სისტემურ განლაგებებს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება პროცესი, თვითშემეცნების მიზანია, ადამიანი კიდევ ერთი, “წარმოსახვითი” ნაბიჯით მიუახლოვდეს საკუთარ თავს.
Chakra Loop Breathing აქტიური სუნთქვის პრაქტიკაა, რომელიც მიმართულია სხეულში ენერგეტიკულ ცენტრებზე. პროცესი დინამიურია, სუნთქვა კი ინტენსიური, რაც ხშირად კათარზისული შედეგით სრულდება.
აქტიურად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით, სხეულის დახმარებითა და ყურადღების სხვადასხვა ცენტრზე მიმართვით, ჩაკრებს შორის ვქმნით ე.წ. ლუპებს (ჩაკეტილ წრეებს), ამით ვათავისუფლებთ ცენტრებს დაძაბულობისგან - იმისგან, რაც დიდი ხანი ვაგროვეთ და არაფერში გვჭირდება.
სუნთქვითი თერაპიის შემდეგ:
ენერგია უფრო თავისუფლად იწყებს ცენტრებში მოძრაობას;
სხეულში ვგრძნობთ სიმსუბუქეს;
ყოველდღიური ცხოვრება უფრო მეტი სიცოცხლითაა სავსე.
სუნთქვით თერაპიაზე დასწრება შესაძლებელია ყველასთვის, სასურველია, გეცვათ კომფორტულად და პრაქტიკამდე გარკვეული დროით ადრე არ მიიღოთ საკვები. სუნთქვით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 70 ლარი