

ჰენდფენის შემსწავლელი კურსი
პეტრე&ლინა
5 დეკემბრიდან
ხშირად გვჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც ცხოვრებაში მუსიკას დაგვიბრუნებს… ჰენდფენი და ჩვენი კურსი ერთდროულად დაგამშვიდებს, შეგამსუბუქებს და გაგაერთიანებს საკუთარ შინაგან ხმასთან. ამ უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტის ჰარმონიული ჟღერადობა გულს ნაზად ასვენებს და ცნობიერებას სუნთქვის საშუალებას აძლევს.
ჰენდფენი ყველასთვისაა - გამოცდილების, ასაკის ან მუსიკალური განათლების მიუხედავად. საკმარისია სურვილი და მარტივი რიტმებს აქვე გასწავლით.
განსაკუთრებით კი შეეფერება მათ, ვისაც
სურს საკუთარი მშვიდი ხმის პოვნა…
ნაკლები ხმაური თავში და მეტი მუსიკა სხეულში…
რა მიიღებ 12 გაკვეთილის განმავლობაში?
დარტყმის ტექნიკებს, ნოტებსა და მარტივ მელოდიებს აითვისებ
იმპროვიზაციით შინაგან ბავშვსაც გაართობ
საკუთარი უნიკალური ჰანგის შექმნით ისიამოვნებ
თერაპიული პროცეით კი შეიმცირებ სტრესს, შენი სუნთქვა იპოვის ჰარმონიას და სული სიმშვიდეს.
ყოველ მოსწავლეს საკუთარი ჰენდფენი დახვდება - პეტრეს შემოქმედებითი ხელებით და სიყვარულთ დამზადებული…
კურსი იწყება 5 დეკემბერს ღია გაკვეთილით
პარასკევი – 21:00
შაბათი – 17:00
(ჯგუფი: მაქს. 8 ადამიანი)
ღირებულება:
600₾ (შესაძლებელია ორად გადახდა)
50% რეგისტრაციისას; 50% - 27 დეკემბრამდე.
გაუქმება 01/12-მდეა შესაძლებელი; თანხა სრულად ბრუნდება, 50₾ გამოკლებით.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
600 ლარი
მიმღები:
ანგარიშის ნომერი:

