

კუნდალინი იოგას გაცნობითი ვორქშოფი
თემო ბესელია
3 მაისი 17:00 - 19:30
3 მაისს, შაბათს, 17:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით კუნდალინი იოგას გაცნობით ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება თემო ბესელია.
ინტენსიური პრაქტიკის დროს გაეცნობით კუნდალინი ენერგიის გააქტიურების ძირითად ტექნიკებსა და პრინციპებს.
ეს ვორქშოფი გახსნის სამშეხვედრიან ციკლს, რომელიც ღრმად გაგაცნობთ ამ მრავალფეროვან და ვრცელ სწავლებას. ციკლის მეორე შეხვედრა დაეთმობა ნუმეროლოგიასა და 10 სხეულის ვოქრშოფს.
მესამე შეხვედრაზე კი გავეცნობით სატ ნამ რასაიანის მკურნალობის მეთოდს.
კუნდალინი ოოგას მეცნიერება საუკუნეების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში კუნდალინი იოგას ცოდნას ფარულად გადასცემდნენ მასწავლებლები რჩეულ მოსწავლეებს. ითვლებოდა, რომ თუ ვინმე ამ ცოდნას გაასაჯაროებდა, დაიღუპებოდა.
მეოცე საუკუნის შუა წლებში კუნდალინი იოგას ოსტატს, იოგი ბჰაჯანს დაესიზმრა ერთ-ერთი დიადი სიკჰების გურუ, რამ დასი. მან უთხრა, რომ დღეიდან ეს ცოდნა ღიაა ყველასთვის. ამის შემდეგ იოგი ბჰაჯანმა დაიწყო კუნდალინი იოგას პრაქტიკების ღია სწავლება.
თემო კუნდალინი იოგას იოგი ბჰაჯანის სკოლის მიხედვით გაეცნო და კუნდალინი იოგას მასწავლებლის კურსი ქალაქ მოსკოვში გაიარა.
ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი