top of page
menu-plant-final-menu.png

ლოცვა-მედიტაცია დავითის ვარკსვლავის მიხედვით

იმმა

26 აპრილი 14:00 - 16:00

ლოცვა-მედიტაცია დავითის ვარსკვლავის პრინციპით ამპარტავნების ცოდვის დასამუშავებლად


მედიტაციური ტექნიკა, რომლებსაც იმმა ასწავლის, მიღებულია სიზმართხილვებისა და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში სულიერი იერარქებისგან, რომელიც აღწერილია მის წიგნებში ,,გნოზისი ანუ ანგელოზის გული. ''


დავითის ვარსკვლავის ლოცვა-მედიტაცია შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვაზე, სხვებზე, ოჯახზე, ქვეყანაზე და ა. შ. თუ გავიგეთ დავითის ვარსკვლავის საკრალური სიმბოლოს ლოგიკა, საღმრთო იპოსტაცების დახმარებით შესაძლებელია ბევრი ნეგატიური ასპექტის დამუშავება, როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვადასხვა ეგრეგორებში.


ამჯერად, შევეცადოთ დავინახოთ საკუთარ თავში კონკრეტულად ამპარტავნების ცოდვა და ღმერთის შეწევნით ვეცადოთ მისგან გათავისუფლება. გვახსოვდეს, ეს ლოცვა-მედიტაცია არის ჩვენი საუბარი ღმერთთან და მის ინდივიდუალობებთან მათ წინაშე წარდგომით მედიტაციურ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის სრულფასოვნად გაკეთებისთვის სასურველია წაკითხული ან მოსმენილი გვქონდეს წიგნები „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“, რომ ვიცოდეთ საიდან მოდის ის და რას წარმოადგენს.


შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი;


ღირებულება მოიაზრებს მხოლოდ ადმინისტრაციულ და შეხვედრის ორგანიზების ხარჯებს, მაგრამ თუ არ გაქვთ თანხის გადახდის შესაძლებლობა, შეხვედრაზე დასწრებას მაინც შეძლებთ, უბრალოდ მოგვწერეთ ამის შესახებ რეგისტრაციის დროს.


bottom of page