

შესავალი შედოუ იოგაში
ირინა მუსელიანი
5-21 მარტი ორშ./ოთხ./პარ. 20:00-21:30
Chaya Yoddha Sanchalanam-ს, Shadow Yoga-ს სკოლის მეორე დინამიური სერიაა, რომელიც აერთიანებს მზის ფორმებსა (როგორიცაა სურია ნამასკარი) და მებრძოლის ფორმებს (სპირალური მოძრაობები) და ჰგავს ცეკვას.
ეს ფორმები და პოზიციები გვეხმარება ძლიერი და მოქნილი მენტალური და ფიზიკური სხეულის ასაშენებლად, რაც წარმოქმნის ენერგიის სტაბილურ ნაკადს - ჯანმრთელი და ჰარმონიული ცხოვრების საფუძველს.
მოძრაობები ნელი, რბილია და ერთმანეთთან სუნთქვითაა დაკავშირებული. ყურადღება კი ამ პროცესის გაცნობიერების მთავარი ინსტრუმენტია.
ირინამ იოგას სამყარო უკრაინაში ცხოვრების დროს აღმოაჩინა და განსაკუთრებით დაინტერესდა Shadow Yoga-ს პრაქტიკით, რომელიც ეფუძნება ძველ ტანტრულ ტექსტებს. Shadow Yoga, თავის მხრივ, ჰათჰა იოგას საფუძველი გახდა.
კურსზე დასწრება შესაძლებელია ყველასთვის, მათთვისაც, ვისაც აქვს გამოცდილება Shadow Yoga-ს პირველი სერიის პრაქტიკაში და მათთვისაც, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს.
კურსის ღირებულებაა: 190 ლარი