
.png)
ტაი ჩი - ციგუნის კურსი
იურა და თეონა
15 ივნისს ღია გაკვეთილი. 15 ივნისიდან 24 ივლისამდე. 19:00 - 20:30
15 ივნისიდან 24 ივლისამდე, ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმის შემსწავლელ 6-კვირიან სასწავლო კურსზე, რომელსაც გაუძღვებიან იური ლომიძე, ლუმოსის დაოისტური პრაქტიკების უხუცესი მასტერი და თეონა შალამბერიძე, ციგუნისა და ტაი ჩის გამოცდილი პრაქტიკოსი.
ღია გაკვეთილი ჩატარდება: 15 ივნისს, ორშაბათს, 19:00 საათზე. გაკვეთილები ჩატარდება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს,19:00-20:30 საათზე.
კურსის ღირებულებაა: 340 ლარი.
ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი
კურსის განმავლობაში სრულად შეისწავლით ტაი ჩი & ციგუნის 18 ფორმას და შეძლებთ, რომ დამოუკიდებლადაც გააგრძელოთ ვარჯიში.
გზა მთლიანობის, ჰარმონიისა და თავისუფლებისკენ
შეისწავლე სრულად და გააგრძელე ვარჯიში დამოუკიდებლად.
ფიზიკურ სტრუქტურასთან მუშაობის ეს სიღრმისეული მიდგომა მიზნად ისახავს გამთლიანებასა და სიცხადის შემოტანას ცხოვრებაში. ტაიჩი & ციგუნის პრაქტიკა აერთიანებს ტაი ჩის გარეგან, პრაქტიკულ მხარეს ციგუნის ღრმა შინაგან მუშაობასთან, რაც ქმნის მძლავრ და ეფექტურ ინსტრუმენტს გარდაქმნისთვის.
ტაი ჩი & ციგუნის გაერთიანებული პრაქტიკის ოთხი ძირითადი საყრდენია:
ციგუნის დაკვირვება, ანუ გაცნობიერებული მუშაობა: დაკვირვება მოძრაობაზე, ცის ნაკადსა და შეგრძნებებზე შინაგანი მგრძნ ობელობის გასაღვიძებლად.
ციგუნის ფიზიკური პრაქტიკა: ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც სრულდება მაქსიმალური მოდუნებისა და გაწელვის მდგომარეობაში, სხეულში არსებული ბლოკების გასათავისუფლებლად.
ტაი ჩი (მოქმედების პრინციპი): საკუთარი ნების განხორციელების ხელოვნება ცნობიერი მოქმედებით ან უმოქმედობით, რომელიც შეესაბამება გარემო პირობებს.
ტაი ჩის დინამიური „საბრძოლო“ ფორმები: გულისხმობს სტაბილურობისა და ურთიერთქმედების სტრუქტურის განვითარებას მაშინ, როცა გარე პირობები მოითხოვს მყისიერ რეაქციას ან ადაპტაციას.
ტაი ჩი & ციგუნის მეთოდოლოგია მკაფიოდ განასხვავებს ორ ეტაპს, რომლებიც ადამიანის განვითარების საფუძველს ქმნის:
სხეულის რეგულაცია დამიწების მეშვეობით ესაა ციგ უნის ტექნიკური საფუძველი, რომლის გარეშე შემდგომი პროგრესი შეუძლებელია. დამიწება = ცენტრირება + ბალანსი + მოდუნება. ამ დროს ვქმნით ფიზიკურ საყრდენს, ვათავისუფლებთ ზედმეტ დაძაბულობას და ვაბალანსებთ ბიოლოგიურ პროცესებს. სტაბილურობის ეს მდგომარეობა ადამიანს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს ფიზიკური და სისტემური წონასწორობა.
ესაა მდგომარეობა, სადაც სხეული, გონება და სული მოქმედებს, როგორც ერთიანი სისტემა. მთლიანობა საფუძველი ხდება შინაგანი თავისუფლებისა და სამყაროს მიმართ გახსნილობის. როცა ცენტრი მყარია, გარე გამოწვევებისგან თავდაცვის საჭიროება აღარ არსებობს. თუ დამიწება ერთგვარი მუსიკალური ინსტრუმენტის აწყობაა, მთლიანობა მასზე ოსტატურად დაკვრის უნარია.
რა სარგებელი აქვს ტაი ჩი & ციგუნის პრაქტიკას?
სიღრმისეული განკურნება, რომელიც ეფუძნება ფიზიოლოგიისა და ბიოენერგეტიკის ღრმა გააზრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, სხეულის რეგულაციიდან მიიღწევა მთლიანობა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, ცხოვრების ყოველ ეტაპზე მაქსიმალურად ეფექტური და ჰარმონიული იყოს.
ტაი ჩი-ციგუნის დევიზია: იპოვე საყრდენი საკუთარ თავში, რათა იმოქმედო სამყაროში სრული სიცხადითა და ძალით.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
340 ლარი
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით. რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის გადახდისა და დაბრუნების პირობებს.
რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ორგანიზების ხარჯებს.მიმღები:
მ.მ ზ.წ
ანგარიშის ნომერი:
GE07TB7310345064300113

