top of page
menu-plant-final-menu.png

ტაი ჩის ორთვიანი კურსი

იური ლომიძე

22 ნოემბერი 19:00-20:30

ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩის 10 ფორმის კომპლექსის შემსწავლელი ორთვიანი კურსის უფასო ღია გაკვეთილებზე -

22 ნოემბერს, შაბათს, 19:00 საათზე;

25 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე;


 იან სტილის 10 ფორმის კომპლექსი იდეალურია დამწყებებისთვის - ის საშუალებას გვაძლევს, მალევე ავითვისოთ ტაი ჩის ძირითადი პრინციპები და მალევე ვიგრძნოთ პირველი შედეგები.


 კურსს გაუძღვება ლუმოსის უხუცესი ინსტრუქტორი, იური ლომიძე, რომელიც 45 წელია, დაოსურ პრაქტიკებს აზიარებს.


 ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე.

კურსის შეხვედრების გაკვეთილები ჩატარდება: 


პირველი ჯგუფი:

სამშაბათს 19:00 - 20:30 საათზე, შაბათს: 12:00 - 13:30 საათზე;

მეორე ჯგუფი:

ხუთშაბათი, შაბათი 19:00 - 20:15 საათზე.

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.

ორთვიანი კურსის ღირებულებაა: 450 ლარი.

კურსის დამთავრების თარიღია 31 იანვარი


 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 180 ლარის გადახდას.

დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 1 დეკემბრამდე.

17 ნოემბრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.

რას სარგებელს მიიღებთ კურსისგან?

* სხეულის გაძლიერება: მოქნილობის, ბალანსისა და ძალის მომატება;

* ჰარმონია და სიმშვიდე: რბილი, დინამიური მოძრაობები, რომლებიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას.

* სუნთქვითი პრაქტიკები: ტექნიკების შესწავლა, რომლებიც ავსებს სხეულს ენერგიით.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ, დამოუკიდებლად ივარჯიშოთ ფორმა და სურვილის შემთხვევაში, შეამოწმოთ თქვენი პრაქტიკა მასწავლებელთან. ტაი ჩი ღრმა პრაქტიკაა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებაში, კოორდინაციის გაუმჯობესებასა და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში.

უფრო ღრმად ტაი ჩის შესახებ:

ტაი ჩი ჯანმრთელობის გასაძლიერებელი სავარჯიშოებისა და საბრძოლო ხელოვნების გამაერთიანებელი უძველესი ჩინური სისტემაა, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მაგრამ ეფექტური ბუნებით. ის ეფუძნება ღრმა ცოდნას მოძრაობის, სუნთქვისა და შინაგანი ენერგიის (ცი) შესახებ.

ტაი ჩის ძირითადი პრინციპებია:

* მოდუნება და ბუნებრიობა: ყველა მოძრაობა სრულდება რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. სხეული მოდუნებულია, მაგრამ, ამასთანავე, მზადაა მოქმედებისთვის;

* სიჩქარის შენელება და უწყვეტობა: მოძრაობები სრულდება ნელა და უწყვეტად, ისე, თითქოს „დინებას" მიჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ თქვენი შინაგანი ენერგია და უკეთ აკონტროლოთ სხეული.

* შინაგანი ენერგია (ცი): ტაი ჩი ფოკუსირებულია შინაგანი ენერგიის განვითარებასა და მართვაზე. ცი მოძრაობს სხეულში, კვებავს ორგანოებსა და სისტემებს.

* წინააღმდეგობათა ერთიანობა: სირბილისა და სიმყარის, დაძაბულობისა და მოდუნების, ინისა და იანის მუდმივი შერწყმა, რაც ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს.

* დამოკიდებულება მიწასთან: ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, თითქოს ღრმად იდგამთ ფესვებს მიწაზე, რაც მოძრაობებს ანიჭებს სტაბილურობასა და ძალას.

* წრიული მოძრაობები: ტაი ჩის მოძრაობები წრიულია, რაც ხელს უწყობს ცის ჰარმონიულ მოძრაობას სხეულში.

* კონცენტრაცია და ყურადღება: მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ შეგრძნებებზე, სუნთქვასა და მოძრაობებზე. ეს აუმჯობესებს კოორდინაციასა და კონცენტრაციას.

რა სარგებლობა მოაქვს ტაი ჩის რეგულარულ პრაქტიკას?

* ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: მოქნილობის, კოორდინაციის, ძალისა და გამძლეობის ზრდა;

* მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: სტრესის შემცირება, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაციის გაძლიერება;

* შინაგანი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალის მომატება;

* დაავადებების პრევენცია: გვეხმარება გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაავადებების პრევენციაში.

* სულიერი განვითარება და თვითშემეცნება.





  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    450 ლარი

    მიმღები:

    ანგარიშის ნომერი:

    ატვირთვა
bottom of page