

იოგას კურსი ხერხემლისთვის
სალომე
4-29 დეკემბერი
დილა უნდა იწყებოდეს შვებით და არა ხერხემლის ტკივილით… ლუმოსის ახალი კურსი “იოგა ხერხემლისთვის” ზუსტად იმისთვისაა, რომ მეტად დაუკავშირდე შენს სხეულს, გაიძლიერო ხერხემალი, მოიხსნა სტრესი და მთელი დღე ისუნთქო თავისუფლად.
ჩვენი მასწავლებელი, სალომე, უკვე უამრავი ადამიანს დაეხმარა ხერხემლის დისკომფორტების მოხსნაში და თქვენც გასწავლით, როგორ დაამუშავოთ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ხერხემლის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ;
გაიძლიეროთ ხერხემლის გარშემო კუნთები ისე, რომ გქონდეთ სანდო საყრდენი
გაიუმჯობესოთ ხერხემლის მოქნილობა და დაიბრუნოთ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიმსუბუქე.
ეს კურსი შენთვისაა, თუ
☘︎ გრძნობ, რა მარტივად გეღლება ზურგი - სამსახურში თუ სახლში, უძრაობისგან თუ ბევრი მოძრაობისგან…
☘︎ გაწუხებს ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგია: თიაქარი, სქოლიოზი, პროტრუზია ან სხვა…
☘︎ არ გასვენებს დაძაბულობა მხრებში, კისრის დაჭიმულობა ან წელის ტკივილი, რომელიც ცხოვრებით ტკბობაშიც კი გიშლის ხელს…
კურსის ბოლოს აუცილებლად იგრძობ, როგორ შეიცვალა შენი მდგომარეობა უკეთესობისკენ
გაძლიერდება შენი ხერხემალი - შესაბამისად - გაძლიერდები შენც.
გეცოდინება შენზე მორგებული ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც მეტ მობილობას და მეტ ხალისს მოგცემს და სახლშიც შეძლებ დამოუკიდებლად იზრუნო ხერხემალზე.
თუ გინდა, ხერხემლის ტკივილისა და დისკომფორტის გაქრობით კავშირი დაიბრუნო შენს სხეულთან, ლუმოსში გელოდებით:
2 დეკემბერს, 20:30 საათზე, გაცნობით შეხვედრას ვატარებთ, სადაც სალომე კვინიკაძე ყველა დეტალს დიდი ზრუნვით და ყურადღებით აგიხსნის.
კურსი დაიწყება 4 დეკემბერს
შედგება 8 შეხვედრისგან და
ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 20:30-21:30 საათზე.
კურსის ღირებულებაა 185 ლარი
რეგისტრაცია გულისხმობს თანხის მთლიანად გადახდას
1 დეკემბრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
185 ლარი
რეგისტრაცია გულისხმობს თანხის მთლიანად გადახდას 1 დეკემბრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.
მიმღები:
ანგარიშის ნომერი:

