top of page

ვორქშოფები,  კურსები  ლექციები

ვვვვვ.png

ლუმოსში გეპატიჟებით ბგერებისა და ფსიქოანალიზის დახმარებით არაცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.

კურსი 4 შეხვედრას მოიცავს: 12, 19 ოქტომბერი და 2, 9 ნოემბერი.

კურსს გაუძღვებიან ბგერითი თერაპევტი, ლიკა ევგენიძე და ფსიქოანალიტიკოსი, გიორგი ხატიაშვილი.

კურსის ღირებულებაა:


ერთი დასწრება: 160 ლარი
4 დასწრება: 432 ლარი.

რა გელით კურსის განმავლობაში?
თერაპიული საღამო ორი ნაწილისაგან შედგება: ბგერითი თერაპიის ნაწილი კვარცის კრისტალის თასებით, რომელსაც გაუძღვება ლიკა ევგენიძე და ფსიქოანალიზის ნაწილი გიორგი ხატიაშვილთან ერთად.

კვარცის კრისტალის თასების მაკურნებელი ბგერები და ვიბრაციები სასიკეთოა თქვენი ემოციური, მენტალური და ფიზიკური სხეულისთვის:

 ამშვიდებს სხეულსა და გონებას;
ასუფთავებს ქვეცნობიერს;
აძლიერებს იმუნურ სისტემას;
ამცირებს სტრესსა და შფოთვას;
ათავისუფლებს ფსიქიკას უსარგებლო ემოციებისგან;
ააქტიურებს სხეულის უჯრედული აღდგენის პროცესს სიღრმისეულ დონეზე;
ააქტიურებს ცნობიერების მაღალ მდგომარეობებს;
ღრმად ადუნებს სხეულს;
ხელს უწყობს ღრმა მედიტაციის მდგომარეობის მიღწევას;
აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს;
აწესრიგებს ძილის რეჟიმს;
ამცირებს დეპრესიას;
ასტაბილურებს სისხლის წნევას;
ამცირებს ფიზიკურ ტკივილს;
ეხმარება ემოციური ტრავმებისგან გათავისუფლებაში;

 

ბგერითი თერაპიის შემდეგ ბგერებისა და ვიბრაციის ზემოქმედებით თქვენი ქვეცნობიერიდან ცნობიერებაში ამოტივტივდება სხვადასხვა გამოცდილება სიმბოლოებისა თუ შეგრძნებების სახით. ფსიქოანალიტიკოსი კი დაგეხმარებათ, გაარჩიოთ და სწორი ინტერპრეტაცია უპოვოთ მათ.

გიორგი ხატიაშცილი ჯგუფური ფსიქოანალიზის ინსტრუქტორია, რომელსაც აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფსიქოანალიზის მიმართულებით და 17 წელზე მეტია, ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯებესებაში ეხმარებაა.

 გაითვალისწინეთ, რომ თერაპიაზე დასწრება
რეკომენდებული არაა კორონალური სტენტირების დროს და ფეხმძიმეებისთვის.

რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში

4 ოქტომბერი 1800 საათიდან - 2100 საათი.png

 4 ოქტომბერს 18:00 საათზე გაპეტიჟებით მოქშა ფეიქარის თერაპიულ ვორქშოფზე

 ფლეიფაიტი - გაცნობიერებული თამაში და შერკინება

 

რა არის ფლეიფაიტი 

ფლეიფაიტი აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ აქტივობას და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის
განვითარებაში და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში
ეხმარება.

მისი მიზანია, ადამიანები გახდნენ გაცნობიერებულნი სხეულის, გონებისა და ემოციების მიმართ.
თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვხდებით უფრო ცოცხლები და სიხარულით სავსე. შეგნებული და გაცნობიერებული ბრძოლის საშუალებით ჩვენ ვაცოცხლებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ ძალას უსაფრთხო და
პატივისცემის ფარგლებში.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავში არსებულ სიღრმეებს და ამით ვცდილობთ რომ მეტი ავთენტურობა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.

ამ ინდივიდუალურ მოგზაურობაში სხვებთან ერთად ვართ ჩართულები

ფლეიფაიტის არსი 

 

ღრმა კავშირი: სხეული, გონება და ემოციები ერთიანდებიან. ისწავლე შენი საჭიროებების გამოხატვა და საზღვრების პატივისცემა, სხვებთან კავშირში ყოფნისას.

თამაში და დაპირისპირება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტად იღებს ინფორმაციას. სხეულის დაპირისპირება გვაიძულებს, რომ კომფორტის ზღვარზე მივაღწიოთ. ერთად, ისინი ზრდასა და სიცოცხლისუნარიანობას აღვივებენ!

ურთიერთობა და მხარდაჭერა: ჩვენ ვურთიერთობთ, ვკავშირდებით და ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ყველას ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. მთავარი
პრიორიტეტებია ყველას კეთილგანწყობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

ფლეიფაიტის სარგებელი 

ემოციური ინტელექტი: გააცნობიერე ემოციების სამკურნალო პოტენციალი.

სხეულის კითხვა: ისწავლე როგორ გაიგო სხეულზე დაკვირვება.

რისკების მართვა: ისწავლე როგორ შეაფასო რისკები და უპასუხო ფიზიკურ,
ემოციურ და ინტიმურ საფრთხეებს.

კონფლიქტის გადაჭრა: აღიარე კონფლიქტების ფესვში არსებული გამოუხატავი
მოთხოვნილებები.

ცხადი კომუნიკაცია: ისწავლე როგორ გამოიყენო შენი ხმა, სხეულის პოზიცია და სიჩუმე ეფექტური გზით.

წრის მუშაობა: აითვისე წრის უძველესი ნსტრუმენტი, როგორც კავშირის და უსაფრთხოების შექმნის გზა.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
ერთი პრაქტიკა - 110 ლარი

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
~
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Untitled design.png

7-11 ოქტომბერს, 09:00-10:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ოშოს დინამიური მედიტაციის კვირეულზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია.

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.

დინამიური მედიტაცია - ოშოს სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კათარზისული პრაქტიკაა

წინასწარ გაწერილი ერთსაათიანი ვარჯიში რამდენიმე ფაზისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ტემპით განსხვავდება.

დაუსრულებელ ხტუნაობას, ემოციების შეუკავებელ გამოშვებას, უკონტროლოდ სწრაფ სუნთქვას მოსდევს მედიტაციური ფაზები, რომლებიც ღრმად გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მე-სთან და კოსმიურ სიმშვიდეში გვაბრუნებს

ამ მედიტაციით შეძლებთ:
გაწმინდოთ ენერგეტიკული არხები;
გაათავისუფლო შეკავებული ემოციები;
გაააქტიურო ენერგია;
იგრძნოთ სრული სიმშვიდე და თავისუფლება;
ჩახედოთ ღრმა სტრესებს თვალებში და იმუშაოთ მათთან გამკლავებაზე.

დინამიურ მედიტაციაზე დასწრების ღირებულებაა:

3 დასწრება - 90 ლარი
5 დასწრება - 130 ლარი

 

 

Join us from October 7-11, 09:00-10:00 AM at Lumos for a week of Osho's Dynamic Meditation, led by Lumos yoga instructor, Temo Beselia.

Osho believed that in today’s information and stress-filled environment, modern individuals need a catharsis to experience joy and celebration, freeing themselves from the aggressive intrusion of the world and allowing energy to flow freely.

Dynamic Meditation is the most important cathartic practice in Osho’s teachings. 

This pre-structured one-hour session consists of several phases, each differing in tempo.

 It begins with endless jumping, the uncontrollable release of emotions, and rapid, unregulated breathing, followed by meditative phases that deeply connect us to our inner selves and return us to cosmic calm. 

Through this meditation, you will be able to:  Cleanse your energetic channels;  Release suppressed emotions;  Activate your energy;  Experience total peace and freedom;  Face deep-seated stresses and work on overcoming them.

Cost of attendance for Dynamic Meditation:

Three session: 90 GEL
Five sessions: 130 Gel
Don’t miss this unique opportunity to rejuvenate your spirit and find inner joy!  We look forward to seeing you! 

იოგას კურსი ხერხემლის თერაპიისთვის.png

ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, 19:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ახალი იოგას კურსის გაცნობით შეხვედრაზე, რომელსაც გაუძღვება იოგას ინსტრუქტორი, ჯენისი.

ხერხემლისათვის იოგას კურსის ხანგრძლივობაა ერთ თვე: 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

ვარჯიშები ჩატარდება: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00-20:00 საათზე.

კურსის ღირებულებაა: 220 ლარი

კურსის შესახებ თავად ჯენისი მოგვიყვება:

„ჩემთვის იოგა ერთია, რომელ ფორმასა და სისტემაშიც არ უნდა მოვაქციოთ ის, მაგრამ ხშირად ფიზიკური ვარჯიშისთვის მიმართულების მიცემა

სარგებლიანი და მომგებიანია.

იოგა ხერხემლისთვის ასანათა ისეთი წყებაა, რომელიც გულისხმობს ზურგის კუნთების გაძლიერებასა და ხერხემლისა და მენჯის სარტყლის დამუშავებას.

ყოველდღიურობაში უამრავ ადამიანს სხეულებრივად გამოუცდია დისკომფორტის შეგრძნება ან, თუნდაც, მსუბუქი ტრავმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაცნობიერება და მართვა, საკუთარი სხეულის დაკვირვების უნარის განვითარება.

იოგა ხერხემლისთვის განკუთვნილია მათთვის, ვისაც მჯდომარე რეჟიმი და მოდუნებული კუნთოვანი სისტემა აქვს ან სტრესულ პირობებში მუდმივ დაძაბულობასა და სხეულებრივ დაჭიმულობას გრძნობს, რაც აისახება ხერხემლის მიდამოებში ტკივილისა და დისკომფორტის სახით.

ასანებისგან მიღებული ენერგია ხშირად შვებისმომგვრელი და თერაპიულია.“

ცნობილი ტრავმების ან ტკივილის აქტიური ფაზის შემთხვევაში წინასწარ გაესაუბრეთ ინსტრუქტორს.

 

On Wednesday, September 25, at 19:00, we invite you to Lumos for an introductory meeting of a new yoga course, led by yoga instructor Janice.

The duration of the yoga course for the spine is one month, from September 30 to October 30

Classes will be held on Mondays, Wednesdays, and Fridays from 19:00 to 20:00

The course fee is 220 GEL

Janice will tell us about the course:
"For me, yoga is one, no matter what form or system we place it into, but often giving direction to physical exercise is useful and beneficial.


Yoga for the spine is a set of asanas aimed at strengthening the back muscles and working on the spine and pelvic girdle. Many people experience physical discomfort or even minor injuries in their daily lives. Therefore, it is important to become aware of this process and manage it, developing the ability to observe your own body.


Yoga for the spine is designed for those who have a sedentary lifestyle and relaxed muscular system or who constantly feel tension and physical strain under stressful conditions, manifesting as pain and discomfort in the spine area.


The energy gained from the asanas is often relieving and therapeutic."

In case of known injuries or during an active phase of pain, please consult the instructor in advance.

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება.png

 12 სექტემბერს, 19:30 საათზე ლუმოსში ანა ანთაძე, მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელი, ჩაატარებს ლექციას წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების შესახებ. ანამ წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკა შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ის ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდა-აღდგენასა და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.

რა გელით ლექციაზე? 

 გაეცნობი შესავალს წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების შესახებ;

 გაიგებ, როგორ აისახება წინაპრების როლი ჩვენს დღევანდელ რეალობაზე და როგორაა შესაძლებელი მათი დახმარებით თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება;

 მიიღებ წინაპრებთან ცნობიერად დაკავშირების გამოცდილებას.

 ჩვენ არასდროს ვართ მარტო. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს.

რა არის წინაპართა კურნება? 

 წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის
ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე.

 ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთიბა არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.

 ლექციაზე დასწრება უფასოა

 რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ ბმულზე:

http://ancestralhealing.ge/.../ancestral_lineage_healing...

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში”. 

არქეტიპების, აუმის მარათონისა და სისტემური განლაგების რითრითი.png

 ლუმოსის ვორქშოფების ახალ სეზონი 14-15 სექტემბერს მოქშა ფეიქარის თერაპიული პრაქტიკებით გაიხსნება

14 სექტემბერი - აუმის მარათონი
15 სექტემბერი - არქეტიპების ცეკვა

 ცეკვის თერაპევტები და ქოუჩები არქეტიპებს სულ უფრო ხშირად იყენებენ თერაპიაში.

რა არის არქეტიპები და რაში გვეხმარებიან ისინი?

 არქეტიპები პირველყოფილ ძალებია (პირველყოფილი ენერგიები ან არქეტიპური ძალები), რომლებსაც აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი. ისინი გამოცდილების კომპლექსებია, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს, როდესაც ცნობიერება ჯერ კიდევ არ ფიქრობდა და მხოლოდ აღიქვამდა.

 ყოველი არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს. იუნგის მიხედვით, ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება

 ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში, ძირეულ მეხსიერებაში და ვლინდება ორიგინალური ქცევისა და რეაქციის შაბლონებით, რომლებიც ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ ველში.

არქეტიპები გვეხმარება:

 ჩვენს ხელუხლებელ, ავთენტურ ცენტრში შესაღწევად;
აძლიერებს ჩვენს შინაგან რესურსებს;
გვიმარტივებს ცხოვრებისეული კრიზისების გაცნობიერებულად დაძლევას;
გვეხმარება ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) შესწავლაში, გაძლიერებასა და ჰარმონიზაციაში;
უფრო ღრმად ვიაზრებთ ცხოვრების კონტექსტს;
ვუგებთ საკუთარი თავსა და სხვებს;
ვპოულობთ შემოქმედებით გზებს შემდგომი განვითარებისთვის;

არქეტიპული ცეკვის გზით ვუკავშირდებით არქეტიპულ ენერგიას და ამ გზით ვიბრუნებთ იმას, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ დავიწყებული და გაუცნობიერებელი იყო ჩვენი განვითარების პროცესში.

არქეტიპული ენერგია მხოლოდ ერთად, ჰოლისტიკურად ავლენს ძალას, როცა ყველა არქეტიპის ყველა ასპექტი ნებადართულია არც ერთი არაა დათრგუნული.

.....

 AUM-ს მედიტაცია ოშოს მიერ შექმნილი მედიტაციური თერაპიის ტექნიკაა, რომელიც შემდგომში განავითარა მისმა მოსწავლემ და ჰოლანდიელმა თერაპევტმა, ვირეშმა.

AUM ნიშნავს Awareness, Understanding and Meditation - ცნობიერად ყოფნა, გაგება და მედიტაცია.

AUM-ს ასევე შეიძლება ეწოდოს "ემოციების ტრანსფორმაციის ალქიმია". მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფში.

რატომაა სასარგებლო AUM-ის მედიტაცია?

 გვაჩვენებს, როგორ ვიქცევით სხვებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა ემოციურ სიტუაციაში;
გვეხმარება ძველი, პატერნული ქცევების ამოცნობაში და ახალი გზებისა და მიმართულებების დასახვაში;
არეგულირებს ემოციურ ბალანსს;
სტრესს გარდაქმნის შემოქმედებით რესურსად;
გვეხმარება გრძნობების გაფილტვრასა და ადამიანებთან ურთიერთობების გაჯანსაღებაში;

AUM-ის მედიტაცია მოიცავს 13 ფაზას და თითოეულ მათგანს ეთმობა 10-12 წუთი შესაბამისი განსხვავებული მუსიკის თანხლებით.

პრაქტიკის განმავლობაში ვიმოგზაურებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ემოციურ შრეებში. ამ მედიტაციის დროს მონაწილეებს ერთმანეთისთვის ერთგვარი
სარკის ეფექტი აქვთ. ინტენსიური, სწრაფად ცვალებადი ფაზებისა და სხვებთან ინტერაქციის გზით ვეხმარებით ერთმანეთს რეფლექსიასა და საკუთარი ემოციური ცენტრის დინამიკის უკეთ გაცნობიერებაში.

 

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
ერთი პრაქტიკა - 110 ლარი
ორი პრაქტიკა - 190 ლარი

 რეგისტრაციისთვის:

მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
~
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

ბგერითი თერაპია გონგით.png

 სამშბათს, 30 ივლისს , 19:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერების სამყაროში სამოგზაუროდ, რომლის მეგზურიც იქნება ნელი აგირბა, მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიის და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი.  

ნელი თავად მოგვითხრობს, რა გველის წინ: 

"სამკურნალო, თერაპიულ ეფექტს უძველესი დროიდან იყენებდნენ. დღეს კი სულ უფრო ხშირად ენიჭება მედიტაციური, ჰოლისტიკური სამკურნალო პრაქტიკისა და სპირიტუალური, სულიერ მხარესთან დამაკავშირებელი შინაარსი. თანამედროვე დასავლურ კულტურაში ბგერითი თერაპიის სისტემა პითაგორამ დანერგა.

რა გველის ბგერით აბაზანაზე?

 ვიზუალური ხატები;
ემოციური ბლოკების გახსნა;
პასუხების პოვნა;
ახალი იდეები და შთაგონებები;
ინტუიციასთან კავშირის განცდა;
მოგონებების გაცოცხლება;
ფიზიკური ვიბრაციები;
ღრმა მოდუნება.

ბგერითი მედიტაციის გავლენა ინდივიდუალურია, ხანდახან კი საკმაოდ ინტენსიური გამოცდილებაც შეიძლება იყოს და გამოიწვიოს ბედნიერების, ბრაზის, სევდის განცდა ან გააქტიუროს უსიამოვნო ფიქრები, რომლებსაც გაურბიხართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირია ტირილიც, რადგან პროცესი შესაძლოა აღმოჩნდეს კათარზისული. 

ბგერით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 60 ლარი
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Nelly Agirba is a meditation instructor, musician, music therapy and sound vibration therapy practitioner. 

Sounds have been used as treating, therapeutic method from ancient times. Sound is more frequently associated with holistic, spiritual and meditation therapeutic approaches. It was introduced to western cultures by Pythagoras.

 Listening to sounds with the body is used to sink into unconsciousness, to activate therapeutic and restoring processes in body and mind, it is a simple technique of awareness.
What to expect from Nelly’s sound baths?

 Visual images;
Releasing emotional blockages;
Finding answers;
New ideas and inspirations;
Serendipity;
Reliving memories;
Physical vibrations;
Deep relaxation
.
Prices: 60 Gel
To sign up: send us a message
Call  595 620 001
Lumos address
71 Sairme st,  Godziashvili Park 

ტანტრის ხელოვნება.png

 9, 11 და 16 ივლისს, 19:00-22:00 საათზე ჩვენი მეგობარი გერმანიიდან, ვანესა ლუმოსში გეპატიჟებათ ვორქშოფების სერიაზე, რომელზეც ტანტრას ტრადიციულ ცნებას ცეკვის, მედიტაციისა და თეორიული სწავლების გზით გაგვაცნობს.

ვანესა თავად მოგვიყვება საკუთარი თავის შესახებ:

 „Მე ვარ ვანესა, წლებია, სულიერების, ზრდის, გაჯანსაღებისა და თვითშემეცნების გზას ვადგავარ. Მადლიერი ვარ, რომ შემიძლია შეძენილი ცოდნის გაზიარება, ვარ ტანტრა იოგას მეთოდისტი, ტანტრა-მასაჟისტი. მალე გავხდები სექს ტრენერიც, მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.lalitatantra.com.

რა არის ტანტრა? 

 ტანტრა სულიერების გზაა, რომელიც სხვადასხვა პრაქტიკებით სხეულის საშუალებით ღვთიურთან კავშირს მოიაზრებს. ესაა დაკავშირება ჩვენს სულთან და გზა გათავისუფლებისკენ, როგორც ინდივიდუალური, ასევე წყვილებში პრაქტიკით. ტანტრას მნიშვნელოვანი ნაწილია ჩაკრების გახსნა კუნდალინის ენერგიის გამოსაღვიძებლად.

თითოეული ვორქშოფზე ვიმუშავებთ სხვადასხვა ჩაკრაზე.

 9 ივლისი, პირველი ვორქშოფი - ვიმუშავებთ პირველ ორ ჩაკრაზე - მულადჰარასა და სვადისტანაზე. Ჩავუღრმავდებით სექსუალობის თეორიულ ასპექტებს და განვიხილავთ ანატომიურ განსხვავებას ქალსა და მამაკაცს შორის.

 Ჩვენი ქცევა, არსებობა, ცხოვრება ჩვენს სომატურ სისტემაშია თავმოყრილი. Სუნთქვის, მოძრაობის, რიტმისა და ტონუსის საშუალებით ჩავუღრმავდებით სხეულის შეგრძნებებს.

 11 ივლისი, მეორე ვორქშოფი - ვიმუშავებთ მანიპურასა და ანაჰატას ჩაკრებში ენერგიის გახსნაზე, ტანტრაში სუბლიმაციაზე, ვისწავლით და ვივარჯიშებთ პრანაიამაში.


ასევე დავეუფლებით პრაქტიკას ტანტრულ მედიტაციაში წყვილებში. ცეკვით შევეხებით Შივასა და შაქტის (ინისა და იანის) დინამიკურ ურთიერთქმედებას.

 16 ივლისი, მესამე ვორქშოფი - ვიმუშავებთ ზედა ჩაკრების - ვიშუდჰას, აჯნასა და საჰასრარას ენერგიებზე. განვიხილავთ სულიერებას და ცნობიერ ურთიერთობებს. შევასრულებთ ვოკალური გამოხატვის სავარჯიშოს და გამოვიყენებთ ჩვენს ხმებს უხილავ ვიბრაციასთან დასაკავშირებლად.

დასწრების ღირებულებაა:
ერთი ვორქშოფი - 60 ლარი
3 ვორქშოფი - 145 ლარი

ვორქშოფებს შეგიძლიათ დაესწროთ როგორც მარტო, ასევე თქვენს პარტნიორთან ერთად.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში
www.lalitatantra.com

 

 

My name is Vanessa, and for many years I have been on my spiritual path, growing, healing, and connecting within. I am grateful to transmit the knowledge I learned. I am a Tantra-, Yogafacilitator, Tantramasseuse, and currently becoming a Sexcoach. More details are on my webpage: www.lalitatantra.com.

Tantra is a spiritual path that includes a variety of practices. In this workshop series, you will gain an understanding of the traditional way of Tantra. Through dance, meditation, and theoretical teachings. Tantra focuses on experiencing and connecting with the divine through our bodies. It is a path to liberation through connecting with our higher spirit, whether in solo or couple practices, which we will practice in this workshop. A part of Tantra is to open our chakras to awaken our Kundalini energy. Each day, we will connect with different chakras.

You can join solo or as a couple.

 

 

09 July

In the first workshop, we will focus on the first two chakras, Muladhara and Svadistana. We will explore the theoretical aspects of sexuality, acknowledging the anatomical differences between men and women.

The way we act, exist, live, and explore resides within our somatic system. Through breath, movement, rhythm, and tonus, we delve into the depths of our bodily experience.

11 July

In the second workshop, we will connect on the energies of the Manipura and Anahata chakras. In Tantra, we work a lot with sublimation. You will learn to understand and practice Pranayama.

You will practice tantric couple meditation. We will explore the dynamic interplay of Shiva and Shakti (akin to Yin and Yang) and embody these polarities through dance.

16 July

In the third workshop, we will delve into the upper chakras: Vishuddha, Ajna, and Sahasrara, exploring the subtler levels of our being.

We will discuss spirituality, and conscious relationships. Additionally, we will engage in vocal expression exercises, using our voices to connect to the subtle levels of vibration.
George Mirotadze
9/11/16 July 19-22pm

Prices:
60 lari 1 day

3 days - 145 lari

energy body healing 2-Days workshop (1).png

16 ივნისს, კვირას, 18:00 საათზე აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი, თამარა და მუსიკოსი სოფი ლუმოსში გეპატიჟებიან გონების, სხეულისა და სულის სინთეზის საღამოზე. ჩვენი მიზანია სასიცოცხლო ენერგიის შევსებით გამოწვეული სიამოვნების შეგრძნება.

რა გელით თერაპიულ საღამოზე?

 ჯგუფური მედიტაცია გულის გასახსნელად ჰავაიური განახლებისა და მიტევების პრაქტიკით, სახელად Ho’oponopono;

 სხეულის 12 მერიდიანის გააქტიურება;

 ინსტრუქტორების დახმარებით ხერხემლის სწორად დაჭერა და მოდუნება ბავშვის პოზაში;

 სხეულის მდგომიარე პოზიციები;

 მერიდიანებში ენერგეტიკული ნაკადის გააქტიურება;

 შინაგანი ორგანოებისა და სისტემების კი-ს სასიცოცხლო ენერგიით შევსება (კი-იაპონურად, ჩი-ჩინურად);

 კონცენტრაცია გულის მერიდიანზე, მკერდის უკან (ბედნიერების) ჯირკვლის სტიმულირება;

 სივრცის ჰარმონიაზაცია;

 წრეში გაერთიანება და ერთმანეთთან ხელების შეხებით ენერგიის გაერთიანება, ერთმანეთის მიღება;

 ცეკვით მოძრაობის თერაპია;

 გულის გამხსნელი იოგა ნიდრა სოფისთან ერთად;

 დასასრულს, Om მედიტაცია და ბგერითი თერაპია.

დასწრების ღირებულებაა: 80 ლარი;

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

NUMEN with (TAMA & Sophie Mantra)

Mind Body and Spirit unity practice with body movements and sound healing
at LUMUS

15/06/2024
18:00-21:00

AGENDA

* We gather and meditate to start opening our heart / Ho’oponopono

* Slowly start stretching and activating meridians of the body

* Slowly we flow into standing pose start body tapping charging our 12 meridians and organs/systems with the vital energy Ki (Japanese) Chi (Chinese).

* We put our attention on heart meridian by stimulating “the happiness gland” the thymus.

* We draw number 8 in the air with our hands/ creating energy ball to harmonize the space.

* Rest in child pose, while we facilitate expending the spine of each participant.

* Slowly we flow into DMT (dance movement therapy)

* We make a circle and synchronize energy by feeling hands and acknowledging each participants importance in the group.

* As a final part, Sophie offers a heart opening soundhealing session to dive into the transcendent power of sound alongside with the Yoga Nidra.

Cost of a session: 80 Lari.

 To sign up: send us a message or
Call
595 620 001
Lumos address: 
71 Sairme st,  Godziashvili Park

ტანტრას ვორქშოფი ქალებისთვის.png

 15 ივნისს, შაბათს, 17:00 საათზე ვანესა გეპატიჟებათ ტანტრას ოთხსაათიან ვორქშოფზე ქალებისთვის. 

 ვანესა იოგას ინსტრუქტორია გერმანიიდან, დაკავებულია ცეკვით, როგორც ექსპერიმენტით მოძრაობაში და სხვადასხვა ცერემონიული პრაქტიკით, ფლობს ტანტრული მასაჟის ხელოვნებას, არის თმის, როგორც ჩვენი ენერგეტიკული სხეულის ნაწილის, სტილისტი. ვანესა მუდმივად სიახლეებისა და აღმოჩენების ძიებაშია და სიყვარულით გაგვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. 

რა გელით ვორქშოფის განმავლობაში? 

სუნთქვითი ვარჯიშები;
ცეკვა;
კუნდალინი მედიტაცია;
სიმღერა;
მედიტაცია;
გაზიარების წრე;

ვორქშოფზე ვისწავლით, როგორ ვიპოვოთ ღრმა კავშირი ქალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შინაგან ორგანოსთან, საშვილოსნოსთან. ვიგრძნოთ მთლიანობა, შემოქმედებით ენერგია და თვითგამოხატვის თავისუფალი გზები.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Tantra Woman Workshop on 15 OF June at 17:00-21:0 o'clock in Lumos yoga studio 

My name is Vanessa, and for many years I have been on my spiritual path, growing, healing, and connecting within. I am grateful to transmit the knowledge I learned. I am a Tantra, Yogafacilitator, Tantramasseuse and currently becoming a Sexcoach. More details are on my webpage: www.lalitatantra.com.

In the workshop, you will gain an understanding of the Tantric Women path. Learn to deepen your connection to your feminine energy. In Tantra, we connect to the Kundalini energy, which connects us through the divine. We will dive into the subtler energy level of our body.
Are you ready to embrace the transformative Shakti energy within?

Kundalinidance
Womb meditation & womb vocal expression
Pranayama
Heart & Breast connection

We embark on a journey to connect with our Anahata Chakra, Yonis and Wombspace.

Kundalini Dance: Anahata Chakra
Immerse yourself in the transformative Kundalini Dance, where we open our heartspace. Through the opening, we connect to divine and unconditional love.

Womb Vocal Expression
When we open our voices, we unlock the resonance within our Yonis. Engaging in a dialogue with our Wombspace and Yoni, we allow their expression to flow through the power of our voices.

Pranayama
We delve into the opening and purification of our nadis—energy channels. Utilizing the breath as a constant companion, we learn to reconnect with our body and spirit.

Heart & Breast connection

Through the mediation journey, we will connect to our Heart space & Breast, which will prepare us for the Kundalini Dance. We want to let the energy flow and free our center of blockages.
www.lalitatantra.com

Cost of workShop: 50 Gel.

 To sign up: send us a message.
Call
595 620 001
Lumos address: 
71 Sairme st,  Godziashvili Park

7; 2000 საათი (1).png

ლუმოსის ინტრუქტორიs, ვარლამ ჩარკვიანი ერთთვიანი საავტორო კურსით გვიბრუნდება და 10 ივნისს, 08:30 საათზე გეპატიჟებათ ღია, გაცნობით გაკვეთილზე.

კურსი ა მოიცავს 12 გაკვეთილს ერთი თვის განმავლობაში. გაკვეთილები ჩატარდება:
ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 08:30-10:00 საათზე.

ვარლამის ინტეგრალური პრაქტიკა აერთიანებს ციგუნს, იოგას, კონცენტრაციასა და მედიტაციას. ფსიქოფიზიკური პრაქტიკების ერთობლიობა ეხმარება პრაქტიკოსს შინაგანი პროცესების დაკვირვებაში, აღქმასა და გაცნობიერებაში.

 სწავლების ეს მეთოდი ვარლამმა 27 წლიანი პრაქტიკის შედეგად შეიმუშავა.

 კურსზე დასწრება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მოვარჯიშეების.

საავტორო პრაქტიკის შესახებ ვარლამი თავად მოგვითხრობს:

 ''ჩემი პრაქტიკა მიმართულია ადამიანის ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის გაძლიერებასა და დამშვიდებაზე, რაც მოგვცემს საშუალებას, მედიტაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავზარდოთ ყურადღება.
სიმშვიდიდან ხომ ყველაზე მარტივია დაიწყო საკუთარ ფიქრებზე, ემოციებზე, გრძნობებზე დაკვირვება."

ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი.
ერთთვიანი კურსის ღირებულებაა: 210 ლარი.
ერთჯერადი დასწრება: 30 ლარი.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

იოგას გაწელვები (1).png

28 მაისს, 09:00 საათზე გეპატიჟებით დინამიური იოგას ახალი კლასის გახსნაზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის გამოცდილი პილატესის ინსტრუქტორი, ვინაი სწავლების 20 წლიანი გამოცდილებით. დაიწყეთ დილა ენერგიულად და ამაღლებული განწყობით.

რა გელით ვინაის დილის დინამიკურ კლასზე?

ძალის, წონასწორობისა და მოქნილობის დაბალანსებული ერთსაათიანი ვარჯიში, რომელიც ღრმა სუნთქვასთან ერთად გაააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.

ხანგრძლივი დაყოვნება იოგას სხვადასხვა პოზიციაში და ბალანსის სავარჯიშოები თანაბრად აძლიერებს და ანაწილებს ძალას მთელ სხეულში. კუნთების ელასტიკურობის გასაზრდელად დაგვეხმარება გაწელვითი ასანები. გაწელვა არის ფიზიკური ვარჯიშის ფორმა, რომელიც წელავს კონკრეტულ კუნთს ან მყესს (ან კუნთების ჯგუფს ) და სძენს ტონუსს. შედეგად კი იზრდება კუნთების კონტროლის შეგრძნება, იმატებს მოქნილობა და ფართოვდება მოძრაობის დიაპაზონი.

ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი.

 

ვინაის დილის რეგულარული კლასები ჩატარდება:
სამშაბათსა და ხუთშაბათს 09:00-10:00 საათზე

გაკვეთილები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Yoga improves strength, balance and flexibility.

Slow movements and deep breathing increase blood flow and warm up muscles, while holding a pose can build strength. Balance on one foot, while holding the other foot to your calf or above the knee (but never on the knee) at a right angle.The physical poses of yoga, or asanas, are indeed muscular stretches. Taken as a whole, the asanas completely stretch every single muscle in the body. Taken singularly, they could be called isometric stretches, which are a combination of a stretch that is held to turn it into a strength building exercise.Stretching is a form of physical exercise in which a specific muscle or tendon (or muscle group) is deliberately expanded and flexed in order to improve the muscle's felt elasticity and achieve comfortable muscle tone. The result is a feeling of increased muscle control, flexibility, and range of motion.

Attandence price: 20 Gel

TANTRA.png

 8 ივნისს, შაბათს, 15:00-18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ტანტრის ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება ინდოეთიდან საგანგებოდ მოწვეული იოგას ინსტრუქტორი, აქილესი.

 აქილეში არის იოგას ინსტრუქტორი, რეიკის ოსტატი და სულიერი მენტორი, რომელმაც დააფუძნა მაჰამუკტი იოგა. აქილეში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, უძღვება იოგას გაკვეთილებსა და ვორქშოფებს მილიონობით სტუდენტისთვის სხვადასხვა ქვეყანაში.

Რა არის ტანტრა?

ტანტრა ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი ცნებაა თანამედროვე საზოგადოებაში. ტანტრა არის მეცნიერება, მექანიზმი, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორ გარდავქმნათ ჩვენი სექსუალური ენერგია უმაღლესი ენერგიის ცენტრად და გამოვაღვიძოთ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი.

ისევე, როგორც დედამიწას, ჩვენს სხეულსაც აქვს სხვადასხვა ცენტრი, რომლებიც გვეხმარება მატერიალურ სამყაროში ფუნქციონირებისთვის. ამ ცენტრების სიღრმისეული შემეცნებითა და გააქტიურებით შეგვიძლია ვიცხოვროთ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებით არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ დონეზე.

ვორქშოფის განმავლობაში ვისწავლით, როგორ გარდავქმნათ სექსუალური ენერგია ზეცნობიერამდე, როგორ დავამყაროთ კავშირი საყვარელ ადამიანებთან;

ვორქშოფის განმავლობაში მედიტაციის, სუნთქვისა და მოძრაობის საშუალებით დავუკავშირდებით ჩვენს ცენტრს.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 95 ლარი.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

 Welcome to our Tantra Workshop in Lumos with Indian master Akhilesh 8th June.

What is tantra?

Tantra is one of the very confusing word in the modern socity.
Tantra is a mechanism, a science, which helps us to understand, how we can transform our sexual energy to the higher energy centres for the shake of creativity beauty and prosperity, success in it day today life.

we have different centre in our Body, just like earth has a Centre to rotate on its Excess, so too we human being also have different centres, from that centres we are functioning in this material world, if you understand the centres profoundly and activate them we can have a healthy and beautiful life not only the material life, but also spiritual life, that can bring brighter and beautiful life.

We will learn the Art of how to elevate our Sex energy to Superconsciousness. We learn, How to connect with our loved one. We will have meditation, breath movement, body movement and then move to stillness. To connect with our center

price of workshop: 95 Gel

კათარზისული მედიტაციები დაძაბულობის მოსახსნელად.png

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.

 კუნდალინი მედიტაცია ქვეცნობიერში ჩაძირვის საშუალებით დაგეხმარებათ, უკეთ აღიქვათ, გაიცნოთ, დაუახლოვდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.

ღირებულებაა: 30 ლარი.

ჩაკრალური სუნთქვა, რომელიც გულისხმობს ღრმა და აქტიურ სუნთქვას თითოეული ჩაკრის თანმიმდევრობით. ამ დროს თქვენს ყურადღებას მიმართავთ თითოეულ ჩაკრაზე თანმიმდევრობით, სუნთქვა კი გეხმარებათ, გამოაღვიძოთ და გააცნობიეროთ თქვენი ენერგეტიკული ცენტრები, აავსოთ ენერგიით და ჰარმონიულად დაუკავშიროთ ისინი ერთმანეთს. სუნთქვითი მედიტაცია რეკომენდებულია უზმოზე.

 

იმოგზაურე ვიბრაციულ განზომილებებში.jpg

 კვირას, 19 მაისს , 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერების სამყაროში სამოგზაუროდ, რომლის მეგზურიც იქნება ნელი აგირბა, მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიის და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი.  

ნელი თავად მოგვითხრობს, რა გველის წინ: 

"სამკურნალო, თერაპიულ ეფექტს უძველესი დროიდან იყენებდნენ. დღეს კი სულ უფრო ხშირად ენიჭება მედიტაციური, ჰოლისტიკური სამკურნალო პრაქტიკისა და სპირიტუალური, სულიერ მხარესთან დამაკავშირებელი შინაარსი. თანამედროვე დასავლურ კულტურაში ბგერითი თერაპიის სისტემა პითაგორამ დანერგა.

რა გველის ბგერით აბაზანაზე?
ვიზუალური ხატები;
ემოციური ბლოკების გახსნა;
პასუხების პოვნა;
ახალი იდეები და შთაგონებები;
ინტუიციასთან კავშირის განცდა;
მოგონებების გაცოცხლება;
ფიზიკური ვიბრაციები;
ღრმა მოდუნება.

ბგერითი მედიტაციის გავლენა ინდივიდუალურია, ხანდახან კი საკმაოდ ინტენსიური გამოცდილებაც შეიძლება იყოს და გამოიწვიოს ბედნიერების, ბრაზის, სევდის განცდა ან გააქტიუროს უსიამოვნო ფიქრები, რომლებსაც გაურბიხართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირია ტირილიც, რადგან პროცესი შესაძლოა აღმოჩნდეს კათარზისული. 

ბგერით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 60 ლარი
 

Nelly Agirba is a meditation instructor, musician, music therapy and sound vibration therapy practitioner. 

Sounds have been used as treating, therapeutic method from ancient times. Sound is more frequently associated with holistic, spiritual and meditation therapeutic approaches. It was introduced to western cultures by Pythagoras.

 Listening to sounds with the body is used to sink into unconsciousness, to activate therapeutic and restoring processes in body and mind, it is a simple technique of awareness.
What to expect from Nelly’s sound baths?

 Visual images;


Releasing emotional blockages;
Finding answers;
New ideas and inspirations;
Serendipity;
Reliving memories;
Physical vibrations;
Deep relaxation
.
Prices: 60 Gel

energy bady healing with Vasu & akilesh.png
no-mind.png

 20-26 მაისს, 11:00-13:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ოშოს ერთკვირიან პრაქტიკაზე, No-Mind, რომელსაც გაუძღვება ლილა, ოშოს მედიტაციური თერაპიების (Born Again, No Mind და Mystic Rose) სერტიფიცირებული ფასილიტატორი. ლილამ ცოდნა მიიღო ინდოეთში ლილა იზლერისგან, რომელმაც ენერგეტიკული პრაქტიკები შექმნა და განავითარა ოშოს უშუალო დავალებითა და წინამძღოლობით.

კურსის ღირებულებაა: 200 ლარი.


გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია კურსის ყველა სესიაზე დასწრება.

რა გველის ერთკვირიანი No-Mind-ის პრაქტიკაზე? 

No-Mind-ი მედიტაციური თერაპია გონებრივი დაძაბულობის გამოთავისუფლებისა და შინაგან სიჩუმეში ჩაძირვის მეთოდია, რომელიც ღრმად წმენდს ჩვენი ცნობიერების შრეებს.

პრაქტიკის შესახებ ოშო წერდა: „მხოლოდ არა-გონება არის შემოქმედებითი გონება. როდესაც გონება ქრება და რჩება სუფთა, შეურყვნელი სიცარიელე, წარმოიქმნება შემოქმედებითობა. ათას ერთი ყვავილი ყვავილობს მასში".

No-Mind (არა-გონება) არის მძლავრი მედიტაციური თერაპია, რომელიც შედგება 2 ფაზისგან:

 პირველი ფაზა: ერთი საათის განმავლობაში კათარზისული გამოთავისუფლება, რომელიც უძველესი სუფიური მეთოდია და გულისხმობს ემოციების გამოხატვას ხმებითა და სხეულებრივი მოძრაობებით გონებრივი ანალიზის გარეშე. ამ ეტაპზე არ "არსებობენ" სიტყვები. თერაპია მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო მთელი არსებით ხართ მასში ჩართული.

"ილაპარაკეთ, იყვირეთ, იცინეთ, იტირეთ, იხმაურეთ, გამოიყენეთ ჟესტები ისე, რომ არ იფიქროთ რაციონალურობაზე, გონივრულობაზე, მნიშვნელობაზე, აზრზე. რაც უფრო ექსპრესიული იქნებით, მით უფრო მეტად იგრძნობთ სიმსუბუქეს, თავისუფლებასა და სიცოცხლეს." ამ დროს ვივიწყებთ გონების მუდმივი ვერბალიზაციის ჩვევას და საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, გამოვხატოთ ყველაფერი, რაც დათრგუნულია ჩვენში. გონება ცარიელდება და დგება ერთსაათიანი შინაგან სიჩუმეში ჩაძირვის ფაზა.

მეორე ფაზა: ცარიელი, ჩუმი გონების მდგომარეობა, რომელიც სავსეა ცნობიერებით. თქვენ ისევ გაქვთ გონება, მაგრამ ის დუმს - ეს არის No-Mind, რასაც ოშო უწოდებს ,,თქვენი ცხოვრების დიდ რევოლუციას".

,,მე ვმუშაობ თანამედროვე ადამიანთან, რომელიც ყველაზე მოუსვენარი არსებაა, მაგრამ მას შეუძლია მიაღწიოს სიჩუმეს; უბრალოდ საშუალება უნდა მივცეთ, რომ გამოხატოს სიგიჟე, შეშლილობა, შემდეგ კი სიჩუმე თავისთავად მიიღწევა’’ - ოშო.

რატომ არის ეს კურსი სასარგებლო და ღირებული?

ყველა დაძაბულობა ეფუძნება შინაგან კონფლიქტს, რომლებიც წარმოიქმნება ცნობიერ და არაცნობიერ გონებებს შორის გაუგებრობით. ამ მეთოდით შესაძლებლობა გვაქვს, ხიდი გავდოთ მათ შორის.

მედიტაციისთვის არაა საჭირო ფიზიკური მომზადება, პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

It is a one-week Gibberish Meditation course from 20 - 26 May created by Osho.

Gibberish allows us to express emotions and thoughts without the limitations and patterns of words and to clean the “noise in the head”. Then we can enjoy the quiet space created within us.

This meditation has two stages.

First stage – gibberish


Start making nonsense sounds. Make any sound you like, but do not speak in a language, or use words that you know. Allow yourself to express whatever needs to be expressed within you. Throw everything out, go totally mad. Go consciously crazy. The mind thinks in words. Gibberish helps break up this pattern of continuous verbalization. Without suppressing your thoughts, you can throw them out in gibberish. Everything is allowed: sing, cry, shout, scream, mumble, talk. Let your body do whatever it wants: jump, lie down, pace, sit, kick and so on.

Second stage – silent sitting

After the gibberish, sit absolutely still, silent and relaxed, gathering your energy inwards, letting your thoughts drift further and further away from you, allowing yourself to fall into the deep silence and peacefulness that is at your center. You may sit on the floor or use a chair. Your head and back should be straight, your body relaxed, your eyes closed and your breathing natural.

Cost of a course: 200 Gel

 1-ელ ივნისს, შაბათს, 13:00-16:00 საათზე და 2 ივნისს, კვირას, 12:00-14:00 საათზე ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი ინდოეთიდან, ვასუ და ასევე ინდოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმარი, აქილესი, გეპატიჟებათ ჩაკრების გამოღვიძების ორდღიან ვორქშოფზე.

 ვასუს იოგას სწავლების 20 წლიანი გამოცდილება აქვს და მის ვორქშოფებსა და სწავლების კურსებს შეხვდებით როგორც ლუმოსში, ასევე ინდოეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ვასუს იოგას კლასებს გამოარჩევს ენერგიულობა, მთლიანი სხეულის აქტიური ჩართულობა ვარჯიშის პროცესში და კუნთების ინტენსიური გაწელვა, რაც გვავსებს ახალი ენერგიით და გვეხმარება გარემოსთან ბალანსის მიღწევაში.

 აქილეში არის იოგას ინსტრუქტორი, რეიკის ოსტატი და სულიერი მენტორი, რომელმაც დააფუძნა მაჰამუკტი იოგა. აქილეში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, უძღვება იოგას გაკვეთილებსა და ვორქშოფებს მილიონობით სტუდენტისთვის სხვადასხვა ქვეყანაში.

რა გელით ვასუსა და აქილეშის ორდღიან ვორქშოფზე?

იოგა და ჩაკრების გამოღვიძება 

 იოგას ასანების დანიშნულება ჩაკრების, ენერგეტიკული ცენტრების გამოღვიძებაა, რაც მოითხოვს ფაქიზ მიდგომას ჩვენს ენერგეტიკულ სხეულთან. იოგას პოზიციები და სუნთქვა ინსტრუმენტია, შევაღწიოთ ჩვენი ფიზიკური სხეულის ფაქიზ შრეებში და გამოვათავისუფლოთ ენერგიის ნაკადი.

 ვორქშოფი დაგვეხმარება ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრზე ფოკუსირებაში სუნთქვითი სავარჯიშოებითა და გიდირებული მედიტაციით, რათა გამოვაღვიძოთ ის და ენერგიამ დაიწყოს თავისუფალი დინება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ მიზანი, რათა უფრო მეტი ენერგია და ძალისხმევა გავიღოთ ჩვენი ქმედებებისთვის.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
ერთი დღე: 90 ლარი;
ორივე დღე: 180 ლარი.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

 Welcome to our Yoga and Chakra Awakening Workshop in Lumos with Indian masters Vasu and Akhilesh 1-2 of June.

 Vasu is a Indian yoga teacher from yoga homeland Rishikesh. He has 20 years yoga teaching experience. Work with all level of yogis and also people who want to become instructor.

 Akhilesh Bodhi is professional Yoga instructor, Reiki master and spiritual mentor, is the founder of the Mahamukti Yoga. Akhilesh has travelled worldwide to teach Yoga classes to millions of students and conducted regular yoga retreats and workshops in various countries like Austria, Turkey, Bali, Indonesia and other European / US countries.

 All yoga asanas are meant to awaken the Chakras the energy center but we are not aware of the awakening. Chakra awakening is subtle work on our subtle body or energy Body. we must use Yoga posture as tool to open the body. This we will use yoga and Breath as tool to inter into subtle body to unblock the Passages of energy flow.

 We're organising this workshop where we will learn art of Focus on energy center to Vibrant them so energy can flow. Breathing exercises and guided meditation which will help you to awake in the energy centres. More than that we must understand the path and and the Goal with out understanding if we do any yogic kriya it will have not much effect unless we understand. once we understand we out more energy in our action, there would be quilt of your action. so this will be the theme of our workshop during my stay in Georgia.

One Day: 90 Gel
Two Days: 180 Gel

For sign up: call us
595 620 001
text us in chat or on e-mail
Info4lumos@gmail.com
Lumos address
71 Sairme st, Godziashvili Park

Theokinesis is a sacred and creative butoh dance theatre.png

4, 6, 11, 13, 18 ივნისს 20:00-21:30 საათზე ლუმოსში Ბუტოს მოცეკვავე და განმანათლებელი, ადამ კოენი გაუძღვება თავის ახალ კურსს, სახელწოდებით თეოკინეზი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ რწმენასა და მისტიციზმს.

ადამი ბუტოს მოცეკვავე და განმანათლებელია. კლასიკური ცეკვის შესწავლის შემდეგ, 2013 წელს ის შეუერთდა ბუტოს აკადემიას დარამსალაში, ინდოეთში.


2016 წლიდან მოყოლებული, ადამის ხელმძღვანელობით ამერიკაში, ევროპაში, მექსიკასა და ინდოეთში ჩატარებული ვორქშოფების ჯამური რაოდენობა 1000 საათია.

თეოკინეზი საკრალური და შემოქმედებითი ბუტოს ცეკვის თეატრია, რომლის მონაწილეც სხეულის მეშვეობით ამყარებს კავშირს ღმერთთან. Სხეული და სივრცე, რომელშიც იმყოფება სხეული, იქცევა ეკლესიად.

ვორქშოფებზე გამოვიყენებთ ბუტოს, როგორც შემოქმედებით ინსტრუმენტს სხეულის ყოველდღიური შეზღუდვებისგან გასათავისუფლებლად, რომ მან დაუბრკოლებლად გამოხატოს თავი საკრალურ ველში.

 

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
1 ვორქშოფი: 50 ლარი;
5 ვორქშოფი: 200 ლარი.

4, 6, 11, 13 and 18th June at 8:00PM-10:30 PM Butoh dance performer and educator Adam Koan will guide his new pedagogy known as Theokinesis, a butoh based in the Christian faith and its mysticism.

Theokinesis is a sacred and creative butoh dance theatre. The witness establishes a personal relationship with God, responding through the body. The body and immediate space become the church.

The workshops use the creative tool of butoh dance theatre in order to free the body of everyday constraints so that it can more readily act as a sacred offering.

About Adam:

Adam is an international butoh performer, educator, and network facilitator. Originally trained in classical dance, he specialized in butoh in 2013 by joining the Subbody butoh academy in Dharamsala, India. Since then, he has been exposed to 42 butoh educators throughout the world.

Since 2016, he has guided approximately 1,000 hours throughout Europe, USA, Mexico, and India. His latest project is Theokinesis which is also featured in the latest ICDF (International Christian Dance Fellowship) website magazine.

price of workshop:
one workshop: 50 Gel;
5 workshop: 200 Gel

438754913_821324650025129_4979747510540744313_n.jpg

19 მაისს, 18:00 საათზე, მოქშა ფეიქარი ლუმოსში გეპატიჟებათ არქეტიპების ცეკვის პრაქტიკაზე.

მოქშა ფეიქარი სისტემური, საოჯახო და საორგანიზაციო განლაგების მეთოდოლოგიის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი და მედიტაციური თერაპიების სპეციალისტია მრავალწლიანი გამოცდილებით.

ცეკვის თერაპევტები და ქოუჩები არქეტიპებს სულ უფრო ხშირად იყენებენ თერაპიაში.

რა არის არქეტიპები და რაში გვეხმარებიან ისინი?

 არქეტიპები პირველყოფილ ძალებია (პირველყოფილი ენერგიები ან არქეტიპური ძალები), რომლებსაც აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი. ისინი გამოცდილების კომპლექსებია, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს, როდესაც ცნობიერება ჯერ კიდევ არ ფიქრობდა და მხოლოდ აღიქვამდა.

ყოველი არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს. იუნგის მიხედვით, ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება


ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში, ძირეულ მეხსიერებაში და ვლინდება ორიგინალური ქცევისა და რეაქციის შაბლონებით, რომლებიც ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ ველში.

 

არქეტიპები გვეხმარება:

 ჩვენს ხელუხლებელ, ავთენტურ ცენტრში შესაღწევად;
აძლიერებს ჩვენს შინაგან რესურსებს;
გვიმარტივებს ცხოვრებისეული კრიზისების გაცნობიერებულად დაძლევას;
გვეხმარება ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) შესწავლაში, გაძლიერებასა და ჰარმონიზაციაში;
უფრო ღრმად ვიაზრებთ ცხოვრების კონტექსტს;
ვუგებთ საკუთარი თავსა და სხვებს;
ვპოულობთ შემოქმედებით გზებს შემდგომი განვითარებისთვის;

არქეტიპული ცეკვის გზით ვუკავშირდებით არქეტიპულ ენერგიას და ამ გზით ვიბრუნებთ იმას, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ დავიწყებული და გაუცნობიერებელი იყო ჩვენი განვითარების პროცესში.


არქეტიპული ენერგია მხოლოდ ერთად, ჰოლისტიკურად ავლენს ძალას, როცა ყველა არქეტიპის ყველა ასპექტი ნებადართულია არც ერთი არაა დათრგუნული.

არექეტიპების ცეკვაზე დასწრების ღირებულებაა: 110 ლარი

7; 2000 საათი (1).png

ლუმოსის მონატრებული ინტრუქტორი, ვარლამ ჩარკვიანი ერთთვიანი საავტორო კურსით გვიბრუნდება და 10 მაისს, 08:30 საათზე გეპატიჟებათ ღია, გაცნობით გაკვეთილზე.

კურსი დაიწყება 13 მაისს და მოიცავს 12 გაკვეთილს ერთი თვის განმავლობაში. გაკვეთილები ჩატარდება:
ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 08:30-10:00 საათზე.

ვარლამის ინტეგრალური პრაქტიკა აერთიანებს ციგუნს, იოგას, კონცენტრაციასა და მედიტაციას. ფსიქოფიზიკური პრაქტიკების ერთობლიობა ეხმარება პრაქტიკოსს შინაგანი პროცესების დაკვირვებაში, აღქმასა და გაცნობიერებაში.

 სწავლების ეს მეთოდი ვარლამმა 27 წლიანი პრაქტიკის შედეგად შეიმუშავა.

 კურსზე დასწრება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მოვარჯიშეების.

საავტორო პრაქტიკის შესახებ ვარლამი თავად მოგვითხრობს:

 ''ჩემი პრაქტიკა მიმართულია ადამიანის ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის გაძლიერებასა და დამშვიდებაზე, რაც მოგვცემს საშუალებას, მედიტაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავზარდოთ ყურადღება.


სიმშვიდიდან ხომ ყველაზე მარტივია დაიწყო საკუთარ ფიქრებზე, ემოციებზე, გრძნობებზე დაკვირვება."

 

ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი.
ერთთვიანი კურსის ღირებულებაა: 210 ლარი.
ერთჯერადი დასწრება: 30 ლარი.

გაწმენდისა და განახლების რითრითი სალომესთან, ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად.png

10, 11 და 12 მაისს, ლუმოსის იოგასა და მედიტაციის მასწავლებელი, შივო გეპატიჟებათ თვითშემეცნების სამდღიან მოგზაურობაში, მედიტაციის შესწავლის რითრითზე.

პირველი დღე: პარასკევი, 20:00 საათი - შესავალი მედიტაციაში.
შივო ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: 

 რა არის მედიტაცია და როგორ ფუნქციონირებს ჩვენი გონება?
რომელი გონებრივი ინსტრუმენტები მონაწილეობს მედიტაციაში?
როგორ მივხვდეთ, რამდენად სწორად ვმედიტირებთ?  როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები მედიტაციაში?
როგორ დავგეგმოთ ყოველდღიური პრაქტიკის დრო?

პირველ დღეს ასევე შევისწავლით საბაზისო მედიტაციას, რომელიც იქნება ჩვენი ფუნდამენტი შემდეგი დღეებისთვის.

მეორე დღე: შაბათი, 11:00 საათი - პრაქტიკის გაღრმავება.

გავეცნობით მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკას, მათ შორის მედიტაციას ობიექტზე, სუნთქვაზე, მეტა მედიტაციას, მედიტაციას თანაგრძნობაზე და ა.შ. აღმოაჩენთ, რომელი პრაქტიკა იქნება თქვენთვის უფრო მიმზიდველი და რომლის გაღრმავებას გააგრძელებთ მომავალში.

მესამე დღე: კვირა, 11:00 საათი - მედიტაციის ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და განვითარების პერსპექტივები.

ბოლო დღეს განვიხილავთ:
როგორ შეგვიძლია მედიტაციის პრაქტიკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
როგორ შეუძლია აამაღლოს მედიტაციამ ჩვენი ცხოვრების ხარისხი;
გაზარდოს ყურადღება;
კონტროლი ჩვენს მენტალურ მდგომარეობებზე;
შინაგანი ბედნიერების განცდა.

ვისაუბრებთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი მედიტაციის პრაქტიკა და თვითშემეცნების სხვა რა ინსტრუმენტები შეიძლება აღმოვაჩინოთ.

მიუხედავად იმისა, ახლა იწყებ მოგზაურობას თუ გამოცდილი მედიტატორი ხარ, მედიტაციის სამი გაკვეთილი მოგცემს ახალ შესაძლებლობებს ზრდისთვის, თვითგანვითარებისა და შინაგანი სიმშვიდისთვის.

მედიტაციის სამდღიან მინი რითრითზე დასწრების ღირებულებაა თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა დონაციის პრინციპით.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

 11 აპრილს, 19:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ტიბეტური იოგას ღია გაკვეთილზე, რომელსაც გაუძღვება საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული ინსტრუქტორი ფაცილია, სწავლების გამოცდილებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის დალაი ლამას ბიბლიოთეკაში, დჰარამსალაში.

გაკვეთილი ჩატარდება ინგლისურ და რუსულ ენებზე.


ტიბეტური იოგას უძველესი ხელოვნება ასევე ცნობილია იანტრა იოგას სახელით, რომელიც ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ტექსტებსა და ტრადიციებს. ტიბეტური იოგა აერთიანებს სხეულის მოძრაობებს, რიტმულ სუნთქვასა და გონების კონცენტრაციას სხეულის, გონებისა და სულის უნიკალური და ტრანსფორმაციული გამოცდილებისთვის.

ტიბეტური იოგა ავარჯიშებს სუნთქვას, ამშვიდებს გონებას და აჯანსაღებს სხეულს. პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მოვარჯიშეებს.


ტიბეტური იოგას ღია გაკვეთილზე დასასწრებად შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა.

მინიმალური დონაციის ღირებულებაა: 15 ლარი.

რეგულარული კლასები ჩატარდება:

სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს:
19:00 - 20:30

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში.

ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 

 საირმის 71  გოძიაშვილის პარკში 

Discover the ancient art of Tibetan Yoga, also known as Yantra Yoga, at Lumos Studio!

This Buddhist yoga tradition is inclusive, welcoming all body types and constitutions, flexible or not, with or without experience. It trains the breath, calms the mind, and promotes overall health.
Rooted in centuries-old texts and traditions, Tibetan Yoga combines body movements, rhythmic breathing, and mental focus to create a unique and transformative experience.

Led by the only authorized instructor in Georgia, Fazilia, who has taught and conducted courses worldwide, including at the Dalai Lama’s library in Dharamsala, Lumos Studio offers an exclusive opportunity to explore this sacred practice.

Immerse yourself in a tradition that has stood the test of time and join us for a journey of body, mind, and spirit to discover the transformative power of Tibetan Yoga.
Cots of attandence: donation based.

min donation:15 Gel

Regular classes will held:

Tuesday , Thursday, Saturday
7PM - 8:30PM

431932851_794407149383546_2691264364474875331_n.jpg

 8-14 აპრილს ლუმოსში გეპატიჟებით ოშოს ერთკვირიან პრაქტიკაზე, Born Again, რომელიც ხელახლა აღმოგვაჩენინებს ჩვენს ბავშვობას წარსული ფსიქოლოგიური გამოცდილების ვერბალური გაანალიზების გარეშე.

სესიები ჩატარდება 11:00-13:30 საათზე 8-დან 14 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე

 პრაქტიკას გაუძღვება ლილა, ოშოს მედიტაციური თერაპიების (Born Again, No Mind და Mystic Rose) სერტიფიცირებული ფასილიტატორი. ლილამ ცოდნა მიიღო ინდოეთში ლილა იზლერისგან, რომელმაც ენერგეტიკული პრაქტიკები შექმნა და განავითარა ოშოს უშუალო დავალებითა და წინმძღოლობით.

რა გველის ერთკვირიანი Born Again-ის პრაქტიკაზე?

 "ოდესღაც ჩვენ ყველანი ნამდვილები და ლაღები ვიყავით! ვიცინოდით, ვტიროდით, ვბრაზდებოდით, ვცეკვავდით, დავხტოდით და აღფრთოვანებისგან ვყვიროდით, ვცხოვრობდით უდანაშაულობის შეგრძნებით და არაფერი ვიცოდით, გარდა იმისა, რაც აწმყოში გვჭირდებოდა.

თუმცა ძალიან პატარები ვიყავით და სხვებისგან სიყვარული გვჭირდებოდა, რადგან სიყვარული ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა. სიყვარულის ფასი კი გაზრდა, დასერიოზულება და წესიერად მოქცევა იყო. როცა კარგი ბიჭები და კარგი გოგოები გავხდით - დავკარგეთ ბუნებრიობა და ჩვენი ნამდვილი სახე.

სამყარო იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ გვინდოდა შეგვესწავლა ის და ყველაფერი აღმოგვეჩინა "გარეთ". ასე დაგვავიწყდა, ვინ ვართ სინამდვილეში და დავკარგეთ არცოდნაში მოდუნების თანდაყოლილი უნარი.

ეს კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, შეგნებულად ავირჩიოთ სილაღის, უმანკოების, ბუნებრიობის, სიცილის გზა... ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და თავისუფლება, ვიპოვოთ საკუთარი თავი, ცენტრი და დავიბრუნოთ შინაგანი სიხარულის განცდა.

კურსი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში და გულისხმობს ყოველდღურ 2 საათიან პრაქტიკას. პირველი საათის განმავლობაში საკუთარ თავს ისევ ბავშვად ყოფნის უფლებას დართავ - აღმოჩნდები ბავშვობაში და თავისუფლად გამოხატავ ემოციებს, ყველაფერი ნებადართულია, გარდა სხვა ადამიანებისთვის რაიმეს დაშავებისა. ბოლო ერთი საათი კი გულისხმობს სიმშვიდეში ჯდომასა და ჯგუფურ მედიტაციას, რომლის დროსაც თავს იგრძნობთ განახლებულად და უშფოთველად.

აუცილებელია ჯგუფის ყველა სესიაზე დასწრება.

კურსის ღირებულებაა: 200 ლარი.

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

It is a one-week process from 8-14 April created by Osho to rediscover the beauty of childhood without verbalizing or analyzing our past psychological experiences.

The course includes one hour of allowing yourself to just be a child again, and one hour of silent sitting together as a group.

For the first hour of this Multiversity course, you behave like a child. Just enter your childhood. Whatever you wanted to do, do it – dancing, singing, jumping, crying, weeping – anything at all, in any posture. Nothing is prohibited except touching other people. Don’t touch or harm anyone else in the group.

BECOMING A CHILD AGAIN

Once upon a time we were all real! Just naturally ourselves. When we wanted to laugh, we laughed. When we wanted to cry, we cried. When we were angry, we were angry. We danced and jumped and shrieked with delight. Playfulness was our essence. We lived in innocence, knowing nothing, except what we needed in that moment.

We were very small and needed the love of others, it was our only security. The price for that love was that we started “growing old,” rather than just naturally maturing and “growing up.” The day we became good boys and girls was a catastrophe. We stopped growing – we became artificial, unnatural, serious….

Also, the world around us was so exciting and we wanted to go “out” and discover everything, and so we became so knowledgeable about everything except ourselves. In the process we forgot who we really are, and lost the innate ability of relaxing into not-knowing.

Now is our chance to take ourselves back to that same fork in the road. This time we can consciously choose to take the path of playfulness, innocence, naturalness, laughter… rediscovering our originality, individuality and freedom. And once we are on the road of authenticity, then finding ourselves, finding our center, finding our own inner joy will happen by itself.

Then follows the hour of just sitting silently. You will be fresher, more innocent, and meditation will become easier.

 

Cost of a course: 200 GEL

 To sign up: send us a message
Call  595 620 001
Lumos address
71 Sairme st,  Godziashvili Park 

 

იოგა ნიდრა (1).png

შაბათს, 16 მარტს, 19:00 საათზე გეპატიჟებით იოგა ნიდრას საღამოზე ეკატასთან ერთად, რომელიც თავად მოგვითხრობს პრაქტიკის შესახებ:

 "იოგა ნიდრა სანსკრიტული სიტყვაა და იოგურ ძილს ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკის დროს უნდა ვეცადოთ, არ დავიძინოთ და გავუყვეთ ძილსა და სიფხიზლეს შორის ვიწრო ბილიკს ქვეცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.

 ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარეობაში სხეულის სრული მოდუნებით გადავდივართ და ვუსმენთ ხმას, რომელიც რუდუნებით დაატარებს ჩვენს ყურადღებას სხვადასხვა ადგილას. ამ მოგზაურობისას განცდილი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები ყველასთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მონაწილის განზრახვაზე. თუმცა, ღრმა დასვენების, განტვირთვისა და სიმსუბუქის შეგრძნება, იოგა ნიდრას პრაქტიკას რომ მოაქვს, ყველა დამსწრესათვის საერთოა."

იოგა ნიდრას პრაქტიკა ჩატარდება შავასანას, ანუ ზურგზე მწოლიარე პოზიციაში. პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, წინასწარი გამოცდილების გარეშე.

ეკატა იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელია. იოგა ნიდრა მისი საყვარელი პრაქტიკაა, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზე ზრუნვისთვის. ეკატა დაინტერესებულია სხეულის ენის კვლევით. დაკვირვების ინსტრუმენტად კი იყენებს ცეკვას, როგორც პრაქტიკას სხეულში დაბუდებული დაჭიმულობების, ტრავმებისა და ბლოკებისგან გასათავისუფლებლად. ეკატას მოწოდება ხალხის გაერთიანებაა და ხშირად მართავს თავისუფალი ცეკვის საღამოებს, ქალების შეკრებებსა და სხვა ათასგვარ ფერად-ფერად მოგზაურობებს.

იოგა ნიდრას პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა: 35 ლარი

 

Yoga Nidra in direct translation from Sanskrit means yogic sleep. However the only thing one has to do during the practice, is trying not to fall asleep, and follow the subtle path between waking and dream worlds, in order to explore own subconscious. The condition is entered using deep relaxation, following the voice that is guiding our attention points. The experience and results of this journey is very individual, depending on the intentions of the participants. However mostly attendants leave the session with deep feeling of rest, rejuvenation and lightness.

Yoga Nidra will be conducted in “shavasana”, which is relaxing asana lying on the back. Everybody can take part, without any prior yogic experience.

Ekata has been practicing yoga almost twenty years. Since four years she is a certified teacher. And yoga Nidra is her favourite practice for both taking care of herself, and sharing with others. Her main research topic is language of the body. And beside yoga she is deeply in love with dancing, and using with medium for freeing the body from tensions, traumas and blockages. Ekata’s calling is getting people together. She often does free dance gatherings, female retreats and many more colourful unions.

Cost of a session: 35 GEL

 

7; 2000 საათი.png

 ხუთშაბათს, 7 მარტსა და 4 აპრილს 19:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით 5Rhythms®-ის ცეკვის პრაქტიკაზე, რომელსაც გაუძღვება თაკო მეგრელიშვილი 5Rhythms®-ის მასწავლებლის ტრენინგის პროგრამის ფარგლებში.

 პრაქტიკას დავიწყებთ სხეულის მსუბუქი გახურებით, რასაც მოჰყვება პრაქტიკის მოკლე წარდგენა და 5Rhythms®-ის დემო; ვიცეკვებთ ინსტრუქციის გარეშე, ჩვენი მეგზური იქნება მუსიკა და საკუთარი სხეული.

 გაბრიელა როტის მიერ შექმნილი 5Rhythm® ფილოსოფია, პერსპექტივა, პერფორმანსული ხელოვნება და დინამიური მოძრაობის პრაქტიკაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ ფსიქიკის განკურნება მოძრაობითაა შესაძლებელი.

 მოძრაობა, როგორც ხელოვნების გზით განკურნების მეტაფორა, საერთოა ყველა ენობრივი, კულტურული და ასაკობრივი ჯგუფისთვის.

დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი;
წყვილებისა და სტუდენტებისთვის: 20 ლარი

 რეგისტრაციისთვის:


მოგვწერეთ ჩათში:

ან დაგვირეკეთ:


595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Welcome to the 5Rhythms® Sweat with Tako.
5Rhythms® Sweat is offered as part of the 5Rhythms Teacher in Training mentorship program. I am mentored by Hannah Loewenthal.

5Rhythms® Sweat is a 1.5 hrs session. We start with a warm-up, then a brief introduction and demonstration of the 5Rhythms, followed by an unguided Wave where the music moves you and your body is the teacher.

About the 5Rhythms®

Created by Gabrielle Roth and practiced by tens of thousands worldwide, 5Rhythms® is a philosophy, perspective, performance art and a dynamic movement practice rooted in the principle that if you put the psyche in motion it will heal itself. Movement is both the medicine and the metaphor, reaching across all languages, cultures and age groups to transform suffering into art, art into awareness, and awareness into action.

Wherever the 5Rhythms® are practiced, a community is born to dance, to sweat, to change, to support, and to provide a safe space for each of us to shatter the ego’s hold and awaken the juicy, unpredictable, fascinating, edge-walking, rock star part of ourselves that yearns to be free.

 Cost of a session: 30 Lari.
for students and couples: 20 Lari

 To sign up: send us a message or
Call

 595 620 001
Lumos address: 

 71 Sairme st,  Godziashvili Park 

 

ბგერითი თერაპია გონგით.png

 კვირას, 24 მარტს, 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერების სამყაროში სამოგზაუროდ, რომლის მეგზურიც იქნება ნელი აგირბა, მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიის და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი. ნელი თავად მოგვითხრობს, რა გველის წინ:

"სამკურნალო, თერაპიულ ეფექტს უძველესი დროიდან იყენებდნენ. დღეს კი სულ უფრო ხშირად ენიჭება მედიტაციური, ჰოლისტიკური სამკურნალო პრაქტიკისა და სპირიტუალური, სულიერ მხარესთან დამაკავშირებელი შინაარსი. თანამედროვე დასავლურ კულტურაში ბგერითი თერაპიის სისტემა პითაგორამ დანერგა.

რა გველის ბგერით აბაზანაზე?

 ვიზუალური ხატები;
ემოციური ბლოკების გახსნა;
პასუხების პოვნა;
ახალი იდეები და შთაგონებები;
ინტუიციასთან კავშირის განცდა;
მოგონებების გაცოცხლება;
ფიზიკური ვიბრაციები;
ღრმა მოდუნება.

ბგერითი მედიტაციის გავლენა ინდივიდუალურია, ხანდახან კი საკმაოდ ინტენსიური გამოცდილებაც შეიძლება იყოს და გამოიწვიოს ბედნიერების, ბრაზის, სევდის განცდა ან გააქტიუროს უსიამოვნო ფიქრები, რომლებსაც გაურბიხართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირია ტირილიც, რადგან პროცესი შესაძლოა აღმოჩნდეს კათარზისული."

ბგერით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 60 ლარი

 

კათარზისული მედიტაციების სამი დღე.png
SOUND THERAPY WITN GONG.png

9 მარტს, 10 საათზე ლუმოსში ჩვენი გამოცდილი იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია გაუძღვება ოშოს თერაპიულ-კათარზისულ პრაქტიკას დინამიური მედიტაცია.

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.

დაუსრულებელ ხტუნაობას, ემოციების შეუკავებელ გამოშვებას, უკონტროლოდ სწრაფ სუნთქვას მოსდევს მედიტაციური ფაზები, რომლებიც ღრმად გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მე-სთან და კოსმიურ სიმშვიდეში გვაბრუნებს

ამ მედიტაციით შეძლებთ:
გაწმინდოთ ენერგეტიკული არხები;
გაათავისუფლო შეკავებული ემოციები;
გაააქტიურო ენერგია;
იგრძნოთ სრული სიმშვიდე და თავისუფლება;
ჩახედოთ ღრმა სტრესებს თვალებში და იმუშაოთ მათთან გამკლავებაზე.

პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა:
ერთი დასწრება - 30 ლარი.

 

dynamic meditation awaits you in Lumos with our instructor Temo.


About practice. Meditation is lead by our yoga teacher Temo: 

claimed that modern people need movement to arrive at inner stillness. He said that the more traditional forms of meditation were devised for people of a different era. Those earlier meditators spent all day working labor-intensive jobs, so they had a much easier time sitting still.

this practice take you from your own mental chaos to deep gratitude of life. Many meditations have this effect, but this style works through your body to help you access the benefits more fully.

A few of the reported benefits of this meditation style are:

Releasing old patterns;
Releasing negative thoughts and emotions;
A renewed sense of aliveness;
Releasing stagnant or heavy energy in the body;
Feeling light, weightless, and carefree;
Gaining more energy;
Letting go of the ego;
A restored sense of gratitude;
A deeper sense of relaxation and peace;
Increased longevity;
Release of anger which eliminated negative chemicals from the body;
Heightened senses.

 Cost of a session: 30 Lari.
To sign up: send us a message or
Call
595 620 001
Lumos address: 
71 Sairme st,  Godziashvili Park 

Blue and Black Illustrative Dad Father's Day Facebook Event Cover.png

შაბათს, 2 მარტს, 19:00 საათზე გეპატიჟებით ლუმოსში ნატალიას მონატრებულ გონგის ბგერით

ცერემონიაზე, რომელიც:

 დაამშვიდებს და ენერგეტიკულად გაწმენდს გონებას;
გაათავისუფლებს სხეულს ემოციური ბლოკებისგან;
დაგვეხმარება საკუთარ თავთან ღრმა კავშირის დამყარებაში;
გაააქტიურებს სისხლის მიმოქცევას;
მოამარაგებს ქსოვილების ჟანგბადით;
ღრმა დონეზე მოადუნებს სხეულს;
დააბრუნებს შინაგანი ორგანოების ბუნებრივ სიხშირეს.

 გონგის ეფექტის შესახებ ნატალია თავად გვიამბობს:

"გონგს შამანები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ, როგორც მაკურნებელი, ასევე სადღესასწაულო და კომუნიკაციის დანიშნულებით.

გონგის ვიბრაცია სხეულისა და გონებისთვის ღრმა ბგერითი მასაჟია, რომელიც ანელებს ტვინის, გულისა და სუნთქვის სიხშირეს და გადაჰყავს ღრმა დასვენებისა და მედიტაციურ მდგომარეობაში გადაჰყავს." 

ნატალია, იგივე კირტი ​​პურან კაური კუნდალინი იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელია და რვა წელზე მეტია, სიყვარულით აზიარებს თავის ცოდნას კოლუმბიაში, გერმანიასა და საქართველოში.

 

როგორ მოვემზადოთ გონგის ბგერითი ცერემონიისთვის? 

არ მიიღოთ მძიმე საკვები ორი საათით ადრე;
ხილისა და მსუბუქი საკვების მიღება ნებადართულია 30 წუთით ადრე;
რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის მიღება

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების ან გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ, გთხოვთ, აცნობოთ მასწავლებელს.

გონგის ცერემონიაზე დასასწრებად არაა საჭირო წინასწარი ცოდნა და გამოცდილება, მედიტაციიას ეს ფორმა ყველასთვის შესაძლებელია.

დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

 The time has come again to be lost in vibrations of Gong.


2th March, at 19:00 o'clock we are inviting you to join us on Lumos to spend tuneful evening together
Sound Ceremony with gong - An opportunity to connect and surrender to healing vibrations.

 Natalia tells us about gong:

"Gong has been used as a shamanic healing tool, celebratory instrument and a method of communication for thousands of years.

 During the sound ceremony the participants will be immersed in the vibrations of the instrument, that can be described as a sonic massage, as the body and mind will respond to the sound and vibration.

This vibrations cause the brain, heart and respiratory rates to slow, allowing the participants to go into a deep relaxation and enter a meditative space.

Gong baths can help to develop a better ability to cope with stress, help move emotional blockages from trauma, and to reduce tension, anger, fatigue, anxiety and depression."

No knowledge or experience is required and it can be viewed as a form of meditation accessible to everyone.

How to prepare for the ceremony:

Do not eat heavy meals two hours before.
Fruits and light snacks are okay to eat up to 30 minutes before.
It is recommended to drink plenty of water before and after the session.

 If you have any health issues please inform the teacher before the session starts

 Cost of a session: 50 GEL

 To sign up: send us a message
Call  595 620 001

Lumos address
71 Sairme st,  Godziashvili Park 

სამშაბათს, 27 თებერვალს, 11:00 საათზე უკრაინაში მოღვაწე გამოცდილი იოგი, ირინა მუსილიანი ლუმოსში Გეპატიჟებით Shadow Yoga-ს 6 კვირიანი კურსის უფასო გაცნობით გაკვეთილზე.

ღია გაკვეთილზე დასასწრებად და კურსის გასავლელად გამოცდილება არაა აუცილებელი პირობა და შესაძლებელია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პრაქტიკოსებისათვის.

ღია გაკვეთილი დაეთმობა Shadow Yoga-ს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპლექსს - ბალაკრამას (Stepping into Strength), Რომელიც სრულდება უწყვეტ მოძრაობაში და ემსგავსება ცეკვას ასევე ტაიჩის.

 

Რა გველის 6 კვირიან კურსსზე:

Გაცნობითი ხასიათის ვორქშოფი - თითოეული მოძრაობის შესწავლა, რომ კომპლექსი ერთიან, ჰარმონიულ ცეკვას დაემსგავსოს.
Ინდივიდუალური პრაქტიკა.

 

Კურსის ხანგრძლივობაა 6 კვირა, 27 თებერვალი - 4 აპრილი.

Shadow Yoga-ს პრაქტიკაში ადვილად ამოიცნობთ ასანას სტატიკურ პოზიციებს, რომლებიც სრულდება სუნთქვასთან სინქრონულად.

Რა სარგებელი მოაქვს Shadow Yoga-ს პრაქტიკას?

აუმჯობესებს სუნთქვის ხარისხს;
Აღადგენს სხეულის ბუნებრივ შესაძლებლობებს;
Აუმჯობესებს ჯანმრთელობას;

 

Ღრმა სუნთქვა ხსნის შფოთვას და ეფექტი მალევე თვალსაჩინოა.

Shadow Yoga-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.shadowyoga.com

ირინამ იოგას სამყარო უკრაინაში ცხოვრების დროს აღმოაჩინა და განსაკუთრებით დაინტერესდა Shadow Yoga-თი, რომელიც ძველ ტანტრულ ტექსტებსა და პრაქტიკას ეფუძნება. Shadow Yoga, თავის მხრივ, ჰათჰა იოგას საფუძველი გახდა. ირინა რეგულარულ კლასებს ატარებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. Მისი სახელი Shadow Yoga-ს ოფიციალურ საიტზე სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებს შორისაა - website: www.shadowyoga.com

 

გაკვეთილები ჩატარდება:

სამშაბათსა და ხუთშაბათს:
11:00-12:30 საათზე.

 

Კურსი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

კურსის ღირებულებაა: 240 ლარი;
ერთჯერადი დასწება: 30 ლარი.

 

OPEN CLASS
Balakrama. Introduction to Shadow Yoga

Monday: September 18
Time: 11:00 AM - 12:30 AM

Lumos studio, 71 Sairme street (inside Godziashvili park)
Language: Eng
Registration is required

This Open class will be dedicated to one of the fundamental forms of Shadow Yoga named Balakrama (Stepping into Strength). It is a dynamic form and resembles a dance. The movements are natural and simple, though not easy to perform, and are coordinated with the breath, which brings slowly into order the natural current of the life energy - Prana.

No restrictions, this class can be attended independently of your yoga level or experience. It will introduce you to Shadow Yoga approach. Soon it will be possible to attend the detailed course of Balakrama for all interested students.

Please find more information about Shadow Yoga here: www.shadowyoga.com

BALAKRAMA. INTRODUCTION TO SHADOW YOGA

The course is dedicated to Balakrama (Stepping into Strength), the basic sequence of Shadow Yoga.
The whole course will last 6 weeks. It consists of two parts - workshop and individual practice.
During each class of the workshop we’re going to study different movements step by step, until it becomes an integral and harmonious dance. And then we will try to practice it individually, so called self-practice.

Looking through this yoga dance you can see and guess the static postures - asanas.
The smooth and slow movements are coordinated with breath. That influences the quality of breathing process which leads to pranayama.


As a result of this kind of practice the natural abilities are restoring and the body gains a healthy state. The breath becomes more subtle and deep changing the state of the mental faculty relieving it from anxiety and mechanisms.
All the benefits will be seen.

Please find detailed Information about Shadow Yoga here:
www.shadowyoga.com

“BALAKRAMA”
Stepping into Strength
Februaty 27 - 4 April
Thuesday and Thuersday 11:00-12:30 pm

Lumos studio, 71 Sairme street (inside Godziashvili park)
Language: En/…

 

The payment fee for the whole course is 240 lari.

No restrictions. This course is available for beginners and more advanced practitioners.

იდუმალი ვეფხისტყაოსანი (1).png

 სამშაბათს , 27 თებერვალს, 20:00 საათზე, ლუმოსი დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს მამა გურამ ოთხოზორიას უმასპინძლებს.

 მამა გურამი შეეცდება ვეფხისტყაოსნის იმ დაფარულ შრეებში გვამოგზაუროს, რომლის დანახვა ჭკუით რთულია, გულის გონებით კი ადვილად მისაწვდომი.

რა იმალება მთავარი ამბის მიღმა?
რისკენ მიისწრაფიან მთავარი გმირები?
რა ხერხებსა და მეთოდებს მიმართავენ გამთლიანების გზაზე?

ლექციაზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი.

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში 

გამთლიანების რითრითი ლაგოდეხში (2).png

17 თებერვალს, 19:00 საათზე ლუმოსის იოგას ინსტრუქტრები, სალომე სარაჯიშვილი და თემო ბესელია გეპატიჟებათ ბიოენერგეტიკულ პრაქტიკაზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: იოგა წყვილებისთვის და ბიოენერგეტიკა წყვილებში.

პრაქტიკაზე დასასწრებად არაა აუცილებელი გამოცდილება გქონდეს იოგას პრაქტიკაში ან გყავდეს მეწყვილე.

წყვილებისთვის იოგას პრაქტიკას წარუძღვება სალომე სარაჯიშვილი, რომელიც თავად მოგვითხრობს, რა გველის წინ:

"სიტყვა "იოგა" სანსკრიტულ ენაზე გაერთიანებას ნიშნავს. წყვილების იოგას მიზანიც ესაა - ინტიმური ურთიერთობისთვის უფრო ღრმა კომუნიკაციის დამყარება.

წყვილების იოგა აერთიანებს მოძრაობას, თამაშს, სუნთქვასა და ერთმანეთზე დაკვირვებას.

რატომაა სასარგებლო წყვილების იოგა თქვენი უერთიერთობისთვის?

 აძლიერებს ურთიერთნდობას;
გეხმარებათ ასანების ეფექტურად დამუშავებაში;
გასწავლით საკუთარი და პარტნიორის სხეულის მოსმენასა და გაფრთხილებას;
ქმნით სახალისო საერთო მოგონებებს;
გმატებთ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების მოტივაციას.

ბიოენერგეტიკულ სავარჯიშოებს წყვილებისთვის კი თემო გასწავლით:

როგორ მოვიხსნათ ბლოკი მენჯის არეში და გვააქტიუროთ სექსუალური ცენტრი სხეულის გარკვეული პოზების, სუნთქვებისა და ვიბრაციის საშუალებით.

პრაქტიკას ექსტაზური ხასიათი აქვს და კათარზისულია - ათავისუფლებს ენერგეტიკულ არხებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ცენტრებს. მისი შესრულება შესაძლებელია დამოუკიდებლად, პარტნიორის გარეშე.

დასვენების შემდეგ შევისწავლით მთვარის ცენტრებს ქალებსა და კაცებში - ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვან წერტილებს წყვილების პირადი ცხოვრებისთვის. მათი გააქტიურების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია კუნდალინი იოგასა და თეთრი ტანტრის სწავლებაში.

პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა: 80 ლარი

რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში

ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში

5Rhythms® sweats (1).png

 8 თებერვალს, 20:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით 5Rhythms-ის პრაქტიკაზე, რომელსაც გაუძღვება თაკო მეგრელიშვილი 5 რიტმის მასწავლებლის ტრენინგის პროგრამის ფარგლებში.

 პრაქტიკას დავიწყებთ სხეულის სხვადასხვა ნაწილის მსუბუქი გახურებით, რასაც მოჰყვება პრაქტიკის მოკლე წარდგენა და დემო; ვიცეკვებთ ინსტრუქციის გარეშე, ჩვენი მეგზური იქნება მუსიკა და საკუთარი სხეული.

 გაბრიელა როტის მიერ შექმნილი 5Rhythms® ფილოსოფია, პერსპექტივა, პერფორმანსული ხელოვნება და დინამიური მოძრაობის პრაქტიკაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ ფსიქიკის განკურნება მოძრაობითაა შესაძლებელი.

 მოძრაობა, როგორც ხელოვნების გზით განკურნების მეტაფორა, საერთოა ყველა ენობრივი, კულტურული და ასაკობრივი ჯგუფისთვის.

https://www.5rhythms.com/teachers/Tako+Megrelishvili
***
დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი;
წყვილებისა და სტუდენტებისთვის 20 ლარი

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:

ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

Welcome to the 5Rhythms® Sweat with Tako.
5Rhythms® Sweat is offered as part of the 5Rhythms Teacher in Training mentorship program. I am mentored by Hannah Loewenthal.

5Rhythms® Sweat is a 1.5 hrs session. We start with a warm-up, then a brief introduction and demonstration of the 5Rhythms, followed by an unguided Wave where the music moves you and your body is the teacher.

About the 5Rhythms®

Created by Gabrielle Roth and practiced by tens of thousands worldwide, 5Rhythms® is a philosophy, perspective, performance art and a dynamic movement practice rooted in the principle that if you put the psyche in motion it will heal itself. Movement is both the medicine and the metaphor, reaching across all languages, cultures and age groups to transform suffering into art, art into awareness, and awareness into action.

Wherever the 5Rhythms® are practiced, a community is born to dance, to sweat, to change, to support, and to provide a safe space for each of us to shatter the ego’s hold and awaken the juicy, unpredictable, fascinating, edge-walking, rock star part of ourselves that yearns to be free.

 Cost of a session: 30 Lari.
for students and couples 20 Lari

 To sign up: send us a message or
Call

 595 620 001
Lumos address: 

 71 Sairme st,  Godziashvili Park 

Creativity. Connection. Community.

მარმარილოს დედა (2).png

შაბათს, 10 თებერვალს, 14:30 საათზე ნუკა, ბუნების ელჩი, ენერგეტიკული მკურნალი და ლუმოსის სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი გიწვევთ ექვს შეხვედრიანი ვორქშოფების სერიის პირველ ინტენსივზე, რომლის თემაც იქნება: დანაკლისის აღიარება.

 ნუკა თავად მოგვიყვება ვორქშოფის შესახებ:

 "ჩვენ ყველას დაგვაკლეს და გვეტკინა. ტკივილი რომ გავუშვათ, უნდა ვაღიაროთ და დავინახოთ.
როცა აღიარებას გარეთ ვეძებთ, ხშირად ყრუ კედლებს ვეხეთქებით, რომლის შეუვალობა უსუსურობის განცდას გვიჩენს. აუღიარებლობა ან შინაგან სინამდვილეს აყენებს ეჭვქვეშ და თვითრწმენას გვაკარგვინებს, ან ბრაზი გვერევა და სამართლიანობის მოთხოვნილება გვახრჩობს. ბრძოლაში გათანგულები გამოსავალს შეგუებაში ვხედავთ, გაჩუმება კი მიღებაში გვერევა. თითქოს ვნებდებით, მაგრამ მაინც შინ დაბრუნების ლტოლვასა და შინიდან თავის დაღწევის მძაფრ სურვილს შორის ვიხლიჩებით.

 აღიარებას მიეძღვნება პირველი შეხვედრა. წრფელი გულით მოვისმენთ დანაკლისის ისტორიას და ვაღიარებთ მის არსებობას."

 ვორქშოფზე ჯგუფური დინამიკით ვიმუშავებთ კვირის თემის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილზე.

მსურველთათვის შეიქმნება ტელეგრამ ჯგუფი, სადაც მონაწილეები მიღებული გამოცდილების გაზიარებას და დამატებითი მასალების მიღებას შეძლებენ:

 გრინბერგის მეთოდის პრაქტიკულ, ფიზიკურ სავარჯიშოებს;
ვიდეო ლექციებს;
სხეულის ენერგეტიკული გაწმენდისა და მედიტაციის სხვადასხვა პრაქტიკას;
სურვილისამებრ, კვირაში ერთხელ დაიგეგმება ონლაინ შეხვედრა კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

რა არის კურსის მიზანი, რატომ ''მარმარილოს დედა''

 „დედის თემა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო ამოცანა აღმოჩნდა, დედის იარის მოშუშება კი მთავარი წინაპირობა საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღებისა. ფესვების განკურნებიდან თავისუფალ შემოქმედებამდე - ესაა ჩემი მდიდარი გამოცდილების ხურჯინი, რომელიც ამ კურსით მინდა გადმოგცე.

 „მარმარილოს დედა“ ის ქალია, რომელმაც ვერ მოგცა ის, რაც შენ გჭირდებოდა. რა გჭირდებოდა, რა მოიპოვე და რა დათმე ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად, - მხოლოდ შენ იცი და უბრალოდ, შეიძლება დაგავიწყდა.
როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, რომ არა ეს დანაკლისი, და როგორაა შესაძლებელი ამ დანაკლისის ფასეულობად გარდაქმნა, - ეს ის მთავარი განძია, რომელსაც ამ კურსის გავლით იპოვი და თან წაიღებ.“

 ვორქშოფების სერია არის მათთვის, ვინც დაინტერესებულია თვითგამორკვევითა და ღრმა ტრანსფორმაციით, ფსიქიკის განკურნებითა და დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო ცოდნის შეძენით.

 

შესავალ ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
65 ლარი.
მომდევნო ვორქშოფები: 80 ლარი
6 ვორქშოფის ფასი: 350 ლარი

 რეგისტრაციისთვის:

მოგვწერეთ ჩათში.

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში 

ბოლივუდის ცეკვები ზუმბას ელემენტებით.png

შაბათს, 3 თებერვალს, 14:00 საათზე ლუმოსში ცხელი, ენერგიული და ხალისიანი სიახლე გვაქვს, ზუსტად ისეთი, ზამთრის ცივ დღეებთან გამკლავებასა და შინაგანი ცეცხლის დანთებაში რომ დაგვეხმარება.

ყოველ შაბათს, 14:00 საათზე ვინაის ექსკლუზიური კლასი გააერთიანებს ზუმბას, კარდიო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს ჩვენი ფიზიკური და მენტალური სხეულის გასაძლიერებლად.

ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი

კლასს გაუძღვება ლუმოსის გამოცდილი იოგასა და პილატესის ინსტრუქტორი, ვინაი, რომელსაც სწავლების 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მის ვორქშოფებსა და სწავლების კურსებს შეხვდებით როგორც ლუმოსში, ასევე ინდოეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

ვინაის იოგასა და პილატესის კლასები გამოირჩევა ენერგიულობით, ძირითადი აქცენტი ვარჯიშის პროცესში მთლიანი სხეულის აქტიური ჩართულობა და კუნთების ღრმა გაწელვაა, რაც გვავსებს ენერგიით და გვეხმარება გარემოსთან ჰარმონისს მიღწევაში.

ზუმბა ინტერვალური ვარჯიშია, რომლის დროსაც ერთმანეთს ენაცვლება დაბალი და მაღალი ინტენსივობის საცეკვაო სვლები, რაც აჩქარებს გულისცემას და ზრდის სხეულის გამძლეობას კარდიო დატვირთვისთვის.

ზუმბა საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გასაძლიერებლად, ის არა მხოლოდ აერობიკული დატვირთვაა (იმატებს გულისცემა), არამედ აქვს ანაერობული სარგებელიც, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებაზე.

რა სარგებელი აქვს ცეკვას?

 ამცირებს სტრესს;
ამაღლებს განწყობას;
აუმჯობესებს სხეულის კოორდინაციას;
დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე;
ზრდის მოტივაციას;
ღრმა კავშირის დამყარებით საკუთარ სხეულთან იმატებს თავდაჯერებულობა.

ეს კლასი საუკეთესო სინთეზია იმისათვის,
რომ

 გაიძლიეროთ ფიზიკური სხეული;
შეიძინოთ გამძლეობა სხვადასხვა პოზაში;
გაიუმჯობესოთ მოქნილობა და ბალანსი;
გაწელოთ კუნთოვანი ქსოვილი;
აიმაღლოთ მენტალური ცნობიერება.

ვინაის პილატესის რეგულარული კლასები ლუმოსში ტარდება:

ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს
19:15-20:15 საათზე;

ზუმბას, კარდიო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიში:
შაბათს 14:00-15:00 საათზე

 

14:00-15:00 საათზე
გაკვეთილები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

You’re invited to Vinay's open Zumba Dance Cardio workour class.

Vinay is from capital of yoga Rishikesh with 20 years of teaching expirience. He often do workshops and teachers training course in India, China and some Europian cities.

he classes move between high- and low-intensity dance moves designed to get your heart rate up and boost cardio endurance. It'sAs long as you move to the beat of the music.

And since Zumba involves movement of the entire body — from your arms to your shoulders and to your feet — you'll get a full-body workout that doesn't feel like work. Zumba targets lots of different muscle groups at once for total body toning. Boosts your heart health. You not only get aerobic benefits (it really gets your heart rate up), you also get anaerobic benefits – the kind that help you maintain a good cardiovascular respiratory system. Helps you de-stress.Zumba is a Total-Body Workout.

Zumba Promotes Endurance.

Dancing is Great for Reducing Stress.
Dancing Helps Improve Your Coordination.
You'll get a Major Confidence Boost

Attandence price: 20 Gel

 For registration:
Write us on our page
Mail us at : info4lumos@lumos.ge
Call us : 959 620 001
Our new studio adress: 
Sairme St. 71. Inside Godziashvi

acid Queen (1).png

ლუმოსში გეპატიჟებით სიყვარულის, სექსუალობისა და სქესობრივ დუალობათა გამთლიანების ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება ხათუნა თავდგირიძე.

ერთდღიანი ინტენსივი ხანგრძლივობაა 5 საათი და ის კვირას, 11თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა ორი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება:
ლექცია და ვიზუალიზაციის გიდირებული მედიტაცია.

ხათუნა თავდგირიძე არის მწერალი, მითოლოგი, კულტურის ანთროპოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი, არქეტიპების აკადემიური მკვლევარი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი. მან შექმნა საკუთარი საავტორო მითოარქეტიპული სისტემა, სახელწოდებით - ,,მითოარქეტიპული პენტაგრამა“. საჯარო სივრცეში ატარებს ლექციებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს.

 

ვორქშოფის I ნაწილი - ლექცია.

SOULMATE/ Twinflame - სიყვარულის, სექსუალობისა და სქესობრივ დუალობათა მეტაფიზიკურ საწყისები. ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი. ლექციის მთავარი თემები იქნება:

როგორ წარმოიშვა soulmate-ისa Twinflame-ის იდეა?
რატომ დავკარგეთ ჩვენი soulmate/Twinflame?
დაკარგული soulmate/Twinflame და სამყაროს ევოლუციის კანონი: სიცოცხლის ფორმების, ევოლუციურ სახეობათა უსასრულო თამაში.

შესაძლებელია თუ არა შევხვდეთ ჩვენს Twinflame-ს და რა ფაქტორები განსაზღვრავს ამ შეხვედრას?
როგორ გამოვიცნოთ ჩვენი Soulmate/Twinflame: ,,ორიგინალი“, ,,ჭეშმარიტი პრეტენდენტი“ და ,,ცრუ პრეტენდენტი“ ?

სასიყვარულო ურთიერთობის რომელ მითო_არქეტიპულ მოდელში ვიმყოფებით; როგორ უნდა დავაღწიოთ თავი არასასურველ არქეტიპულ ციკლებს და თავად შევქმნათ პირადი ურთიერთობის ჩვენთვის სასურველი არქეტიპული მოდელი.

ვორქშოფის II პრაქტიკული ნაწილი:
ვიზუალიზაციის გიდირებული მედიტაცია - ,,შეხვედრა SOULMATE - არსებასთან“. მედიტაციის ხანგრძლივობა: 50 წთ.

გიდირებული მედიტაცია დაგვეხმარება:
შინაგანი ანიმასა და ანიმუსის, ინისა და იანის გაცნობიერებაში, გააქტიურებაში, მათ გამთლიანებასა და ,,SOULMATE - არსებასთან მიახლოებაში.

ვორქშოფის დასკვნითი ნაწილი:
მედიტაციის შედეგების ანალიზი ინდივიდუალურად.
თითოეულ მონაწილეს დაეთმობა 10-15 წუთი.

ვორქშოფის ღირებულებაა:
70 ლარი

წყვილებისა და სტუდენტებისთვის :
50 ლარი

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

22, 24, 25 თებერვალი (1).png

23, 24 და 25 თებერვალს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია, გეპატიჟებათ ლაგოდეხში, ზამთრის მიწურულს სამდღიან მოგზაურობაში 

 ლაგოდეხში გვიმასპინძლებს სასტუმრო ლაგოდეხი ინნ, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, ეზოთი, ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.

 

თემო ლუმოსის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იოგას მასწავლებელია, რეგულარული კლასების გარდა, თემო ლუმოსში პერიოდულად უძღვება ოშოს თერაპიულ- კათარზისული მედიტაციის სესიებს, რაც გვეხმარება თვითშემეცნებასა და განვითარებაში.

 

ღირებულებაში შედის:

 მგზავრობა მიკროავტობუსით თბილისიდან ლაგოდეხში და უკან დაბრუნება;
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება.

რა გველის ლაგოდეხში თემოსთან ერთად?

მრავალფეროვანი პრაქტიკებით დახუნძლული სამი დღე;
ენერგეტიკული სხეულის გაწმენდა;
შეკავებული ემოციებისგან დაცლა;
ენერგიის გააქტიურება;
სიმშვიდე და თავისუფლება;
ღრმა სტრესებისგან გათავისუფლება და მათთან გამკლავება;
საკუთარი თავის უკეთ აღქმა, გაცნობა და მიღება;
ქვეცნობიერში ღრმად ჩაძირვა და საკუთარ მე-სთან
დაკავშირება;
გადატვირთვა, რასაც კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობას შეჰმატებს ქალაქგარეთ, მყუდრო, დაცულ ბუნების წიაღში ცხოვრება;

გასვლის ღირებულებაა: 390 ლარი

რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში

ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში

413987094_747413240749604_2855642314759260715_n.jpg

25, 26, 27 და 28 იანვარს ლუმოსში ჩვენი გამოცდილი იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია გაუძღვება ოშოს თერაპიულ: დინამიურ, ჯიბერიში და გურიშანკარ მედიტაციებს.

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.

25, 26, 27 იანვარი, 10:00 საათი - დინამიური მედიტაციის სამი დღე - ოშოს სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კათარზისული პრაქტიკაა
წინასწარ გაწერილი ერთსაათიანი ვარჯიში რამდენიმე ფაზისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ტემპით განსხვავდება.
დაუსრულებელ ხტუნაობას, ემოციების შეუკავებელ გამოშვებას, უკონტროლოდ სწრაფ სუნთქვას მოსდევს მედიტაციური ფაზები, რომლებიც ღრმად გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მე-სთან და კოსმიურ სიმშვიდეში გვაბრუნებს
ამ მედიტაციით შეძლებთ:
გაწმინდოთ ენერგეტიკული არხები;
გაათავისუფლო შეკავებული ემოციები;
გაააქტიურო ენერგია;
იგრძნოთ სრული სიმშვიდე და თავისუფლება;
ჩახედოთ ღრმა სტრესებს თვალებში და იმუშაოთ მათთან გამკლავებაზე.

27 იანვარი, 19:00 საათი - ჯიბერიში მედიტაცია -

რა არის ჯიბერიშის მედიტაცია? 
ჯიბერიში მედიტაციის კათარზისული ტექნიკაა.
მოიცავს 2 სტადიას -
1. უკონტროლო ლაპარაკი
2.სიჩუმეში ჯდომა.
"ილაპარაკეთ ყველაფერი, ყველანაირი ნაგავი, რაც თავში მოგივათ - გადაყარეთ იგი,
გამოიყენეთ ნებისმიერი ენა, რომელიც არ იცით. და თქვენი სიგიჟის გადაყრისას იგრძნობთ სიმსუბუქეს, ახალ სიცოცხლეს.
რაც უფრო ექსპრესიული ხართ, მით უფრო ღრმა იქნება დუმილი..". ოშო 
"იყვირეთ, იცინეთ, იტირეთ, იხმაურეთ, გამოიყენეთ ჟესტები, უბრალოდ გამოხატვის გზა მიეცით ყველაფერს, რაც გონებაში მოგდით. არ იღელვოთ რაციონალურობაზე, გონივრულობაზე, მნიშვნელობაზე, აზრზე."
ჯიბერიშის პირველ ფაზას, რომელიც გაგრძელდება 1 საათი, მოჰყვება ერთსაათიანი მდუმარე მედიტაციის ფაზა.

28 იანვარი, 19:00 საათი - გურიშანკარ მედიტაცია -

გურიშანკარ მედიტაცია 1 საათიანი პრაქტიკაა.
''გურიშანკარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთაა ჰიმალაებში. სპეციალური სუნთქვითი ტექნიკის გამოყენებით სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობა იზრდება და გიქმნით ისეთ შეგრძნებას, თითქოს ჰიმალაების მთების სიმაღლეზე იმყოფებოდეთ. ეს შეგრძნება გაგყვებათ მედიტაციის შემდეგ ეტაპებზეც.
მედიტაცია შედგება ოთხი ფაზისგან:
პირველი ფაზა - სუნთქვა;
მეორე ფაზა - მზერა ერთ წერტილში;
მესამე ფაზა - ლატიჰანი: ნელი და ნაზი მოძრაობები.
მეოთხე ფაზა - დასვენება.

გაითვალისწინეთ, რომ ამ პრაკტიკაზე დასწრება არაა რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ეპილეფსიის დიაგნოზი.

პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა:
ერთი დასწრება - 30 ლარი.
ხუთი დასწრება - 120 ლარი.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

dynamic meditation awaits you in Lumos with our instructor Temo.
About practice. Meditation is lead by our yoga teacher Temo: 

claimed that modern people need movement to arrive at inner stillness. He said that the more traditional forms of meditation were devised for people of a different era. Those earlier meditators spent all day working labor-intensive jobs, so they had a much easier time sitting still.

this practice take you from your own mental chaos to deep gratitude of life. Many meditations have this effect, but this style works through your body to help you access the benefits more fully.
A few of the reported benefits of this meditation style are:

Releasing old patterns;
Releasing negative thoughts and emotions;
A renewed sense of aliveness;
Releasing stagnant or heavy energy in the body;
Feeling light, weightless, and carefree;
Gaining more energy;
Letting go of the ego;
A restored sense of gratitude;
A deeper sense of relaxation and peace;
Increased longevity;
Release of anger which eliminated negative chemicals from the body;
Heightened senses.

Gourishankar Meditation at Lumos.

 Osho says that if the breathing is done correctly in the first stage of this meditation, the carbon dioxide formed in the bloodstream will make you feel as high as Gourishankar, Mt. Everest. This “high” is carried into the subsequent stages of soft gazing, soft and spontaneous movement, and silent stillness.
The meditation is to be done with its specific OSHO Gourishankar Meditation music, which indicates and energetically supports the different stages.

First Stage:  15 minutes
Sit with closed eyes. Inhale deeply through the nose, filling the lungs. Hold the breath for as long as possible, then exhale gently through the mouth and keep the lungs empty for as long as possible.
Continue this breathing cycle throughout the first stage.

Second Stage:  15 minutes
Return to normal breathing and with a gentle gaze look at a flashing blue light or a candle flame. Keep your body still.

Third Stage:  15 minutes
With closed eyes, stand up and let your body be loose and receptive.
The subtle energies will be felt to move the body outside your normal control. Allow this “Latihan” to happen. Don’t do the moving: let moving happen, gently and gracefully.

Fourth Stage:  15 minutes
Lie down with closed eyes, silent and still.

Gibberish allows us to express emotions and thoughts without the limitations and patterns of words, and to clean the “noise in the head”. Then we can enjoy the quiet space created within us.
This meditation has two stages.

First stage – gibberish 
Start making nonsense sounds. Make any sound you like, but do not speak in a language, or use words that you know.
Allow yourself to express whatever needs to be expressed within you. Throw everything out, go totally mad. Go consciously crazy. The mind thinks in words. Gibberish helps break up this pattern of continuous verbalization. Without suppressing your thoughts, you can throw them out in gibberish.

Everything is allowed: sing, cry, shout, scream, mumble, talk. Let your body do whatever it wants: jump, lie down, pace, sit, kick and so on.

Second stage – silent sitting. 
After 1 hour of the gibberish, sit also 1 hour absolutely still, silent and relaxed, gathering your energy inwards, letting your thoughts drift further and further away from you, allowing yourself to fall into the deep silence and peacefulness that is at your center. You may sit on the floor or use a chair. Your head and back should be straight, your body relaxed, your eyes closed and your breathing natural.

 

 Cost of a session: 30 Lari.
Cost of 5 session: 120 Gel.

 To sign up: send us a message or
Call
595 620 001

Lumos address: 
71 Sairme st,  Godziashvili Park  

ციგუნისა და ჩენ ტაიჩის მასტერკლასი.png

 ამერიკაში მოღვაწე ციგუნისა და ტაი ჩის ჩენ სტილის ქართველი ოსტატი, ნუგზარ ძოძუაშვილი ლუმოსს კვლავ ესტუმრება. სემინარები ჩატარდება ვიქენდებზე:

 20 21 27 და 28 იანვარს;
3  4 10 და 11 თებერვალს.

 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე

 

 რას ვისწავლით?

 დაოისტური ფილოსოფიის თეორიის საფუძვლებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად

ციგუნს სამკურნალოდ და ენერგიის ასამაღლებლად 

 სი სუი ძინ (ძვლის ტვინის განახლება)
სიაო ჯოუ თიენ ( მცირე ზეციური ციკლი)
და ჯოუ თიენ ( დიდი ზეციური ციკლი)

♾︎ ტაი ჩის ენერგიისა და შინაგანი პროცესების უკეთ შეგრძნებისა და მართვისთვის 

☯︎ ახალი ჩენ სტილის 24 ფორმა

 

 

 ნუგზარ ძოძუაშვილი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ადამიანებსა და კორპორაციებს ცხოვრებისა და ბიზნესის ჰარმონიულად მართვაში ეხმარება. ნუგზარი 35 წელზე მეტია, თვითსრულყოფის ჩინური პრაქტიკითაა დაკავებული, რომელიც შეისწავლა ჩინეთში, ინიციაცია კი მსოფლიოში ცნობილი მასწავლებლისგან - სუი იუნ ძიანგისგან მიიღო. 1989 წელს გახსნა თავისი პირველი ჩინური გონფუს (კუნგ ფუ) სკოლა.

 რა გველის ნუგზარის სემინარებზე?

ნუგზარი გაგვიზიარებს ათწლეულების განმავლობაში დამუშავებულ დაოისტურ დინამიურ მედიტაციებს, რომლებიც დაგვეხმარება ქალური და კაცური საწყისების დაბალანსებაში, ენერგიის მომატებაში, სასიცოცხლო ძალების გამოღვიძებასა და მართვაში 

 ციგუნისა და ტაი ჩის ალქიმიისა და სიკეთეების შესახებ ცოდნას ნუგზარი პირველ ლექციური ტიპის სემინარზე გაგვიზიარებს, შემდეგი შეხვედრები კი დაეთმობა პრაქტიკულ ნაწილს.

სემინარები ჩატარდება: 

დასწრების ღირებულებაა: 
1 დასწრება: 30 ლარი;
4 დასწრება: 100 ლარი;
8 შეხვედრა :180 ლარი.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
595 620 001

 ან მოგვწერეთ ჩათში.

ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71, გოძიაშვილის პარკში

ჩაკრებზე მუშაობის კვირეული.png

18, 20 და 22 დეკემბერს, 20:00 საათზე ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, შივო  გეპატიჟებათ ჩაკრებზე მუშაობის კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც გელით სამი შეხვედრა.

შივო თავად მოგვითხრობს დაგეგმილი პრაქტიკის შესახებ:

 ასანები ენერგეტიკულად ზემოქმედებს ჩაკრებზე. ქვედა ენერგეტიკულ ცენტრებში ენერგიის გამოღვიძება იოგას პრაქტიკაში უმნიშვნელოვანესია.

პირველი შეხვედრა დაეთმობა პირველ სამ ჩაკრაში ენერგიის გამოღვიძების დემონსტრაციას.

 პირველი სამი ჩაკრა და ქვედა დანტიანი (დაოსური სისტემიდან) ადამიანს აძლევს სასიცოცხლო ენერგიას. მათზე მუშაობა, ერთი მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, გამძლეობისა და დღეგრძელობისთვის უმნიშვნელოვანესია, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქტიკოსს ეხმარება დამიწებასა და მატერიაში ფესვების მყარად გადგმაში, რაც აუცილებელია ფსიქიკური სტაბილურობისთვის.

 მეორე შეხვედრა დაეთმობა გულის ჩაკრას და მის გახსნას. გულის ცენტრი პასუხისმგებელია ემოციურ კეთილდღეობაზე და მისი ბუნებრივი მდგომარეობაა თანაგრძნობა და სიყვარული. წყენა, ბრაზი, სხვა ადამიანების განსჯა, ნეგატიური და აღწერითი შეფასებები კი კეტავს გულის ცენტრს.

 მესამე შეხვედრაზე ვიმუშავებთ ზედა სამ ჩაკრაზე, რომლებსაც გადავყავართ მედიტაციურ მდგომარეობაში. ყელის ცენტრი პასუხისმგებელია მატერიალიზაციასა და სიტყვის ძალაზე. მესამე თვალი - ხედვაზე, სწორ აზროვნებაზე, ლოგიკაზე, ინტუიციაზე, გარჩევის უნარსა და ჭვრეტაზე. მეშვიდე ცენტრი სამყაროს არადუალისტურ აღქმაზე აგებს პასუხს - სუბიექტის, ობიექტისა და პროცესის განცალკევებულობა ამ ცენტრის ჩაკეტილობის ნიშანია.

რეკომენდებულია, თანმიმდევრულად დაესწროთ სამივე სესიას.

დასწრების ღირებულებაა:

ერთი სესია: 30 ლარი.
სამივე სესია: 70 ლარი.

რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში

ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:

 საირმის 71 გოძიაშვილის პარკში

ბალაკრამა (3).png

უკრაინაში მოღვაწე გამოცდილი იოგი, ირინა მუსილიანი ლუმოსში Გეპატიჟებით Shadow Yoga-ს ვორქშოფების სერიაზე, რომლის თითოეული შეხვედრა ფოკუსირებული იქნება კონკრეტულ სავარჯიშოებსა და იოგას სხვადასხვა ასპექტებზე.

მეორე ვორქშოფი დაეთმობა სხეულის მომზადებას პრაქტიკისთვის - მეორე ნაწილს warm up-ის, Vaishaka stance-ის მოძრაობებს და ჩაჯდომების, squateb-ის, რომლებსაც ჩვენ მსუბუქად შევეხეთ პირველ ვორქშოფზე. ასევე მოვემზადებით Uddiyana Banda-ს პრაქტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იოგას ვარჯიშის დაწყებისას, მენტალური და ფიზიკური ძალისა და სტაბილურობის განვითარებისთვის.

Რა სარგებელი მოაქვს Shadow Yoga-ს პრაქტიკას?
აუმჯობესებს სუნთქვის ხარისხს;

 Აღადგენს სხეულის ბუნებრივ შესაძლებლობებს;
Აუმჯობესებს ჯანმრთელობას;
Ღრმა სუნთქვა ხსნის შფოთვას და ეფექტი მალევე თვალსაჩინოა.

Shadow Yoga-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.shadowyoga.com.

ირინამ იოგას სამყარო უკრაინაში ცხოვრების დროს აღმოაჩინა და განსაკუთრებით დაინტერესდა Shadow Yoga-ს პრაქტიკით, რომელიც ძველ ტანტრულ ტექსტებს. Shadow Yoga, თავის მხრივ, ჰათჰა იოგას საფუძველი გახდა. ირინა რეგულარულ კლასებს ატარებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. Მისი სახელი Shadow Yoga-ს ოფიციალურ საიტზე სერტიფიცირებულ
ინსტრუქტორებს შორისაა - website: www.shadowyoga.com

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა:
30 ლარი

კუნდალინი მედიტაცია თემოსთან ერთად (1).png

ორშაბათს, 27 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ლუმოსში ჩვენი ინსტრუქტორი, თამთა კილასონია გეპატიჟებით ოშოს თერაპიულ-კათარზისული მედიტაციის კვირეულზე, რომლის დროსაც ერთმანეთს შეენაცვლება კუნდალინი მედიტაციისა და ჯიბერიშის პრაქტიკა.

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.

კუნდალინი მედიტაცია ერთსაათიანი პრაქტიკაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ სხეულსა და გონებას.

 პრაქტიკა მოიცავს კათარზისულ და მედიტაციურ ფაზებს. 

 კუნდალინი მედიტაცია ქვეცნობიერში ჩაძირვის საშუალებით დაგეხმარებათ, უკეთ აღიქვათ, გაიცნოთ, დაუახლოვდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.

ჯიბერიში მოიცავს 2 სტადიას - უკონტროლო ლაპარაკსა და სიჩუმის ფაზას.

 "ილაპარაკეთ, იყვირეთ, იცინეთ, იტირეთ, იხმაურეთ, გამოიყენეთ ჟესტები ისე, რომ არ იღელვოთ რაციონალურობაზე, გონივრულობაზე, მნიშვნელობაზე, აზრზე. რაც უფრო ექსპრესიული იქნებით, მით უფრო მეტად იგრძნობთ სიმსუბუქეს, თავისუფლებასა და სიცოცხლეს."

გამოხატვის ფაზას მოჰყვება მდუმარე მედიტაციის ფაზა.

მედიტაციისთვის არაა საჭირო ფიზიკური მომზადება, პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა:
1 დასწრება - 25 ლარი.
5 დასწრება - 100 ლარი

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 

 საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

SOUND THERAPY WITN GONG.png

 კვირას, 26 ნოემბერს, ნატალია და სოფი სავსემთვარეობის საზეიმოდ აღსანიშნვად 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით საკრალური ინსტრუმენტების ვიბრაციებში სამოგზაუროდ

რა გელით ჯადოსნურ მოგზაურობაში? 

 გონების დამშვიდება და გაწმენდა;
სხეულის ემოციური ბლოკებისგან გათავისუფლება;
სამყაროსთან ღრმა კავშირის დამყარება.

ვიბრაციების სამყაროში მეგზურობას გაგვიწევენ:

 ჰენგ დრამი;
გონგი;
ტიბეტური თასები;
წვიმის ინსტრუმენტი.

საღამოს კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობას შეჰმატებს ვოკალური ჩართვები და იოგა ნიდრა.

საუნდ თერაპია ორ ფაზას მოიცავს:

 პირველი ფაზა - მომზადება მოგზაურობისთვის - გახურება.

მეორე ფაზა - მუსიკალურ ხმებში მოგზაურობა.

დასკვნით ფაზაში გველის მანტრების საოცარი ველი. 

 

 გონგის ეფექტის შესახებ ნატალია თავად გვიამბობს:

"გონგს შამანები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ, როგორც მაკურნებელი, ასევე სადღესასწაულო და კომუნიკაციის დანიშნულებით. მისი ვიბრაცია სხეულისა და გონებისთვის ღრმა ბგერითი მასაჟია, რომელიც ანელებს ტვინის, გულისა და სუნთქვის სიხშირეს და გადაჰყავს ღრმა დასვენებისა და მედიტაციის ფაზაში გადაჰყავს." 

რა ძალა აქვს ვიბრაციას?

 გარდა ენერგეტიკული წმენდისა, კეთილხმოვანი ვიბრაციები:
ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას;
ჟანგბადით ამარაგებს ქსოვილებს;
ღრმად ადუნებს სხეულს;
ხსნის ემოციურ ბლოკებს;
შინაგანი ორგანოების მუშაობას აბრუნებს ჩვეულ სიხშირეში.

საუნდ თერაპიაზე დასასწრებად წინასწარი ცოდნა და გამოცდილება არაა საჭირო, მედიტაციიას ეს ფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ბგერით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 40 ლარი

 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 

 საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

იოგა ხერხემლისთვის.png

 27 ნოემბერს, 10:00 საათზე ლუმოსში იოგას ინსტრუქტორი, ჯენისი  გეპატიჟებათ ერთთვიან იოგას თერაპიულ კურსზე ხერხემლისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: 27 ნოემბერი - 22 დეკემბერი.

გაკვეთილები ჩატარდება:
ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს
10:00-11:00 საათზე

კურსის ღირებულებაა: 190 ლარი

რა გველის ერთთვიან კურსზე?

 თანამედროვე დროში ჯდომითი რეჟიმი იწვევს ხერხემლის, კისრისა და ზურგის კუნთების დაძაბულობას, სისუსტესა და ტკივილს, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.

 გაკვეთილები დაეთმობა ხერხემლისა და მენჯის სარტყლის დამუშავებას, ზურგისა და მუცლის
კუნთების გაძლიერებას, რადგან სხეულის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია მათზე ერთობლივი ზრუნვა.

 კურსის განმავლობაში შეასრულებთ მარტივ, საბაზისო პოზიციებს, დააკვირდებით და და ისწავლით ოფისსა და სახლის პირობებში ხერხემლის სარელაქსაციო მოძრაობებს, რომელთა შესრულება დამოუკიდებლადაც შეგეძლებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 ჯენისს მასწავლებლობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ლუმოსის გუნდს შემოუერთდა 2017 წლიდან.
გავლილი აქვს საერთაშორისო კურსები და ვორქშოფები იოგასა და თერაპიის მიმართულებით.

ჩასაწერად მოგვწერეთ:
595 620 001
ან მოგვწერეთ ჩათში.
ჩვენი სტუდიის მისამართია:

 საირმის 71, გოძიაშვილის პარკში

იოგა-მედიტაციის რაუნდინგი იოგაზე (1).png

 8, 9 და 10 დეკემბერს გეპატიჟებით ნუნისის ჯადოსნურ ტყეში სამდღიან რითრითზე, რომლის მეგზურებიც იქნებიან ლუმოსის ინსტრუქტორები: თამთა კილასონია და იური ლომიძე. ნუნისში გვიმასპინძლებს ულამაზეს წიწვოვან ტყეში ჩაძირული მყუდრო სასტუმრო ულამაზესი ხედებით.

რა გველის რითრითზე?

 ოშოს თერაპიულ-კათარზისული პრაქტიკები თამთასთან ერთად
უძველესი დაოისტური პრაქტიკები: ტაი ჩო და ციგუნი იური ლომიძესთან ერთად 

ოშოს დინამიკური მედიტაციით შეძლებთ: 

გაწმინდოთ ენერგეტიკული არხები;
გაათავისუფლო შეკავებული ემოციები;
გაააქტიურო ენერგია;
იგრძნოთ სიმშვიდე და თავისუფლება;
ჩახედოთ ღრმა სტრესებს თვალებში და იმუშაოთ მათთან გამკლავებაზე.

უძველესი დაოისტური პრაქტიკები, ციგუნი და ტაი ჩი: 

 გვასწავლის შინაგანი ენერგიის მართვას;
აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმი უბრუნდება ბუნებრივ რიტმსა და ჰარმონიას;
გვაბალანსებს, გვმატებს ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს;
გვაძლიერებს ფიზიკურად დამენტალურად.

სამდღიანი რითრითის ღირებულებაა: 450 ლარი.

ღირებულებაში შედის:
გამგზავრება მატარებლით თბილისიდან ნუნისში და უკან დაბრუნება;
ცხოვრება სასტუმროში;
ორჯერადი გემრიელი ვეგეტარიანული კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება.

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში.

acid Queen (2).png

 23 ნოემბერს, ხუთშაბათს , 20:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ექიმისა და პათოლოგანატომის, დეა ყოლბაიას რიგით მეორე ლექცია-პერფორმანსზე, სახელწოდებით "ერთი სიგიჟის ისტორია", ციკლიდან - ცნობიერების თამაშები.

 "ერთი სიგიჟის ისტორია" ჩვენი ფსიქიკის მთავარი თავგადასავალია. დიონისესა და შივას "თავდავიწყებული" მოგზაურობები "ჩვენი შინაგანი სამყაროს" მეტაფორაა.

 რატომ ვტოვებთ სახლს...და მივდივართ სამგოზაუროდ?
რას ვეძებთ? ვის ვეძებთ?

მოგზაურობა სინამდვილეში სულიერი თავგადასავალია, რომლის დროსაც მივდივართ სახლიდან, რომ სახლი ვიპოვოთ.

 რა არის სახლი?
სად არის სახლი?

ამ კითხვებზე პასუხს მოვძებნით ჩემს პრეზენტაცია-პერფორმანსზე - "ერთი სიგიჟის ისტორია".

ლექციაზე დასწრების ღირებულებაა: 40 ლარი

ჩასაწერად მოგვწერეთ:
595 620 001
ან მოგვწერეთ ჩათში.
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 , გოძიაშვილის პარკში 

Past Events

ლუმოსში გეპატიჟებით ექიმის, პათოლოგანატომი დეა ყოლბაიას ლექციაზე, ''მჟავას დედოფალი'' ელევსინიდან, რომლის თემაც იქნება ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები. 

 ლექციაზე განვიხილავთ ნითიერებებს, რომლებიც უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა ჯერ პრიმიტიულ მაგიასა და შამანიზმში, შემდეგ კი რელიგიურ რიტუალებში: „acid queen“ -„მჟავას დედოფალი“ ელევსინიდან; ტრანსპერსონალური გამოცდილება;
„სიკვდილი სიკვდილამდე“ და „ღმერთების სასმელი“;

 ვისაუბრებთ ამ ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქო-სომატურ ცვლილებებზე ბიოლოგიის ჭრილში, მატრიცაზე, რომელშიც ვართ და ამ მატრიციდან გაღწევის შესაძლო გზებზე.

შევეხებით ყველაზე მნიშვნელოვან თემას ჩვენს ცხოვრებაში - ცნობიერების თამაშს და ვიმსჯელებთ - ცნობიერებისა და ტვინის ურთიერთმიმართებაზე, რაც უხსოვარი დროიდან აინტერესებს კაცობრიობას. 

ლექციაზე დასწრების ღირებულებაა:
55 ლარი

ჩასაწერად მოგვწერეთ:
595 620 001

ან მოგვწერეთ ჩათში.
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 , გოძიაშვილის პარკში

 31 ოქტომბერს, სამშაბათს ლუმოსში გეპატიჟებით იაპონური ფლეიტის, შაკუჰაჩის სასწავლო კლასის გაცნობით შეხვედრაზე, რომლის დროსაც გაეცნობით ამ ინსტრუმენტის წარმოშობის მოკლე ისტორიას და პირველ ნაბიჯებს გადადგამთ მედიტაციური ბგერების ჯადოსნურ სამყაროში.

 რატომ გადავწყვიტეთ ლუმოსში შაკუჰაჩის სასწავლო კლასის გახსნა და რა სარგებლობა აქვს პრაქტიკას ამ ინსტრუმენტზე?

 შაკუჰაჩის თითოეულ ბგერაზე მუშაობა მოითხოვს ღრმა დაკვირვებას, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

 გვეხმარება, მუდმივად შევინარჩუნოთ "აქ და ახლა" მდგომარეობა - მოვუსმინოთ სხეულს და მოვადუნოთ, ყურადღება და კონცენტრაცია მივმართოთ სუნთქვასა და ხერხემლის გამართული პოზიციის შენარჩუნებაზე.

 ყოველდღიური პრაქტიკა დაკვრის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, გვმატებს ენერგიას, გვიმაღლებს განწყობას, გვიუმჯობესებს კანცენტრაციასა და ყურადღებას, აძლიერებს სასუნთქ სისტემას და უბრუნებს ბუნებრივ მდგომარეობას, გონება და სხეული კი გადაჰყავს მშვიდ და მედიტაციურ მდგომარეობაში.

 შაკუჰაჩის ისტორია მე-8 საუკუნეში იწყება, მას იაპონელი მოხეტიალე ბერები მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად დამხმარე ინსტრუმენტად იყენებდნენ.

 მედიტაციური ბგერების სამყაროში თქვენი მეგზური შოთა იქნება, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ცოდნა და გამოცდილება გარშემომყოფებისთვისაც გაეზიარებინა. ის თავისი ხელით ამზადებს ბამბუკის შაკუჰაჩებს. თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი ფორმითა და ჟღერადობით და ხანგრძლივ და საინტერესო გზას გაივლის, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს.

 სასწავლო კლასის თითოეული მონაწილე საჩუქრად მიიღებს პლასტმასის სასწავლო შაკუჰაჩისა და თეორიულ მასალას. შოთას დამზადებული ბამბუკის შაკუჰაჩის შეძენას კი ნახევარ ფასად შეძლებს.

გაცნობით შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

შაკუჰაჩის სასწავლო კლასები გაიმართება კვირაში ერთხელ: სამშაბათს, 10:00 საათზე.

ერთთვიანი აბონემენტის ღირებულებაა:
თვეში 4 გაკვეთილი - 90 ლარი.

თანხის გადახდა შეგიძლიათ ფლეიტაზე თქვენი პირველი ბგერის გამოშვებისას  

ჩასაწერად მოგვწერეთ:
  595 620 001
ან მოგვწერეთ ჩათში.
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 , გოძიაშვილის პარკში.

კუნდალინი მედიტაცია თემოსთან ერთად.png

ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, 09:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ოშოს მონატრებულ დინამიკური მედიტაციის პრაქტიკაზე, რომელსაც გაუძღვება ჩვენს გამოცდილი ინსტრუქტორი, თემოს ბესელია.

დინამიკური მედიტაცია ოშოს სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კათარზისული პრაქტიკაა

წინასწარ გაწერილი ერთსაათიანი ვარჯიში რამდენიმე ფაზისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ტემპით განსხვავდება.

დაუსრულებელ ხტუნაობას, ემოციების შეუკავებელ გამოშვებას, უკონტროლოდ სწრაფ სუნთქვას მოსდევს მედიტაციური ფაზები, რომლებიც ღრმად გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მე-სთან და კოსმიურ სიმშვიდეში გვაბრუნებს

ამ მედიტაციით შეძლებთ:

გაწმინდოთ ენერგეტიკული არხები;
გაათავისუფლო შეკავებული ემოციები;
გაააქტიურო ენერგია;
იგრძნოთ სრული სიმშვიდე და თავისუფლება;
ჩახედოთ ღრმა სტრესებს თვალებში და იმუშაოთ მათთან გამკლავებაზე.

თემოს ხედვა პრაქტიკის შესახებ :

''-აბა, როგორ ხარ?
-შებოჭილი ხარ?
-მშვიდად გრძნობ თავს?
-თავისუფლად მოძრაობს ენერგია?
-ემოციებს თავისუფლად გამოხატავ?
თუ ისე დათრგუნულად, როგორც ბავშვობაში დიდების გაბრაზების შემდეგ: არ იტირო! არ იხმაურო! ნუ იცინი ხმამაღლა!"

 რამდენი ემოცია დარჩა ასე გამოუხატავი და გაჭედილი? იცოდი, რომ ეს ბლოკავს შენი ენერგიის თავისუფლად დინებას და აზიანებს შენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?"

 

პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი.

 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩათში:

ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 

 საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურნების ინტენსივი (1).png

21 ოქტომბერს, შაბათს, ლუმოსში გეპატიჟებით წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ერთდღიან ინტენსივზე ანა ანთაძესთან ერთად.

ანა ანთაძე მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.

 რას გულისხმობს წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკა? ამაზე თავად ანა გვიამბობს:

 "ჩვენ არასდროს ვართ მარტო. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს.

 თუ გენატრება ჯადოსნური ურთიერთობების ფიზიკურ რეალობაში გაღვივება, შემოგვიერთდი და ისწავლე, როგორ დაამყარო ცნობიერი და სასიკეთო კავშირი შენს წინაპრებთან.

 ერთდღიანი ინტენსიური ვორქშოფის განმავლობაში, დავაკვირდებით პირველ ოთხ საგვარეულო ხაზს (დედის დედის, დედის მამის, მამის მამის, მამის დედის), ავირჩევთ პირველ საკონტაქტო ხაზს და დავამყარებთ კავშირს მის უხუცეს, ბრძენ წარმომადგენელთან, რაც დაგვეხმარება კურნების პრაქტიკაში." 

 

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს:
დანიელ ფოორის ანსესტრალ მედისინის ოფიციალური გვერდი: https://ancestralmedicine.org/
ანა ანთაძის პირადი ვებგვერდი: https://shibianta.com/ka-ge/წინაპართა-განკურნება/

რა გველის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ინტენსივზე?

 შესავალი წინაპართა საგვარეულო ხაზის გზით კურნების შესახებ - საგვარეულო ხაზის მდგომარეობის შეფასება-დიაგნოსტიკა.
წინაპართა ერთ- ერთ საგვარეულო ხაზთან ძლიერი და უსაფრთხო კავშირის დამყარება და კურნების პროცესის დაწყება.

family Yoga with salome let's celebrate mother's day together.png

 შაბათს, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე სალომესთან ერთად ოჯახურ ჟრიამულში გეპატიჟებით

 

 დღეს ბავშვებსაც და მშობლებსაც დატვირთული რეჟიმით უწევთ ცხოვრება და ურთიერთობისთვის ცოტა დრო რჩებათ. საოჯახო იოგა კარგი საშუალებაა დროის ერთად, მხიარულად და ნაყოფიერად გასატარებლად.

 

 ერთსაათიანი დაუვიწყარი თავგადასავალი, რომლის დროსაც დააკვირდებით და ერთმანეთს სულ სხვა, აქამდე უცნობი კუთხით დაინახავთ. ვარჯიშს ექნება საინტერესო, სახალისო და, ამავდროულად, სასარგებლო და შემეცნებითი თამაშის სახე, რაც თქვენ და თქვენს პატარებს დაგეხმარებათ:

 ოჯახური კავშირებისა და ნდობის გაძლიერებაში;
საკუთარ თავზე დაკვირვების უნარის განვითარებაში;
სხეულის ჯანმრთელ განვითარებაში;
ემოციების მართვაში;
ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში;
იმუნური სისტემის გაძლიერებაში;
სოციალური უნარების განვითარებაში;
საოჯახო იოგაზე დასწრების ღირებულებაა:

ერთი დასწრება:
2 ოჯახის წევრი - 50 ლარი;
3 ოჯახის წევრი - 60 ლარი.

 

 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში

ტიბეტური იოგას კლასის გახსნა.png
bottom of page