irakli haTha | Lumos • ლუმოს
top of page
_MG_0151.jpg

Hatha Yoga

Irakli

GE/EN

სამშაბათი / ხუთშაბათი

Tuesday/Thursday/

18:30 - 21:30

შაბათი / Saturday

12:30 .- 14.30

პრაქტიკის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია კლასიკურ იოგა ასანებზე. მასში ასევე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დისციპლინათა ვარჯიშები.

 

ჩემი პრაქტიკის მიზანია ჯანმრთელობისა და სულიერი სიმტკიცის გამომუშავება. ის აერთიანებს ფიზიკურ ვარჯიშს, სუნთქვას და ყურადღებას. 

 

სხეულის სხვადასხვა უნარისა და ფუნქციის გააქტიურება ადამიანს დაეხმარება ბალანსისა და მობილურობის გაზრდაში. ვარჯიშები სრულდება როგორც სტატიკურად, ასევე დინამიურად. ყურადღება ექცევა, რომ ძალა და მოქნილობა თანაბრად განვითარდნენ და სხეულის არცერთი ნაწილი არ დარჩეს დაუმუშავებელი. 

 

სწორი სუნთქვის პრინციპის ათვისება უზრუნველყოფს შფოთვის, ღელვის, მოუსვენრობის შემცირებას და ეხმარება ადამიანს ემოციური და მენტალური ბალანსის შენარჩუნებაში. ვარჯიშში გამოიყენება სუნთქვის რეგულირების უსაფრთხო ტექნიკები, - ასანებთან ერთად ან რელაქსაციის დროს.

 

ყურადღების გამახვილებით პრაქტიკოსი სწავლობს სხეულის მოსმენას, ანუ საკუთარი მდგომარეობის ანალიზს და ემოციებსა და აზრებზე დაკვირვებას. კონცენტრაციის გამოსამუშავებლად სრულდება საბაზისო გონებრივი ვარჯიშები, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშებთან არის ინტეგრირებული.


 

რეგულარული გაკვეთილები კი ჩატარდება:

ორშაბათი * ოთხშაბათი * პარასკევი

10.15 - 11.30

Practice is mainly based on classic yoga asanas, also integrating the exercises from the various disciplines. 

The practice aims to work on strength and resilience by bringing together physical exercise, breathing and attention. 

Activating different skills and functions of the body helps to increase balance and mobility. Exercises are done statically as well as dynamically. It is important that strength and flexibility develop equally and not a single part of the body remains unattended. 

The principle of correct breathing technique eliminates anxiety, worrying and enables emotional and rational balance. The exercises combine safe breathing techniques  - during the relaxation or while doing asanas. 

Sharpening attention means being able to listen to the body - analyzing and observing both emotional and mind states. Basic mind exercises help with concentration, along with physical ones.

 

Monday * Wednesday * Friday

10.15 - 11.30

bottom of page