შიმშილობის იოგა გასვლა ნუნისში
Ge*Eng
30, 1, 2 ივლისი
ლუმოსის გამოზაფხულებას ბაკურიანის ჯადოსნურ მთებში 28, 29, 30 აპრილს ირაკლის და ჯენისის ერთობლივი იოგური გასვლა დააგვირგვინებს.
ჩვენი მასპინძელი ბაკურიანში ტყეში ჩაფლული სასტუმრო ნოელი იქნება, რომელიც ჯგუფური გასვლებისთვის სასიამოვნო და მშვიდ ატმოსფეროს გვთავაზობს. სასტუმროში დაგხვდებათ გემრიელი და ჯანსაღი ვეგეტარიანული მენიუ დღეში სამჯერადი კვებით სხეულისა და გონებისთვის.
ირაკლი და ჯენისი ლუმოსის გამოცდილი და ყურადღებიანი იოგას ინსტრუქტორები არიან, მათი იოგას სწავლების მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, თერაპიული იოგა და იოგა ინდივიდუალური მიდგომით.
რა გველის ამ გასვლაზე ირაკლისთან და ჯენისთან ერთად?
მოვწყდებით ქალაქის სტრესულ გარემოს
გადავტვირთავთ გონებას
დავისვენებთ აქტიურად
დავკავდეთ იოგათი და სხვადასხვა პრაქტიკით
გავიცნობთ ახალ ადამიანებს
სასიამოვნო გარემოში გავატარებთ დროს სასარგებლოდ და ჯანსაღად
ავივსებით ახალი ენერგიით
გასვლისას ჯენისი და ირაკლი გაგვაცნობენ იოგას სხვადასხვა მიმართულებებს, კონცენტრაციისა და სუნთქვით ვარჯიშებს.
გარდა ყოველდღიური პრაქტიკისა, შეგეძლებათ ისეირნოთ ბაკურიანის წიწვოვან ტყეში, დაისვენოთ, გათავისუფლდეთ სტრესისგან, შეივსოთ სუფთა ჰაერის მაცოცხლებელი ენერგიით და უბრალოდ დატკბეთ გაზაფხულით.
რითრითზე დასწრების ღირებულებაა 330 ლარი
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში