nuka body work | Lumos • ლუმოს
top of page
IMG_7822.jpeg

 For English See More:

 

პირველად ლუმოსში შესაძლებლობა გაქვთ, გაიაროთ სხეულზე ორიენტირებული ინდივიდუალური სეანსი (bodywork).

 

ნუკა გრინბერგის მეთოდის სპეციალისტია და თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარების გზაზე ადამიანებს ტრავმების მოშუშებაში, სხეულის ფსიქიკური ჯავშნებისგან გათავისუფლებაში, საკუთარ ბუნებასთან დაკავშირებაში და პოტენციალის ზრდაში ეხმარება.

 

გრინბერგის მეთოდი სხეულზე ორიენტირებული ჰოლისტიკური პრაქტიკაა, რომელიც მუშაობს სხეულის ფსიქიკური ჯავშნების მოხსნასა და ჩვევითი პატერნების გარდაქმნაზე. ამ მეთოდის არსი ცნობიერი ყურადღების სხეულში დაბრუნებაა, მთავარი ინსტრუმენტი კი შიშისა და ტკივილის ენერგიასთან ურთიერთობის პოზიტიურ ჭრილში გარდაქმნაა.

 

შიში და ტკივილი ის მთავარი ძალებია, რომელთა დათრგუნვაც აფერხებს ჩვენს წინსვლასა და შინაგანი პოტენციალის განვითარებას. ბავშვობაში ჩამოყალიბებული ძველი პატერნები კი ხშირად მიზეზია ყველა იმ დეფიციტისა, რომლებიც გვაბრკოლებს და ჩაკეტილ წრეში გვატრიალებს.

 

სეანსი გულისხმობს ფიზიკური სხეულის უშუალო კონტაქტით დამუშავების, სუნთქვის რეგულაციისა და ვერბალური მითითებების ელემენტებს. ინდივიდუალურად შერჩეული მოსადუნებელი ტექნიკები საშუალებას გვაძლევს, გავუმკლავდეთ შიშსა და განდევნილ ტკივილს სხეულის ღრმა შრეებში,

გავაცნობიეროთ დაბლოკილი ენერგია და გამოვიყენოთ გამოთავისუფლებული იმპულსები.

 

ამ მეთოდით მუშაობა მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც სურს:

ტრავმების ინტეგრირება;

ფსიქოსომატური ჩივილების გამომწვევი მიზეზების პოვნა და მათგან გათავისუფლება;

კონკრეტული ქცევითი პატერნების სხეულებრივ დონეზე გაცნობიერება და გარდაქმნა;

შეგრძნებისა და აღქმის განვითარება;

ენერგიების მართვისა და ემოციების თვითრეგულაციის შესწავლა;

სხეულში არსებული ფსიქიკის დამცავი ჯავშნებისგან გათავისუფლება;

შიშისა და ტკივილის, როგორც ენერგიის რესურსის გამოყენება;

სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის,

წარსული გამოცდილებების გაშვება;

ბუნებრიობა და თავისუფლება ცხოვრებასა და ურთიერთობებში.

 

ნუკას მიდგომა ეფუძნება სხეულზე ორიენტირებული თერაპიების რამდენიმე სკოლას და აერთიანებს თანამედროვე bodywork-ისა და სულიერი პრაქტიკების ელემენტებს. მან განათლება გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში მიიღო. თავის პრაქტიკაში გადამწყვეტ როლს კი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და თანდაყოლილი უნარები წარმოადგენს.

თითოეული სეანსის ხანგრძლივობაა: 90 წუთი.

სეანსის ღირებულებაა: 1 სეანსი - 150 ლარი;

ჩასაწერად: მოგვწერეთ ჩათში:

ან დაგვირეკეთ: 595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართია: საირმის 71 გოძიაშვილის პარკში

For the first time in Lumos, you have the opportunity to have a individual bodywork session. ​

 

Nuka is a certified practitioner of the Grinberg Method and helps people to heal and free the body from unhealthy patterns, connect with their true nature and increase their potential on the way to self-awareness and spiritual growth. ​

 

The Greenberg Method is a body centered holistic practice that teaches how to shift conscious attention from the mind back into the body, how to relax and let go, how to transform habitual patterns. The essence of this method and the main tool is to work with the traps body energy, open up to old fear and pain and to integrate them as a positive power. ​ Fear and pain are the main forces that obstruct our progress and the growth of our inner potential. Old patterns formed in childhood are often the cause of all the deficiencies that hinder us and keep us in a circle. ​

 

The session includes elements of physical body contact processing, breath regulation and verbal instructions. Individually selected relaxation techniques allow us to deal with repressed fear and pain in the deeper layers of the body, to realize blocked energy and to use released impulses. ​ Working with this method is suitable for those who want to:

Integrating traumas; ​

Finding the causes of psychosomatic complaints and getting rid of them; ​

Awareness and transformation of specific behavioral patterns at the physical level; ​

Development of sensation and perception;

​ Learning energy leading and self regulation of emotions; ​

Freeing the body from the psychological protective armor;

Using fear and pain as an energy resource; ​

Letting go of shame and guilt, past experiences; ​

Authenticity and freedom in life and relationships. ​

 

Nuka's approach is based on several schools of body-centered therapies and combines elements of modern bodywork and spiritual practices. She was educated in Germany, Austria and Spain. A decisive role in her practice is played by her own life experience and innate skills. ​ The duration of each session is: 90 minutes.

Nuka   . ნუკა
 

ბოდივორქი (გრინბერგის მეთოდი)  / Bodywork Grinberg Method

Ge/ Eng / Rus / GeR

bottom of page