top of page
menu-plant-final-menu.png

ცეკვა და ბგერითი თერაპია

თამა და ლუნა

12 აგვისტო 20:00

12 აგვისტოს, ოთხშაბათს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით ახალმთვარეობის და მზის დაბნელების თერაპიულ საღამოზე, რომელსაც გაუძღვებიან აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტი, თამა და ანი ანთაძე, იგივე ლუნა - სისტემური განლაგების, ოშოს დინამიური მედიტაციებისა და მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორი.


🌀რა გელით თერაპიულ საღამოზე?


🌱 პირველი ნაწილი დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას, რომელიც მოიცავს:

ჯგუფური მედიტაცია გულის გასახსნელად, სამხრეთ ამერიკული რიტუალური მანტრის თანხლებით;


კუნდალინი იოგა სუნთქვისა და მოძრაობის თანხლებით;


სხეულის 12 მერიდიანის გააქტიურება და ენერგეტიკული ნაკადით შევსება, კონცენტრაცია გულის მერიდიანსა და მკერდის უკანა (ბედნიერების) ჯირკვლის, თიმუსის სტიმულირებაზე.


სივრცის ჰარმონიაზაცია, ერთმანეთთან ხელების შეხებით ენერგიის გაერთიანება, ერთმანეთის მიღება;


💃 ცეკვითი მოძრაობის თერაპია 🕺


🌱 დასასრული, მოდუნება და რამდენიმე გამათავისუფლებელი მოძრაობა სუნთქვის ბუნებრივ რიტმში დასაბრუნებლად.


ცეკვითი მოძრაობის თერაპიის შესახებ:

„იცეკვე მანამ, სანამ არ გააცამტვერებ საკუთარ თავს. იცეკვე სულით“ - რუმი.


ცეკვითი მოძრაობის თერაპია არის აქტიური მედიტაცია, სხეულებრივი გზით ემოციების გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკა, შემოქმედებითი მოძრაობისა და ცეკვის გამოყენება თერაპიასთან კომბინაციაში. იგი ეყრდნობა მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.


🪄 შეხვედრა დასრულდება ბგერითი თერაპიით.


დაბრუნება გულში ლომის ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გვიწვევს. გავუშვათ ძველი როლები, შიშები და საკუთარი თავის ის ვერსია, რომელსაც მუდმივად დასამტკიცებლად სჭირდებოდა სხვების აღიარება. ბგერითი მედიტაციის, ვიზუალიზაციისა და მანიფესტაციის პრაქტიკის საშუალებით შევქმნით სივრცეს ახალი თავისთვის იმ ცხოვრებისთვის, რომელიც იწყება არა გარედან, არამედ შიგნიდან


🌌 ბგერითი თერაპია არ არის მისტიკა. ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული ვიბრაციული ზემოქმედება სხეულზე, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. ვინაიდან ჩვენი ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, ხმა არა მხოლოდ გვესმის, არამედ ფიზიკურადაც იგრძნობა, როგორც ნაზი შინაგანი მასაჟი. სესიის განმავლობაში ტვინი ავტომატურად ეწყობა ბგერის რიტმს, ფიქრები ნელდება, სუნთქვა ღრმავდება და ნერვული სისტემა გადადის დასვენებისა და თვითრეგულაციის მდგომარეობაში.


ტიბეტური თასები: ქმნის ღრმა, „მიწიერ“ ვიბრაციას, ხსნის ფიზიკურ დაძაბულობას და აძლიერებს დამიწების შეგრძნებას.



🅿️ უახლოესი ფასიანი პარკინგი ლუმოსთან: https://maps.app.goo.gl/yjZy6gKt3g5Ux8qx6 

🅿️ უახლოესი ქალაქის პარკინგი ყაზბეგის ქუჩაზე: https://maps.app.goo.gl/GDMXkkZJorQb78RJ6l1nk.dev

  • Please pay the attendance fee in advance:

    70 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.

    Recipient:

    მ.მ ზ.წ

    Account number:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page