top of page
B2FCB65D-48F7-4C45-8072-1AFAE7EECF14.JPG

Geo

კვირას, 26 თებერვალს, ლუმოსს ჯადოსნური ნაცნობპლანეტელი ეწვევა, სახელად ეკატა მაკაკაი რომელიც ჩვენი მეგზური იქნება და ჯადოსნურ, ჯერაც აღმოუჩენელ სამყაროში გაგვიძღვება, საკუთარსავე თავებში.


მოგზაურობას დავიწყებთ მოძრაობით, სხეულის დავიწყებული ნაწილების გამოცოცხლებით, დაკვირვებით,
ბოლოს ბგერების ზღაპრულ სამყაროშიც გავეხვევით.

რა თავგადასავალი გველის წინ, ეკატა თვითონ მოგვითხრობს

''ზამთარი გვიდგას, მალე გაზაფხული მოვა, მერე ზაფხული. დრო გარბის, განსაკუთრებით დიდ ქალაქში მაცხოვრებლებს გვიწევს მუდმივად გავეკიდოთ ჩვენს გეგმებს, იდეებს, სურვილებს...
ხშირად გვავიწყდება, რომ ერთი წუთით გავჩერდეთ, მოვდუნდეთ და მოვუსმინოთ, რა ხდება შიგნით. მოვუსმინოთ ჩვენში არსებულ ოკეანეს და მის ტალღების რხევას ავაყოლოთ სხეული, ხმა, გული, გონება…

 

შეხვედრა “მოგზაურობა საკუთარ თავში” მათთვისაა, ვისაც უნდა დრო გააჩეროს, მზერა და ყურადღება გარედან შიგნით შეატრიალოს და მოუსმინოს, დააკვირდეს, ჩაეხუტოს საკუთარ თავს.
მოგზაურობას დავიწყებთ გონებიდან გამოფერთხვით და სხეულთან კავშირის დამყარებით. მოძრავი მედიტაცია დაგვეხმარება მივცეთ სხეულს გამოხატვის საშუალება და მოვუსმინოთ მას. შემდეგ ღრმა მოდუნებაში დავაკვირდებით, რა ამოტივტივდება ზედაპირზე და სხვადასხვა ჯადოსნურ ბგერებს გავატანთ იმას, რაც მოწებებულია და არასაჭირო"

 

 

ეკატა ერთი ბოდიალა არსებაა, რომელსაც ძალიან უყვარს აღმოჩენები და გაზიარებით მოგვრილი ჟრუანტელი 15 წლის წინ იოგას გადაეყარა და ერთი ნახვით შეუყვარდა. შემდეგ გზადაგზა ცეკვაში აღმოაჩინა თავისუფლება. აღმა-დაღმა იარა და კიდევ ბევრი საინტერესო რამ ჩაილაგა ხურჯინში

 დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი.

რეგისტრაციისთვის

მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:

 595 620 001


ჩვენი სტუდიის მისამართია: 
საირმის 71  გოძიაშვილის პარკში.

bottom of page