

5რიტმი©
თაკო მეგრელიშვილი
ოთხშაბათი: 18:30 - 20:00
ენები: ქართული / ინგლისური
გაბრიელა როთის მიერ შექმნილი 5Rhythm® ფილოსოფია, პერსპექტივა, პერფორმანსული ხელოვნება და დინამიური მოძრაობის პრაქტიკაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ ფსიქიკის განკურნება მოძრაობითაა შესაძლებელი.
პრაქტიკა მუსიკის ფონზე სხეულის მსუბუქი გახურებით დაიწყება. ამას მოჰყვება პრაქტიკის მოკლე წარდგენა და დემო, რის შემდეგაც 5 რიტმისგან შემდგარ მოძრაობის ტალღაში გაგიძღვებათ თქვენივე სხეული თაკოს „გაიდინგის“ დახმარებით
მოძრაობა, როგორც ხელოვნების გზით განკურნების მეტაფორა, საერთოა ყველა ენობრივი, კულტურული და ასაკობრივი ჯგუფ ისთვის.
თაკო თავად გვიამბობს თავის გამოცდილებაზე 5რიტმის პრაქტიკასთან დაკავშირებით:
„5რიტმი ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე აღმოვაჩინე, როდესაც ძალიან მიჭირდა რაიმეს ვერბალურად გამოხატვა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე 5რიტმის ცეკვისას ვგრძნობ, როგორ მეხმარება ეს პრაქტიკა განსხეულებაში, განვითარებაში, გაზრდასა და სწავლაში. ჩვენს შეხვედრებზე შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ის ხერხები, რომლებიც დამეხმარა ამ პროცესში.
ჩემი სურვილია, შევქმნა უსაფრთხო და დაცული გარემო, სადაც ყვე ლას შეუძლია გამოხატოს თავისი შინაგანი სამყარო ყოველგვარი შეფასების გარეშე. 5რიტმი ჯადოსნური პრაქტიკაა, რომელიც ჩვენივე სხეულით გვასწავლის ჩვენს ცეკვას, აღმოგვაჩენინებს უნიკალურ მოძრაობასა და გამოხატვის ენას.
5რიტმი არის პრაქტიკა, რომელიც მოითხოვს სისტემატურობას, რათა ჩვენი ყოველდღიურობა ისეთივე უნიკალური და სავსე გახდეს, როგორიც ვართ ცეკვისას.

ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:
თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი
2 თვის შეძენისას: 551 ლარი
3 თვის შეძენისას: 783 ლარი
4 თვის შეძენისას: 986 ლარი
5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი
6 თვის შეძენისას: 1392 ლარი
6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
მიმღები:
შპს იოჯი
ანგარიშის ნომერი:
GE30TB7898736080100015
რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

