top of page
menu-plant-final-menu.png

რითრითები და ლაშქრობები

სიცოცხლის მარცვალი - თემო ბესელიას საავტორო პროგრამა

თემო ბესელია

23-26 მაისი

ყველა ვხედავთ ლოტუსის სილამაზეს - თეთრ ყვავილს, რომელზეც წყლის წვეთებიც კი არ ჩერდება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ფესვები ტალახსა და მიწაშია. ადამიანიც ასეა. ის, რასაც ზედაპირზე ვაჩვენებთ, მხოლოდ ყვავილია. ჩვენი ნამდვილი სიღრმე კი იქაა, სადაც ხშირად ჩახედვაც არ გვინდა. როცა ამ სიღრმეს ვშორდებით, ვემსგავსებით მოწყვეტილ ყვავილს - ვიფიტებით და მსუბუქი ნიავიც კი გვარყევს. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა ეს პროგრამა. 20 წელია, ვაგროვებ ამ ტექნიკებს - ოშოს მედიტაციები, ტანტრა, იაპონური მეთოდები... ყველაფერი, რაც გამოვცადე საკუთარ თავზე და დანამდვილებით ვიცი, რომ ეფექტურია. ამ კურსის მიზანია, „ჩავყვინთოთ“ ამ მღვრიე წყალში, დავუბრუნდეთ ფესვებს და აღვადგინოთ მთლიანობა.
ჩვენ გავივლით გზას დაბადებიდან დღემდე - მათ შორის, მუცლადყოფნის პერიოდს, ბავშვობას და ყველა იმ ადგილს, სადაც ეს კავშირი დაირღვა. ჩემთვის ეს უბრალოდ კურსი არაა - ალქიმიური პროცესია, სადაც ტალახიდან ხელახლა ვიბადებით, რომ ბოლომდე გავიფურჩქნოთ. მოდი, ერთად ვიპოვოთ შენი შინაგანი რესურსი.

I კალათა: 590 ლარი (15.05-მდე)
II კალათა: 690 ლარი;

ექსკურსია ატენის ხეობაში

სოფიო ტალახაძე

10 მაისი

ლუმოსის გაშრიალებები სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია. ამჯერად ვეწვევით ატენის ხეობას და მის უმშვენიერეს ბუნებას. ერთობით მოვიოხებთ გულებს და ვიჟრიამულებთ.


30 ლარი

გამოღვიძების რითრითი

სალომე და მირო

24- 26 აპრილი

გაზაფხული შესანიშნავი დროა გამოღვიძებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. 

ცემის სუფთა ჰაერი, ნაძვების სურნელი და მზრუნველი გარემო დაგეხმარებათ, რომ ორი დღის განმავლობაში იპოვოთ ის სიმშვიდე, რომელსაც ხშირად ვეძებთ ქალაქის აჩქარებულ რიტმში.   

 რითრითზე ასევე გელით ტყეში სეირნობა, გურკელის აბანის ტური, მრავალფეროვანი აქტივობები, ახალი ადამიანების გაცნობა და ფასეული დროის გატარება საკუთარ თავთან...

პირველი კალათა: 15 აპრილამდე - 490 ლარი;
15 აპრილის შემდეგ - 580 ლარი;

ლუმოსის დაბადების დღის ლაშქრობა ზედაზენის მთაზე

ლუმოსის კომუნა

27 სექტემბერი - 2025წ.

ვესტუმრებით ზედაზენის ეკლესიას ;

დავადგებით სალაშქრო ბილიკს უსიერ ტყეში;

მოვაწყობთ მედიტაციურ სეირნობას და მივაგულისყურებთ ბუნებას;

ფასი: 20 ლარი

ლუმოსის ლაშქრობა თეჯისში

10 მაისი - 2025 წ.

ფასი: 20 ლარი

სამდღიანი გაწმენდისა და განახლების საგაზაფხულო რითრითი

იაკო და სალომე

2,3,4 მაისი - 2025 წ.

ლუმოსის იოგას ინსტრუქტორები, სალომე და იაკო გეპატიჟებათ სამდღიანი გაწმენდისა და განახლების საგაზაფხულო რითრითზე ცემში.

ფასი: 380 ლარი

bottom of page