top of page
menu-plant-final-menu.png

ვორქშოფები, კურსები
და ღია გაკვეთილები

who is in? - ცნობიერების კვლევის ინტენსივი

მირო

4 ნოემბერი 19:30 - 22:00

🫠 „ვინ ვარ მე?“ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გონების ძალით ვერასდროს შევძლებთ, ხოლო როდესაც პასუხის ძიებას დავიწყებთ ჩვენს შინაგან სამყაროში, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, არაცნობიერის გავლით, გავიკვალავთ გზას ჩვენი გულისკენ. 

🐚  ეს არაა იოლი მოგზაურობა. აქ არ არსებობს მოკლე გზები და არც იმის აუცილებლობა, რომ საკუთარი თავი სულიერ ადამიანად წარმოვაჩინოთ. პირიქით, საკუთარ თავს უნდა მივცეთ უფლება, ვიყოთ სრულად, მთელი არსებით, ადამიანები.


ფასი:

დონაციით

ყურადღება, როგორც ინსტრუმენტი - ღია გაკვეთილი

დათო (ვარლამ) ჩარკვიანი

10 ნოემბერი 9:00 -10:00
10:00 -11:00

🌱 ღია გაკვეთილი გამორჩეული შესაძლებლობაა, გაიცნოთ სრულიად გამორჩეული მეთოდი, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხო და თანმიმდევრულ გზას საკუთარ სხეულზე, სუნთქვაზე, ემოციებსა და ფიქრებზე სამუშაოდ და თვითკონტროლის აღსადგენად.

🌊 12 ნოემბრიდან კი შესაძლებლობა გაქვთ, შეუერთდეთ კურსს და ლუმოსში დაესწროთ კლასებს, რომლებსაც გაუძღვება ამ მეთოდის უშუალო წარმდგენი საქართველოში.

ფასი:

30 ლარი

მე მინდა ცვლილება

დევარაჟ სანდბერგი

13-15 ნოემბერი პარასკევი: 19.00-20.00
შაბათ/კვირა: 11.00-18.00

🌱 ეს ვორქშოფი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ მიაღწიოთ ხანგრძლივ შინაგან ცვლილებებს სხეულზე ორიენტირებული და ჯგუფური თერაპიის მეთოდების საშუალებით.

ფასი:

560 ლარი

დაოსური სიბრძნის პრაქტიკული კურსი

ნუგზარ ძოძუაშვილი

14 ნოემბერი 17:00-19:00 საათი

6 შეხვედრა, შაბათობით

🌀 კურსის განმავლობაში თეორიულად გავეცნობით დაოისტური ფილოსოფიის საფუძვლებს, დინამიური მედიტაციის, ციგუნის კომპლექსებს, რომლებიც ნუგზარმა შეისწავლა თავისმა მასწავლებლისგან, ოსტატ სუი იუნ ძიანისგან.


🐚 სალექციო ნაწილში შევეხებით აღმოსავლური სიბრძნის მნიშვნელოვან პრინციპებს - ინი/იანი, მიზეზშედეგობრიობის კანონი, ვუ-უეი, აკუპუნქტურის წერტილები, მიკრო და მაკრო კოსმოსები, ფენშუი, რაც გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას  და შესაძლებლობას მოგვცემს, ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ ისინი.

ფასი:

გაცნობითი შეხვედრა - 20 ლარი
კურსი - 280 ლარი

ტაი ჩის კურსი

იური ლომიძე

16 ნოემბერს, ორშაბათს, 19:15 - 20:30 საათზე

იან სტილის ძველი 10 ფორმა უნიკალურია თავისი ხასიათით.  ახალი სტილებისგან განსხვავდება და გამოირჩევა თავისი ჰაეროვნებით, ენერგიის აკუმულირების მეტი შესაძლებლობით, ვიდრე ეს ტაიჩის ახალ თანამედროვე ფორმებშია შესაძლებელი.

ფასი:

340 ლარი

გვიანი შემოდგომა ზღვაზე - განტვირთვის გასვლა ჩაქვში

აკო და მირო

20, 21, 22, 23 ნოემბერი (4 დღე / 3 ღამე)

🐚 ოთხი დღის განმავლობაში გელით სხეულებრივ-თერაპიული მოგზაურობა, სადაც გამოცდით სხვადასხვა საინტერესო და სახალისო პრაქტიკას, რომლებიც აკომ და მირომ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცადა და გულით უყვართ მათი სხვებისთვის გაზიარება. 

🪼 ჩაქვში გვიმასპინძლებს ულამაზესი სასტუმრო კომპლექსი Roots Resort, რომელიც გამოირჩევა მწვანე ეზოთი, სიმშვიდითა და პრაქტიკებისთვის იდეალურად მოწყობილი საინტერესო სივრცეებით.




ფასი:

420 ლარი

ოჯახური განლაგება

თამუნა ჟიჟილაშვილი

28-29 ნოემბერი 10:00-18:00 საათი

🌀 გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული განლაგებები ხელს უწყობს სიცხადის შემოტანას და საკუთარ თავთან, ოჯახთან, პარტნიორებთან და სხვა მნიშვნელოვან ურთიერთობებთან კავშირის გაჯანსაღებას

💧 სისტემური განლაგების ორდღიანი ინტენსივის განმავლობაში ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გამოიტანოს თავისი პირადი თემა და იმუშაოს მისთვის აქტუალურ საკითხზე.

ფასი:

თემის გატანა - 500 ლარი
მონაწილეობა - 300 ლარი

bottom of page