top of page
menu-plant-final-menu.png

სისტემური განლაგება

თამუნა ჟიჟილაშვილი

10-11 ოქტომბერი

🐚 10-11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ლუმოსში გეპატიჟებით სისტემური განლაგების სეზონის პირველ ორდღიან ინტენსივზე, რომელსაც გაუძღვება თამუნა ჟიჟილაშვილი


რა არის სისტემური განლაგება? ⭐

🌊 სისტემური განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დავამუშაოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა:


• მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები;

• კონფლიქტები ან განმეორებადი დაშორებები პარტნიორთან;

• საკუთარი საზღვრების დაცვის სირთულეები;

• შიშები, რომ „ისევ განმეორდება იგივე“;

• ბავშვობის ტრავმები და მოუშუშებელი ტკივილები;

• საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე ოჯახსა ან კარიერაში;

• დამაბრკოლებელი ლოიალურობა ოჯახის წევრების მიმართ;

• დაბნეულობა არჩევანსა და ცხოვრებისეულ მიმართულებაში;

• სევდა, დანაკარგი, განშორება;

• მოულოდნელი ან განმეორებადი ჯანმრთელობის პრობლემები;

• გაუცნობიერებელი დანაშაულის ან „ვალის“ განცდა;

• ქონებრივი, მატერიალური ან მემკვიდრეობითი საკითხები;

• შვილებთან ურთიერთობის სირთულე და მშობლად ყოფნის შინაგანი დაბნეულობა;

• სურვილი, დავუკავშირდეთ შინაგან ძალასა და წყაროს.


🌿 ორდღიან ინტენსივში სულ 14 მონაწილე იქნება, რაც ქმნის მცირე, უსაფრთხო და ჩართულ სივრცეს ღრმა სისტემური მუშაობისთვის.


🌱 8 მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს საკუთარი პირადი განლაგება და იმუშაოს მისთვის აქტუალურ თემაზე.

პირადი განლაგებით მონაწილეობა - 500 ლარი.



🌀 6 მონაწილე ჩაერთვება პროცესში მონაწილე/წარმომადგენლის როლში.

მონაწილეობის ღირებულება - 300 ლარი.


✨ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სისტემურ განლაგებაში მხოლოდ საკუთარი თემის გამოტანა არ არის ღირებული გამოცდილება. სხვა ადამიანების განლაგებებში მონაწილეობასაც ხშირად ძალიან ძლიერი პირადი ეფექტი აქვს.


🍃 წარმომადგენლის როლში ყოფნისას შესაძლოა შევეხოთ ისეთ განცდებსა და დინამიკებს, რომლებიც ჩვენს საკუთარ ისტორიასაც ეხმიანება. ზოგჯერ სხვის პროცესში დანახული ერთი მოძრაობა, განცდა ან გაცნობიერება გვაძლევს პასუხს იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის დიდი ხანია აქტუალურია.


🌱 ამიტომ ინტენსივის განმავლობაში ჯგუფის თითოეული წევრი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც საკუთარი განლაგების დროს, ისე სხვა მონაწილეების სამუშაოში ჩართულობისას.



🌀 გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ განლაგებებს სისტემაში შემოაქვს სიცხადე და გვეხმარება მშობლებთან, შვილებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან და სამსახურეობრივ ურთიერთობებში კავშირების გაჯანსაღებაში.


💧 წარსული მოვლენების ცნობიერად და სიყვარულით მიღება გვაძლევს ძალას, უფრო ღრმად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს და გავხდეთ რესურსულები სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოცემულობაში.

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    თემის გატანა - 500 ლარი
    მონაწილეობა - 300 ლარი

    🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების ღირებულების 50% - ის გადახდას, დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე. 30 სექტემბრიდან გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა სრულად ადმინისტრაციული და ორგანიზების ხარჯის, 50 ლარის, გამოკლებით. ბოლო 3 დღეში გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page