

მე მინდა ცვლილება
დევარაჟ სანდბერგი
13-15 ნოემბერი
🌀 13-15 ნოემბერს გეპატიჟებით ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება მსოფლიოში აღიარებული ბიოენერგეტიკის მასწავლებელი და წიგნების ავტორი, დევარაჟ სანდბერგი.
👉დევის არხი იუთუბზე:
https://www.youtube.com/@DevarajSandberg
👉გამოცემული წიგნები:
🌱 ჩვენს ცხოვრებას აზრსა და ინტერესს ნივთები და მატერიალური ფასეულობები კი არა, არამედ ჩვენს შინაგან სამყაროსთან ახლო კავშირი სძენს. როდესაც საკუთარ ემოციებთან და შინაგან ენერგიასთან ამ კავშირს ვკარგავთ, მართვის სადავეებს ჩვენი ტვინის პრიმიტიული ნაწილი („შიმპანზე“) იღებს და შინაგანი სიცარიელის შესავსებად ვეძებთ გარეგან წარმატებას, სტატუსსა თუ მატერიალურ სიკეთეებს. და მიუხედავად იმისა, თუ რამდენს მივიღებთ, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა. მიზეზი მარტივია: ვეძებთ იმას, რაც სინამდვილეში გვაკლია, მაგრამ არასწორ ადგილას და არასწორი ფორმით. ცხოვრებაში ერთ ადგილას გაჭედილობის განცდა სწორედ იმისთვის ჩნდება, რომ საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ჩვენს შინაგან სამყაროსთან კავშირი აღვადგინოთ.
🌱ეს ვორქშოფი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ მიაღწიოთ ხანგრძლივ შინაგან ცვლილებებს სხეულზე ორიენტირებული და ჯგუფური თერაპიის მეთოდების საშუალებით.
გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში გაჭედილი არ ხართ - უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ დაუკავშირდეთ საკუთარ თავს უფრო ღრმად და შემდეგ ეს პრაქტიკაში განასხეულოთ. ჩვენ ვმუშაობთ სხეულთან, რადგან სწორედ სხეულში ინახება ყველა დაბლოკილი ემოცია და რეპრესირებული ენერგია.
✨ ვორქშოფის თითოეულ სესიაზე ჯერ წარმოგიდგენთ თეორიულ ნაწილს, რომელიც შეეხება ცვლილების ერთ კონკრეტულ ასპექტს. ამის შემდეგ კი იმუშავებთ წყვილებში და ქართულ ენაზე გაუზიარებთ ერთმანეთს, თუ როგორ აისახება ეს თემა თქვენს ცხოვრებაზე.
ამის შემდეგ დრო დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკას ან ჯგუფურ თერაპიას, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიმართულებით რეალური ცვლილებების მიღწევაში.
ეს ინტენსიური ვორქშოფი იდეალური იქნება მათთვის, ვინც მუშაობს საკუთარ თავთან თუ კლიენტებთან იმისათვის, რომ დანერგოს გრძელვადიანი ცვლილებები სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ტექნიკების საშუალებით.
❣️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რო მ სესიები შესაძლოა აღმოჩნდეს ემოციურად ინტენსიური და კონფრონტაციული. ამიტომა დარწმუნდით, რომ გაქვთ ამისათვის შესაბამისი მზაობა.
ვორქშოფი წარიმართება მარტივი, სასაუბრო ინგლისური ენით, ტექნიკური ტერმინოლოგიის გარეშე, ამიტომაც მონაწილეობის მისაღებად საკმარისია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა. 👉 აუცილებელია კურსზე წინასწარი რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
560 ლარი
🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 1-ელ სექტემბრამდე - 280 ლარი. მეორე ნახევარი - 13 ნოემბრამდე.
კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის დაბრუნების პირობებს:
გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება, ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და კურსის ორგანიზების ხარჯებს.მიმღები:
მ.მ ზ.წ
ანგარიშის ნომერი:
GE07TB7310345064300113

