top of page
menu-plant-final-menu.png

ტაი ჩის კურსი

იური ლომიძე

16 ნოემბერს, ორშაბათს, 19:15 - 20:30 საათზე

🌱 16 ნოემბერს, ორშაბათს, 19:15 - 20:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩის 10 ფორმის პირველი საფეხურის შემსწავლელ 6-კვირიანი სასწავლო კურსის ღია გაკვეთილზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის დაოისტური პრაქტიკების უხუცესი ოსტატი, იური ლომიძე.


🐚 კურსი გაგრძელდება 19 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით.

გაკვეთილები ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, 19:15 - 20:30 საათზე.


ღია გაკვეთილზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი

კურსის ღირებულებაა: 340 ლარი. 


🌀 ტაი ჩი უძველესი ჩინური სისტემაა, რომელიც აერთიანებს გამაჯანსაღებელ სავარჯიშოებსა და საბრძოლო ხელოვნებას. ტაი ჩის მოძრაობები სრულდება ნელა, რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. ამ დროს სხეული მოდუნებული, მაგრამ, ამასთანავე, ფხიზელია და მზადაა მოქმედებისთვის. ტაი ჩის რეგულარული პრაქტიკა გვასწავლის, რომ ვარჯიშის დროს მიღწეული ჰარმონია და ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გადმოვიტანოთ და გამოწვევებს მშვიდად და მხნედ შევხვდეთ.


🍃 იან სტილის ძველი 10 ფორმა ახალი თანამედროვე ფორმებისგან გამოირჩევა ჰაეროვნებით და ენერგიის დაგროვების მეტი შესაძლებლობით;


იური ლომიძემ ძველი 10 ფორმა 45 წლის წინ, ჩინელი ოსტატისგან, დაი ჩაოსგან, შეისწავლა და მას შემდეგ უზიარებს დინამიური მედიტაციის მოყვარულ საზოგადოებას;

 

⭐ რას სარგებელს მიიღებ ტაი ჩის ორთვიანი კურსის განმავლობაში?


✨ შეისწავლი იან სტილის ძველი 10 ფორმის სრულ კომპლექსს - ტაი ჩის პრაქტიკის საფუძველს; 

✨ ისწავლი, როგორ იყო ერთდროულად მოდუნებულიც და კონცენტრირებულიც;

✨გაიუმჯობესებ ბალანსს, მოქნილობას და კოორდინაციას;

✨ შეიგრძნობ შინაგან ენერგიას (ცი) და მის ბუნებრივ მოძრაობას სხეულში;

✨ ისწავლი სუნთქვით ტექნიკებს, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ავსებს ენერგიით;

✨ შეამცირებ სტრესს და დაძაბულობას - მოძრაობა იქნება რეგულაციის ინსტრუმენტი;

✨ დაამყარებ მიწასთან კავშირს - მოძრაობები გახდება უფრო სტაბილური და მყარი;

✨ შეისწავლი ძველ 10 ფორმას, რომლის შესრულებასაც დამოუკიდებლად, სახლშიც შეძლებ კურსის დასრულების შემდეგ;

✨ პრაქტიკას მოარგებ საკუთარ შინაგან რიტმს, იგრძნობ უფრო მეტ სიმშვიდეს, სიცხადეს და შინაგან ცენტრს ყოველდღიურ ცხოვრებაში;


🌊 ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე.


🌀 კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.


  • დასწრების საფასური:

    340 ლარი

    🌱 ღია გაკვეთილი 30 ლარი

    შესაძლებელია კურსის ღირებულების ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 8 ნოემბრამდე - 170 ლარი. მეორე ნახევარი - 25 ნოემბრამდე.
    კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.

    Silk Bank-ის ,,მერე'' ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა განაწილდება 4 თვეზე, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის დაბრუნების პირობებს:

    გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება, ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და კურსის ორგანიზების ხარჯებს.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page