top of page
menu-plant-final-menu.png

who is in? - ცნობიერების კვლევის ინტენსივი

მირო

4 ნოემბერი 19:30 - 22:00


🐚 ვინ ვარ მე? - ყველაზე ღრმა კითხვაა, რომელიც შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ. ეს ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო შეკითხვა, სინამდვილეში გვაბრუნებს ჩვენი არსის სიღრმეში, ჩვენს გულში - ღმერთთან. სიტყვა „ვინ“ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შინაარსითაა დატვირთული ყველა ენაში.



🌿 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:30 საათზე, ლუმოსში გაიმართება ორსაათიანი სემინარი, რომელიც დაეთმობა საკუთარი თავის ღრმა შრეებთან შეხვედრას და მას გაუძღვება - მირო.


მირო დინამიური მედიტაციების, თერაპიული ჯგუფური პრაქტიკის, „ცნობიერი თამაშების“, ფასილიტატორი და სისტემური განლაგების კონსტალატორია. ცნობიერების კვლევის ინტენსივის გაძღოლა შეისწავლა ბრიტანელი თერაპევტისგან, დევარაჟ სანდბერგისგან და თემოსთან და ნინიასთან ერთად ყოველ ორ კვირაში ერთხელ უზიარებს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი შინაგანი სამყაროს კვლევით.


🌱 სემინარზე დასწრება დონაციითაა, რადგან გვსურს, ეს პრაქტიკა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც შეიძლება ყველაზე მეტად დაეხმაროს.

თქვენი ნებისმიერი ფინანსური წვლილი მნიშვნელოვანი თანადგომაა ფასილიტატორისა და სტუდიისთვის, რათა მომავალშიც შევინარჩუნოთ სივრცე ამ პრაქტიკისთვის და გავაგრძელოთ ღირებული, საერთო ისტორიის შექმნა.

ორსაათიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები დასხდებიან წყვილებში, ერთმანეთის პირისპირ. ერთ-ერთი სვამს კითხვას: „ვინ არის შენში?“, მეორე ადამიანი კი ხუთი წუთის განმავლობაში უპასუხებს შეკითხვას. ამ დროის განმავლობაში პარტნიორი უბრალოდ უსმენს, ყოველგვარი უკუკავშირის გარეშე. ხუთი წუთის შემდეგ კი როლები იცვლება.


ეს ღრმა, მედიტაციური პრაქტიკა შექმნა ჩარლზ ბერნერსმა ამერიკაში, 1960-იან წლებში, ინდოელი მისტიკოსის, რამანა მაჰარშის ნამუშევრების საფუძველზე. მან ამ პროცესს „განმანათლებლობის ინტენსივი“ უწოდა. მოგვიანებით, სხვა ინდოელმა მისტიკოსმა, ოშომ, „ცნობიერების ინტენსივი“ დაარქვა და კითხვა ამგვარად დასვა: „რა არის შენში?“


🍂 გელით შემოდგომის გამორჩეულ თავგადასავალში.



  • დასწრების საფასური:

    დონაციით

    🌱 ღონისძიებაზე დასწრება დონაციითაა, რადგან გვსურს, ეს პრაქტიკა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც შეიძლება ყველაზე მეტად დაეხმაროს.

    თქვენი ნებისმიერი ფინანსური წვლილი მნიშვნელოვანი თანადგომაა ფასილიტატორისა და სტუდიისთვის, რათა მომავალშიც შევინარჩუნოთ სივრცე ამ პრაქტიკისთვის და გავაგრძელოთ ღირებული, საერთო ისტორიის შექმნა.

    მიმღები:

    მ.მ. თ.ბ

    ანგარიშის ნომერი:

    GE43BG0000000606194067

    ატვირთვა
bottom of page