top of page
menu-plant-final-menu.png

გვიანი შემოდგომა ზღვაზე - განტვირთვის გასვლა ჩაქვში

აკო და მირო

20, 21, 22, 23 ნოემბერი (4 დღე / 3 ღამე)

🌊 20, 21, 22, 23 ნოემბერს გეპატიჟებით გვიანი შემოდგომის ოთხდღიან ზღვიურ რითრითზე, ჩაქვში, დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.

🐚 ოთხი დღის განმავლობაში გელით სხეულებრივ-თერაპიული მოგზაურობა, სადაც გამოცდით სხვადასხვა საინტერესო და სახალისო პრაქტიკას, რომლებიც აკომ და მირომ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცადა და გულით უყვართ მათი სხვებისთვის გაზიარება.

🫶 რითრითში მონაწილეობა შეუძლია ყველას - როგორც გამოცდილ პრაქტიკოსებს, ასევე მათ, ვისაც უბრალოდ აინტერესებს, გამოცადოს ახალი მეთოდები, დაისვენოს, დატკბეს შემოდგომის ზღვის სიმშვიდით და აღიდგინოს შინაგანი ენერგია.


⭐ რა გველის რითრითზე?

  • ექსტაზური ცეკვა & დინამიური მედიტაციები - ემოციური დაძაბულობისგან გათავისუფლებისა და სილაღის დაბრუნებისთვის;

  • ბგერითი თერაპია - ღრმა მოდუნებისა და ნერვული სისტემის დამშვიდებისათვის;

  • იოგა & ციგუნი - სხეულის გაღვიძების, მოქნილობის აღდგენისა და ენერგიის ნაკადის გააქტიურებისათვის;

  • სისტემური განლაგება & თერაპიული პრაქტიკები - შინაგანი ბლოკებისა და ქვეცნობიერი შაბლონების დანახვისა და გააზრებისათვის;

  • ცნობიერი თამაშები - თვითშეცნობისთვის, ხალისისთვის და ჯგუფთან უშუალო კავშირის დამყარებისათვის;

  • ზღვის სანაპიროზე სეირნობა, დრო განმარტოებისათვის;


⭐ პრაქტიკებს გაუძღვებიან აკო და მირო. 

აკო და მირო მრავალი წელია, მეგობრობენ, თავიანთი გზა და პრაქტიკები 10 წლის წინ სწორედ ლუმოსში დაიწყეს. აკო ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და აქ უზიარებს გარშემომყოფებს იოგას, ციგუნის, ტაი ჩისა და ტრანსცენდენტული მედიტაციის პრაქტიკებს. მირო ლუმოსის სულისჩამდგმელი, ოშოს დინამიური მედიტაციების, თერაპიული პრაქტიკების, ცნობიერი თამაშებისა და სისტემური განლაგების ფასილიტატორია. 


🪼 ჩაქვში გვიმასპინძლებს ულამაზესი სასტუმრო კომპლექსი Roots Resort, რომელიც გამოირჩევა მწვანე ეზოთი, სიმშვიდითა და პრაქტიკებისთვის იდეალურად მოწყობილი საინტერესო სივრცეებით.


✨ რითრითის ღირებულებაა: 420 ლარი.

✔️ თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად - პირველი ნაწილი არა უგვიანეს 10 ნოემბრამდე, ხოლო მეორე ნაწილი რითრითამდე ერთი კვირით ადრე. 

🚂 ტრანსპორტირებისათვის გადავნაწილდებით ავტომობილებში და გავიზიარებთ საწვავის ხარჯებს ან გავემგზავრებით მატარებლით.

👌 თანხა მოიაზრებს მხოლოდ საორგანიზაციო და სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს.

🫴 რითრითის გაძღოლის საფასური დონაციითაა - მონაწილეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი და მოსახერხებელი თანხის გადახდა.


🍂 ადგილები შეზღუდულია, გამოგვყევით სიმშვიდის მოგზაურობაში.


❣️ თარიღი: 20, 21, 22, 23 ნოემბერი (4 დღე / 3 ღამე)

  • დასწრების საფასური:

    420 ლარი

    🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 10 ნოემბრამდე - 210 ლარი. მეორე ნახევარი რითრითამდე ერთი კვირით ადრე. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ სრულად 50 ლარის, ადმინისტრაციული და ორგანიზების ხარჯის, გამოკლებით.

    Silk Bank-ის ,,მერე'' ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა განაწილდება 4 თვეზე, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

    13 ნოემბრის შემდეგ გადახდილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

    თანხა მოიაზრებს მხოლოდ საორგანიზაციო და სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს.

    მიმღები:

    ქეთევან ფაჩულია

    ანგარიშის ნომერი:

    GE85TB7033145064300056

    ატვირთვა
bottom of page