

ექსკურსია ატენის ხეობაში
სოფიო ტალახაძე
ლაშქართუხუცესთა მადლითა და სოფოს დახმარებით, გვაქვს პატივი, ამჯერად ვეწვიოთ ატენის ხეობას.
გაშრიალება გვექნება 5 აპრილს, კვირას. გასვლა 09:00 საათზე ლუმოსიდან.
მისამართი: საირმის ქ. 71 (გოძიაშვილის პარკის უკანა მხარეს).
დეტალებისთვის შეგიძლიათ შემოერთდეთ ვოთსაპის საკომუნიკაციო ჩატს.
https://chat.whatsapp.com/KvKSyVgkU6KL2CEcxp3V2D?mode=gi_t
ტრანსპორტირება:
გთხოვთ მოიწერეთ მანქანით ხართ თუ უმანქანოდ. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, დაგვჭირდება თუ არა ტრანსპორტის ქირაობა.
საფეხმავლო ექსკურსია დაიწყება ატენის სიონიდან. დათვალიერებას და ადგილის შემოვლას დასჭ ირდება დაახლოებით ერთი საათი, ამინდის გათვალისწინებით. შაბათ-კვირას წირვებიც ტარდება ხოლმე. შემდეგ მოვინახულებთ ბიისის ჩანჩქერს, მიმდებარედ შეგვიძლია პიკნიკიც მოვაწყოთ.
ტრადიციულად, ფასობს ჩვენი გულითა და ხელით მომზადებული საკვები.
საჟრიამულოდ ინსტრუმენტებიც და სხვა გასართობებიც წამოასეირნეთ.
༅ ბილიკი მარტივია, ამიტომ ბავშვებიც თამამად შეგიძლიათ წამოიყვანოთ.
༅ კომენტარებში ნომერსაც თუ მიუთითებთ, WhatsApp-ში ჩატს შევქმნი - ორგანიზებაში დაგვეხმარება.
𓂝 ორგანიზებისა და გიდის საფასური 30 ლარია. თუ ვერ ახერხებთ, არა უშავს, უბრალოდ მოგვწერეთ, რომ ვიცოდეთ.
ანგარიშის ნომერი:
GE80TB7310345061100127
მიმღები: ზულეიხა წულუკიძე
