top of page
menu-plant-final-menu.png

ლუმოსის დაბადების დღის ლაშქრობა ზედაზენის მთაზე

ლუმოსის კომუნა

27 სექტემბერი

ლუმოსს, მე-9 დაბადების დღეს, ზედაზენის მთაზე აღვუნიშნავთ ერთობლივი გართობით


დეტალებში რომ შევიცქიროთ:


შევიკრიბებით ლუმოსში, 27 სექტემბერს, 9 საათზე და გადავნაწილდებით ჩვენს- ჩვენს მანქანებში. სულ რაღაც 40 წუთის გზაა. თუ ამ კუთხით გექნებათ რაიმე ტიპის გამოწვევა, კომენტარებში ესეც დააფიქსირეთ - (მანქანით/უმანქანოდ);


ვესტუმრებით ზედაზენის ეკლესიას ;


დავადგებით სალაშქრო ბილიკს უსიერ ტყეში;


მოვაწყობთ მედიტაციურ სეირნობას და მივაგულისყურებთ ბუნებას;


ტყის კითხვებზე გვიპასუხებს ლუმოსის მეგობარი, აგრონომი და ფლორის დიდი მოყვარული ნიტა;


ვიპიკნიკებთ და სანთლებს ჩავაქრობთ;


ვირიტუალებთ, ვიმღერებთ და ვიცეკვებთ ბევრს;


კვების ნაწილში, ტრადიციულად, ფასობს ჩვენივე ხელით ნასიყვარულები საკვები.


ბევრი სასიარულო არ გვექნება, ამიტომ ბავშვებიც შეგიძლიათ წამოიყვანოთ. ასევე, თუ შეგეძლოთ ხელს გამოაყოლეთ ინსტრუმენტები, გასართობები.


სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაცია თანხის ჩარიცხვით დასტურდება.ღირებულება 20 ლარია, რომელიც ორგანიზების ხარჯებს მოიცავს. თუ თანხის ნაწილში რაიმე გამოწვევაა, არც ეგაა პრობლემა, უბრალოდ მოიწერეთ


ანგარიშის ნომერი:

GE80TB7310345061100127


მიმღები: ზულეიხა წულუკიძე;


კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ლუმოსის გვერდზე ან პირად შეტყობინებაში მოიწეროთ


აღმოჩენები კვლავ გარდაუვალია

bottom of page