top of page
menu-plant-final-menu.png

ჯგუფური იოგას ონლაინ კლასი

ვარლამ (დათო) ჩარკვიანი

ორშ. ოთხშ. და პარ 08:00-09:00 საათზე.

ენები: ქართული


29 ივნისიდან ონლაინ ჯგუფის ვარჯიშები ჩატარდება კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს - 08:00-09:00 საათზე.

შეხვედრები ჩატარდება ზუმში, ლინკს მიიღებთ ტელეგრამ ჯგუფში. ყოველი ვარჯიშის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება დღის ბოლომდე.


იოგას ონლაინკლასი, პრაქტიკული ვებინარი, რომელსაც გაუძღვება ვარლამ (დათო) ჩარკვიანი. შეხვედრა დაეთმობა მასტერ ანდრეი სიდერსკის ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შექმნილი მეთოდის გაცნობას.


ონლაინ კლასის განმავლობაში მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას მასტერ ანდრეი სიდერსკის ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შექმნილი მეთოდის შესახებ. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, შეხვედრის ბოლო 30 წუთი კი დაეთმობა პრაქტიკულ ვარჯიშს.


მეთოდი მოიცავს მარტივი ასანების განსაზღვრულ თანმიმდევრობას, რაც ქმნის ერთგვარ ჯაჭვისებურ ეფექტს და სრულდება სუნთქვის განსაზღვრულ რიტმში.


ეს პრაქტიკა უნიკალური შესაძლებლობაა, გაიცნოთ სრულიად გამორჩეული მეთოდი, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხო და ეტაპობრივ გზას საკუთარ სხეულზე, სუნთქვაზე, ემოციებსა და ფიქრებზე სამუშაოდ და თვითკონტროლის აღსადგენად.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია.




რას გულისხმობს მეთოდი?

ვარლამი (დათო), რომლის პრაქტიკაც იოგაში 29-წლიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოში სიდერსკის საავტორო მეთოდის წარმდგენია.

პრაქტიკა მოიცავს:

  • სტრუქტურულ კორექტირებას;

  • ადამიანის ფორმის ოპტიმიზაციას;

  • ძალის აქტივაცია;

  • აღქმის, წარმოსახვისა და ყურადღების განვითარებას;

  • სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას;

  • ცნობიერების განვითარებას;

  • განრიდების განვითარებას;

  • მეხსიერების შინაარსის გამთლიანებას;

  • მგრძნობელობის განვითარებას;

  • თვითკონტროლის განვითარებას.


რატომაა სასარგებლო ეს მეთოდი თანამედროვე ადამიანისათვის?

  • გვეხმარება ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში;

  • ამშვიდებს შინაგან ქაოსს;

  • გვეხმარება სხეულის სტრუქტურულ კორექტირებაში;

  • ააქტიურებს შინაგან ძალას და ავითარებს თვითკონტროლს;

  • გვეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში.

  • ულიმიტო თვიური აბონემენტის არჩევის შემთხვევაში:

    თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი, ან პენსიონერი: 232 ლარი

    2 თვის შეძენისას: 551 ლარი

    3 თვის შეძენისას: 783 ლარი

    4 თვის შეძენისას: 986 ლარი

    5 თვის შეძენისას: 1232.5 ლარი

    6 თვის შეძენისას: 1392 ლარი

    6 თვეზე მეტის შეძენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მიღებულია, მეილზე მიიღებთ დასტურს

bottom of page