top of page
menu-plant-final-menu.png

ვინიასა იოგა მიქსი

ირინა

სამშ. ხუთშ.: 20:15 - 21:30

შაბ.: 11:00 - 12:30

ენები: ქართული/ინგლისური/რუსული

ვინიასა იოგა მიქსი აერთიანებს იოგას რამდენიმე მიმართულებას და საშუალებას იძლევა, ინდივიდუალურად მოერგოს დამწყებ თუ გამოცდილ მოვარჯიშეებს. შერჩეული საბაზისო ასანები (პოზები), უპირველეს ყოვლისა, შეესაბამება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს, როგორიცაა ნაკლები მოძრაობა დღის განმავლობაში, სტრესული და არაჯანსაღი გარემო. ამიტომაც, პრაქტიკა ემსახურება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტრესული გარემოს მიმართ მდგრადობის ამაღლებას. ძალისმიერ და მობილობის ვარჯიშებთან ერთად კლასში დრო ეთმობა სუნთქვით და სარელაქსაციო ვარჯიშებსაც.


რატომაა სასარგებლო რეგულარული ვარჯიში?


აჯანსაღებს ხერხემალს; აუმჯობესებს ძილის რეჟიმს; ხელს უწყობს სხეულის ფორმების, მათ შორის, წონის კორექციას; რადგან ყოველ ასანას (პოზას) აქვს რამდენიმე მარტივი და შედარებით გართულებული ვერსია, პრაქტიკა ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის მქონე ადამიანს შეიძლება მოერგოს, მათ შორის მოზარდებსა და ორსულებსაც. კლასში ვარჯიში შეუძლიათ გამოცდილ მოვარჯიშეებსაც დასახული მიზნების მისაღწევად.


"ჩემთვის იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და რაიმე რთული ასანების შესრულება, ის არის გამძლეობის და უშრეტი ენერგიის წყარო, რომელიც გვეხმარება სტრესის და სხვადასხვა რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში. როგორც ინსტრუქტორი მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული პრაქტიკოსების წინსვლაზე. 15 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პროგრამის ზუსტად შერჩევაში მეხმარება. მიმუშავია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებთან და თავადაც კი გავვოცებულვარ იმით, თუ რა შეუძლია იოგას."

bottom of page