top of page
menu-plant-final-menu.png

ტანტრას ვორქშოფი

სატსანგა

7 ივლისი 19:00

7 ივლისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით 3 საათიან ვორქშოფზე, სახელწოდებით ტანტრული ენერგია, რომელსაც გაუძღვება სატსანგა. ის ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა ტანტრას ტექნიკებს ოშოს ცენტრში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სატსანგას ვორქშოფები ეფუძნება სხეულში სექსუალური ენერგიის მოძრაობას, ტრავმის განკურნებასა და გულისა და სექსუალური ცენტრისერთმანეთთან დაკავშირებას.

 

რა გელით ვორქშოფის განმავლობაში?

 

ტანტრული მეთოდების შესწავლა არის გზა, რომელი დაგეხმარებათ როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან ურთიერთობის გაღრმავებაში. ტანტრა ეფუძნება მამაკაცისა და ქალის, მამრობითისა და მდედრობითის, ინისა და იანის პოლარობას.

 

ვორქშოფის განმავლობაში შევისწავლით თითოეულ ჩაკრას  მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ბუნებრივი მაგნიტური მიზიდულობის საშუალებით.

ტანტრული ენერგია პირველ ჩაკრაში სუფთა ბიოლოგიურ ენერგიას წარმოადგენს, ხოლო მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, ის ღვთაებრივი საზრდოა. სექსუალური ენერგიის პირველი ჩაკრიდან მეოთხე ჩაკრაში ატანა ერთგვარი ხელოვნებაა, რაც დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. ეს ვორქშოფი კი იქნება პირველი ნაბიჯი ამ გზაზე.

 

იმისათვის, რომ მივაღწიოთ სხეულის, გონებისა და სულის ერთიანობის უფრო მაღალ დონეს, ჩვენს შეგრძნებებს სჭირდება განატიფება. შეგრძნებების გაძლიერება ტანტრის არსებითი ნაწილია. ტანტრული პრაქტიკები გვეხმარება, რომ დავუკავშირდეთ ჩვენს სხეულში არსებული სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ნაკადს.

 

ვორქშოფის განმავლობაში მედიტაციებისა და პრაქტიკების დახმარებით, მოძრაობას დავიწყებთ არარეალური სურათებითა და ფანტაზიებით სავსე გონებიდან გულისკენ, ტანტრული გულისკენ, რომელიც მგრძნობიარე და სიყვარულით სავსეა. 

 

ვორქშოფის დროს დავაკვირდებით ჩვენს უნარს, როგორ ვიგრძნოთ და ვამოძრაოთ ენერგია. ეს კი ჩვენგან მოითხოვს ავთენტურობას და განგვაცდებინებს ნამდვილ სიახლოვეს საკუთრ თავთან. ტანტრული ენერგის განცდა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ, რადგან მისი ბუნების გათვალისწინებით, მისი  ახსნა მხოლოდ თეორიითა და სიტყვებით შეუძლებელია.

 

რა არის ვორქშოფის მთავარი მიზანი?

 

მთავარი მიზანია, ვიპოვოთ ჩვენი თავის ყველაზე მგრძნობიარე, სიცოცხლით სავსე და ბუნებრივი გამოხატულება და სიმსუბუქით ვიმოძრაოთ იმ ტალღებში, რომლებიც ჩვენი სხეულის ყველაზე მძლავრ სასიცოცხლო ძალას წარმოადგენს. ესაა ხელოვნება, რომლის სწავლაც შესაძლებელია.

 

თუ გადაწყვეტთ ვორქშოფში მონაწილეობას, დროებით დაივიწყეთ იდეები, ოცნებები და მოლოდინები და მზად იყავით, გახდეთ ცხოვრების მოსწავლე - გულწრფელი, გახსნილი და  მიმღები.

 

📢 ვორქშოფი წარიმართება ინგლისურ ენაზე ქართულად სინქრონული თარგმანით.


მონაწითელა მაქსიმალური რაოდენობაა: 15-16 ადამიანი.

 


  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    200 ლარი

    რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page